მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია, ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები. კვლევაში არსებული კითხვები, ფარავს ზუსტად იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ფაქტორები. საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას. კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 10%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია. ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია იმ სამთავრობო ინსტანციებზე, სადაც ზოგადად, ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ დაფიქსირდეს ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ფაქტი (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები). საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9% – 15%-ს აღწევს, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10% -19%-ს. 0 ერთეულს (პროცენტს) შეადგენს კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად (მსოფლიოს საშუალოდ-13%). შესაბამისად 0-ის ტოლია საჩუქრის ღირებულებაც, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადაიხადონ, სამთავრობო კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის. უშუალოდ საქართველოს შესახებ ანგარიში 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ანგარიშს რამდენიმე ქვეყნის მონაცემი დაემატა. ამიტომ, საქართველოს შედარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დღეისათვის უკვე შესაძლებელია და გამოქვეყნებულია მსოფლიო ბანკის სპეციალურ ვებგვერდზე. ცნობისთვის: 2012 წლისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელებისა (9.84%) და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების (8.72%) მიხედვით შესაბამისად 8-15-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2019 წელს. 2012 წელს მონაცემები 2008 წლის კვლევას წარმოადგენდა. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირე და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების ინდიკატორები მკვეთრად გაუმჯობესდა (შესაბამისად: 1.43% და 0.94%). ყველაზე საუკეთესო შედეგი კი 2019-2020 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.3%-მდე გაუმჯობესდა (ფირმების %, რომლებსაც ქრთამის აღების მოთხოვნის ერთი ფაქტი მაინც შეემთხვათ), ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი 0.6%-მდე შემცირდა (საჯარო ტრანზაქციების %, სადაც ქრთამი და არაფორმალური სახდელი იყო მოთხოვნილი).
საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა
ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ
კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვა
უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.
მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს
მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.
დავით მხატვრიშვილი-კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ...
,,კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ამ კანონს აღარ გამოიტანდა დღის წესრიგში. აი, მაგიტომ არის თურმე( მოღალატე.)?!გაუმარჯოს ირაკლის ძირს რუსეთი და დღევანდელი მთავრობა!!!❤️-წერს სოციალურ ქსელში დავით მხატვრიშვილი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს
საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
