პარასკევი, ნოემბერი 28, 2025

საქსტატი – 2025 წლის მესამე კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა ქვეყანაში თითქმის 400 მილიონი ლარი დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 375.7 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 743.3 ათასი ერთეული შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.7 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 799.9 ათასით განისაზღვრა, რაც 6.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.3 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.8 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, უწყების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.7 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.4 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 პროცენტი – აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2025 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 49.3 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 352.3 ათასი ვიზიტი თვეში და თბილისში – საშუალოდ 307.0 ათასი ვიზიტი თვეში.

2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 399.5 მილიონი ლარით, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.9 პროცენტით და 229.1 ლარს გაუტოლდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია.როგორც მერმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები გააჩნიათ.„ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს ყურადღება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მოდის ევროპული ბიუროკრატიიდან და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუითაა გაჯერებული. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არა საჩვენო. ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე შეფასებით, ევროპარლამენტი აკეთებს იმავეს, რასაც საქართველოში აკრიტიკებენ.„ჩვენ რასაც გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება, აღნიშნული კანონების მიღებაო, დღეს თვითონ იღებენ და ამკაცრებენ კანონს, რათა გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესები. ზოგიერთი ევროპარლამენტარი რომ გამოდის და ამბობს, სხვა გზებს ვეძებთ და შავ ხვრელებს, როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო, ეს არ გვინდა ზუსტად. შენ დალოცვილო, თუ კარგ საქმეს აკეთებ, რა გაქვს დასამალი? ხომ უნდა იყოს გამჭვირვალე ყველაფერი? მეორე იყო ოჯახური ღირებულებების თემა. ესეც ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის? თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა გამოდის? – ოჯახური ღირებულებების საკითხიც არ არის მისაღები მათთვის და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვეუბნებიან. ეს უკვე ჩვენთვის არაა მისაღები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წესები მიზნად ისახავს ლობირების საერთაშორისო ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.

მარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას

ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს.„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას, რაც არის უსამართლობა. ის რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჭიროა, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განიხილებოდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - აცხადებს ლაშხი.ევროკავშირმა „გამჭვირვალობის კანონი“ გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

არაბული მედია: ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სამხრეთით მდებარე სოფლების, ჯარმაკისა და მაჰმუდიეს მიმდებარე ტერიტორიებზე.კონკრეტულად რა გახდა ისრაელის სამიზნე, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან თავდაცვის ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ალი ტაბატაბაი ემსხვერპლა.

გთხოვთ გავავრცელოთ, ოთოს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ ნათია ბერაძის პოსტი - მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას ოთოსთვისოთოს მკურნალობა და რეაბილიტაცია გრძელდება სახლში, ყოველდღიურად ვაგრძელებთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ სამწუხაროდ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს-ყოველდღიურ მედიკამენტებს, რეაბილიტაციის საშვალებებს და სპეციალური მოვლის ხარჯებს. თქვენი დახმარებით მოვახერხეთ აქამდე მოსვლა და კიდევ მნიშვნელოვანი ეტაპია წინ ჩვენი ბრძოლა გრძელდებათიბისი : ბანკი #GE57TB7469345064300090მიმღები : ნიკოლოზ ბერაძესაქართველოს ბანკი : #GE96BG0000000101479415მიმღები : ნათია ბერაძედიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით ხართ ამ რთულ გზაზე,,- წერს გივიკო დიდია

“მშობელმა ბავშვს სუნთქვის სიხშირე უნდა დათვალოს…” – ივანე ჩხაიძე განმარტავს

პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რატომ უნდა დათვალოს მშობელი ბავშვების სუნთქვის სიხშირე. „ამ ბოლო პერიოდში, კარგად ვისწავლეთ სატურაციის გაზომვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი — ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ, წუთში რამდენჯერ სუნთქვის ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი იქნება იდეალური მიმანიშნებელი, აქვს თუ არა ბავშვს ფილტვების დაზიანება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ბოლო სიახლეები