ორშაბათი, ივლისი 6, 2026

საქსტატი: 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა. გაიზარდა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც დასაქმებულები არიან.

“წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე დაახლოებით, 3.9%-ით შემცირდა, 15,6% შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 9%-ით, ანუ 114 000 კაცით გაიზარდა, საიდანაც, დაახლოებით 105 000 მოდის კერძო სექტორზე. ზრდა ძირითადად შეინიშნებოდა ვაჭრობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში,” – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან – ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.  საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში

პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და, ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და, შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.„გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და, შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. სულ უფრო მზარდია შუა დერეფნის როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობისთვის. შუა დერეფანი ჩამოყალიბდა ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-ეკონომიკურ მარშრუტად, რაშიც საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა დღეს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებს. ზრდა ფიქსირდება ყველა სახეობის ტვირთთან მიმართებით. 2026 წლის იანვარ-აპრილში ტვირთბრუნვა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯამურად 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გასული ერთი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის შემდგომი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდის პერსპექტივებთან.„საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში შვიდი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, განხორციელებულმა რეფორმებმა და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულმა მუშაობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესი განაპირობა როგორც მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩინეთისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების, ისე დასავლური კომპანიების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტმა უკვე არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დატვირთვა შეიძინა. პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და, ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. შეხვედრა ქომაგებით სავსე ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართა, ძალიან, ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველების  გამარჯვებით დასრულდა – 91:89. ესპანეთის მაღალი კლასის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ამას დავუმატოთ მაქსიმალური მობილიზება. მათ ხომ კარგად მოეხსენებოდათ, რომ ჯგუფიდან ქულების მაქსიმუმით გასვლა მსოფლიო ჩემპიონატთან ძალიან მიაახლოვებდა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ქულები გადაჰყვებათ.ცხადია, კიდევ უფრო ფასეული იყო ამ მატჩის მოგება საქართველოსთვის – თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით (კაპიტანმა, ფაქტობრივად, შეუცვლელად, 44:31 წუთი ითამაშა) გუნდმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა. პირველ მეოთხედში 14:32 ჩამორჩა, მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა 76:79. მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა – 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა – 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელია და 89:88 (დასრულებამდე 1:33 წუთით ადრე). ამ ჩაგდებით შენგელია 37 ქულამდე ავიდა, რაც ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდია. მანამდე 36-36 ქულა ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს ჰქონდათ ჩაგდებული. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკიზ რიდმა, რომლს ანგარიშზეც 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა, მან პარკეტზე თითქმის 42 წუთი გაატარა.ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, მარკის რიდმა საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა – 91:89. ეს იყო ისტორიული გამარჯვება!ასე და ამგვარად, „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდნენ. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.ჩვენი ჯგუფის ტოპ ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს დაუპირისპირდება, სადაც გამსვლელები ჯერ არ გამოვლენილან. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება.

საქართველომ ერთა თასზე ურუგვაი დაამარცხა

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 41:34 დაამარცხა.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას… როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს – 2027 წელს…“ – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.დვალიშვილი ამბობს, რომ   2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

ბოლო სიახლეები