ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

საყურადღებო ინფორმაცია !!! -ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.

„წლებია არსებობს პრობლემა საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა მიკროავტობუსების მონაწილეობით, შედარებით ნაკლები იყო ავტობუსების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ევროდირექტივები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, არის სიჩქარესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები, ერთ-ერთი არის სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის ქონა.

ასევე, ვიცით, რომ ტაქოგრაფებიც უნდა ჰქონდეთ. ეს არის ე.წ. სისტემა, რომელიც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აყენია და პატრულს შეუძლია 30 დღის განმავლობაში ამოიღოს მონაცემები და ნახოს, სად გადააჭარბა მძღოლმა სიჩქარეს, დაისვენა თუ არ დაისვენა და ა.შ. ეს სიჩქარის შემზღუდავები იქნება ტაქოგრაფთან ერთად,“ – აღნიშნავს იზორია.

რაც შეეხება ვადებს, იზორიას თქმით, ტაქოგრაფებისა და სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენების ვალდებულება, 2025 წლიდან ავტოსადგურების რეგულაციების ამოქმედების პარალელურად განხორციელდება.

„მისასალმებელია მსგავსი რეგულაცია, რადგან ყველგან არ არის ვიდეო კონტროლი და ყველგან ვერ ხდება მონიტორინგი, ზოგიერთი ადგილი, ფაქტობრივად, დაუფარავია პატრულის მიერაც და ასეთ გზებზე მხოლოდ კრიმინალური პოლიციის მიერ ხდება აღსრულება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მსგავსი მოწყობილობები იყოს და კონტროლი ხორციელდებოდეს.

რეგულაცია ვრცელდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ. რეგულაცია იმოქმედებს ნებისმიერ მანძილზე მოძრავი ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება ვადებს, წესით უკვე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ დროში იგვიანებს. წესით 2025 წლიდან ავტოსადგურების და სხვა რეგულაციები რომ შევა ძალაში, მაშინ მაინც ამოქმედდება,“ – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ფეისბუქში“ ყალბი გვერდი შექმნეს და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის მსურველებს თანხა წინასწარ გადაახდევინეს – ორ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სპეციალურად შექმნილი ყალბი გვერდის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სარეკლამო განცხადებები განათავსეს. შემდეგ კი პროდუქციის შეძენის მსურველ პირებს თითქოსდა გასაყიდი ნივთების საფასურის თანხა წინასწარ გადაახდევინეს, ხოლო მათ მიერ შეძენილი პროდუქცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ქმედებით 17 დაზარალებულს ჯამში 15 610 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ორივე პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულთა გამოვლენის და დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტნე ანანიძე: სალომეს მხრიდან პარლამენტის შესაძლო დათხოვნის მოსაზრებაზე – ოპოზიციის არაკონსტიუციური მოქმედებით, გადატრიალების ფუჭი მცდელობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ცოტნე ანანიძის შეფასებით, პარლამენტის დათხოვნის შესახებ მოსაზრებაც კი ოპოზიციის არაკონსტიტუციური მოქმედებით გადატრიალების ფუჭი მცდელობაა. „სალომეს მხრიდან პარლამენტის შესაძლო დათხოვნის მოსაზრებაზე- ოპოზიციის არაკონსტიუციური მოქმედებით, გადატრიალების ფუჭი მცდელობა ! თამაშგარე ყოფნა!“, - წერს ცოტნე ანანიძე.

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ისიც წერია, რომ მთავარსარდალია, შეუძლია ჯარი გამოიყვანოს? – არა. ეს ფორმალური, ცერემონიული უფლებამოსილებებია და მათ თუ უნდათ ახალი პრეცედენტი შექმნან,...

თუ არ აქვს ამის უფლებამოსილება, იძახოს რამდენიც უნდა. პრემიერის დანიშვნას ხომ აწერს ხელს, ადგეს და გვარამიას დანიშვნას მოაწეროს ხელი, გვარამიააო პრემიერი თქვას და ითამაშონ მერე სახლობანა, ან მთავრობანა, შეიკეტონ და ჩაატარონ პარლამენტის სხდომები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. მდინარაძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები. „მე მთელი სერიოზულობით შემიძლია ავხსნა, რომ არის სამი საფუძველი, რომლის შემთხვევაში ხდება ახალი არჩევნების დანიშვნა და არცერთი შემთხვევა სახეზე არ არის - არ გაუბათილებია ცესკოს, არ უთქვამს სასამართლოს, რომ ბათილია, არ გასულა ვადა და ა.შ. შეიძლება ვილაპარაკოთ ამის საფუძვლებზე და ავუხსნათ მოსახლეობას, მაგრამ იურისტებიც ხომ გვისმენენ, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ რადგან ასე სერიოზულად ლაპარაკობს მდინარაძე, იურისტი, ესე იგი რაღაც ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. პრემიერი დანიშნოს მაშინ, თუ ამ ყველაფერს საფუძველი არ სჭირდება, გააკეთოს ყველაფერი. მთავარსარდალიც წერია, შეუძლია ჯარი გამოიყვანოს? არ შეუძლია. ეს არის ფორმალური ცერემონიული უფლებამოსილებები, რომელსაც ცივილიზებულ საპარლამენტო ქვეყნებში ასე სცნობენ და ახლა, მათ თუ უნდათ ახალი პრეცედენტი შექმნან, ითამაშონ თავისთვის. შეუძლებელია ამგვარი ინტერპრეტაცია, ეს იქნება სიგიჟე, რომელიც დაკვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება და თუ მრავალწლიანი პატიმრობისთვის მზად არის და მიდის ამაზე, მისი ნებაა, ჩვენ ხომ არ დავუშლით. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩაიდინოთ დანაშაული, გაძარცვოთ ადამიანი, მაგრამ წინასწარ უნდა იცოდეთ რომ ძარცვისთვის არის პასუხისმგებლობა და აღმოჩნდებით გისოსებს მიღმა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვაყენებთ დარტყმებს მჩაგვრელებს, ჰუსიტებიც ისწავლიან იმას, რაც ისწავლეს „ჰამასმა“, „ჰეზბოლამ“, ასადის რეჟიმმა და სხვებმა

იემენელი ჰუსიტები ისრაელის სხვა მტრების მსგავსს ბედს გაიზიარებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიისას განაცხადა. „დღეს ჩვენ ვანთებთ ხანუქას პირველ სანთელს, რათა აღვნიშნოთ იმ დროის მაკაბელთა და დღევანდელ მაკაბელთა გამარჯვება. როგორც მაშინ, ისე ახლაც, ჩვენ ვაყენებთ დარტყმებს მჩაგვრელებს და მათ, ვინც ფიქრობდა, რომ გაწყვეტდა ჩვენი სიცოცხლის ძაფს აქ, და ეს ყველას შეეხება. ჰუსიტებიც ისწავლიან იმას, რაც ისწავლეს „ჰამასმა“, „ჰეზბოლამ“, ასადის რეჟიმმა და სხვებმა, და თუნდაც დრო დასჭირდეს ამას, ამ გაკვეთილს ისწავლიან მთელ ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, ისრაელის ქალაქ აშკელონზე მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ბოლო დღეებში იემენელმა ჰუსიტებმა გააძლიერეს იერიშები ისრაელზე, რის მიზეზადაც, ღაზის სექტორის მხარდაჭერას ასახელებენ.

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ მათი შეფასებებისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა, არჩევნების შემდეგ ყველამ წაუყრუა ამ დასკვნას

ის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც არის დაბუდებული ევროპარლამენტში, ცალკე პრობლემაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ხუთ უსამართლო რეზოლუციაში გამოიხატა, ჩვენი მოწოდებაა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომ საკუთარი სიტყვის ერთგულნი დარჩნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო პარტნიორი აცხადებდა, რომ არჩევნების შეფასების დროს მათთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდრის დასკვნა, თუმცა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მათ ეს პირობა დაავიწყდა. „ეს ისტერია უნდა დაცხრეს და ეს დააცხრო ზუსტად ეუთო/ოდირის დასკვნამ, რომელმაც თქვა, რომ ის მთავარი ხუთი ბრალდება იყო ტყუილი. არის შენიშვნები და არის რეკომენდაციები. 28 რეკომენდაციაა ახლა, 2020-ში 30 რეკომენდაცია იყო, ასევე, შეადარონ თუ უნდათ, როდის რა რეკომენდაციები ჰქონდა ეუთო/ოდირს. განსაკუთრებული იცით რა არის ამ დასკვნაში, რომ პირველად, ხელი დაადო ეუთო/ოდირმა პრეზიდენტს და თქვა, რომ ის არღვევდა კანონმდებლობას მთავრობის ფორმირებით და ა.შ. პირველად აღმოჩნდა ჩვენს დასკვნაში, რომ ბრალს დებს ეუთო/ოდირი პრეზიდენტს, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას, გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესაც საარჩევნო შტაბი ჰქონდა შექმნილი. ეუთო/ოდირის დასკვნაში პირველად აღმოჩნდა, რომ დაასახელა ISFED-ი პირველად ჩაწერა, რომელმაც პარადოქსული გადაწყვეტილებით არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლა. თუკი რაიმე სკანდალური იყო ამ დასკვნაში, ეს ორი ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებს. „მზაობა გამოვთქვით, რომ ამ რეკომენდაციებს შევისწავლით, მივყვებით და იქ, რაც მნიშვნელოვანი საკითხები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მომზადებული ვიყოთ ამ არჩევნებისთვის. ჩვენ გვეუბნებოდნენ, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსები, რომ განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მათი შეფასებებისთვის და რატომღაც აღმოჩნდა, რომ არჩევნების შემდეგ ყველამ წაუყრუა ამ დასკვნას. ხან ISFED-ის დასკვნა აინტერესებთ, ხან IRI-ის და ხან ა.შ. ვგულისხმობ ევროპარლამენტს, რომლის რეზოლუციაც აბსურდია, გასაგებია, რომ ამ რეზოლუციებს უკვე არანაირი ფასი არ აქვს. ის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც არის დაბუდებული ევროპარლამენტში ცალკე პრობლემაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ხუთ უსამართლო რეზოლუციაში გამოიხატა. ჩვენი მოწოდებაა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომ საკუთარი სიტყვის ერთგულნი დარჩნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები