ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025

საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია… საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. “სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო…”

მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას… ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ…

მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე)  ყველას იმედი და ჭირის მოზიარე, რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს.

პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: – ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო… მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: – მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო…

მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა “შენს ენაზე”, უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით…

არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე…

მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია “გუთანის” ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: – ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?..

მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: – რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: – სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)… ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: – გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!)..

კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: –

დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში… ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია… საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანა დოლიძე – მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არის ნაბიჯი ხალხისთვის, ვინც „კლანმა“ დააზარალა – ისინი მოხვდნენ სიაში, სადაც ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები არიან

მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების: ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.დოლიძის თქმით, სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაშიც.,,დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ბრიტანეთის სანქციები არის მთავარი წერტილი ფინანსური გარიგებების - ეს არ არის ვიზა, ეს არის ფინანსური სანქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო სისტემა, ნებისმიერ კომპანიას შეეშინდება ამ სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან მათ დაემუქრებათ მეორადი სანქციები.მათ გაუჭირდებათ საერთაშორისო მგზავრობა. ეს ნაბიჯი იმ ხალხისთვის არის, ვინც დააზარალა კლანმა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მმართველობამ. ბრიტანეთში არის ოფშორული ზონები, კაიმანის და ვირჯინიის კუნძული, სადაც არის რეგისტრირებული ასეულობით კომპანია, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სისტემას.საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული „იმედი“, შემდეგ რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ახლა ვმუშაობ, რომ მსგავსი პროცესი დაიწყოს „იმედთან მიმართებაში“. ასევე, ეს სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაში. მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და "თალიბანის" ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

📽️„ფრთხილად, თაღლითები! გააზიარეთ, რომ ყველამ გაიგოს! არავითარ შემთხვევაში, არ უკარნახოთ…“ – გაფრთხილება სოცქსელის მომხმარებლებს

ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს  ეძებენ

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში მშვიდობის ხიდიდან გადავარდა.შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა.

კიტ კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მივაღწევთ, ომის განახლება ძალიან რთული იქნება. აი, რისი მჯერა მე“, – განაცხადა კელოგმა.კელოგის თქმით, ახლა აუცილებელია შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. კელოგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს კონტაქტს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.მისივე თქმით, ტრამპი შეძლებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას.„ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. საჭირო იქნება რაღაც დათმობა, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა კელოგმა.

ბოლო სიახლეები