ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025

საქართველოში 12 ათასზე მეტმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის

საქართველოში მცხოვრები 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია. მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობიდან 900 მოქალაქის ასაკი 10-დან 20 წლამდეა. საქსტატის ცნობით, წერა-კითხვის არმცოდნე მოსახლეობის მესამედი ეთნიკურად არაქართველია.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შედეგად ირკვევა, რომ წერა-კითხვა იცის, მაგრამ დაწყებითი განათლება არ აქვს 104 ათასზე მეტ მოქალაქეს. მოსახლეობის 8%-ს კი მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული.

საქსტატში ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არაა. პირიქით 2002 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ პროცესი გაუმჯობესებულია. წერა-კითხვის უნარებს კი უფრო მეტი მოქალაქე ფლობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციის ნაწილი ამბობს, 4 ოქტომბერს იქნება რევოლუციაო, ნაწილი – ყური დავადოთ მიწაზე და რევოლუციის გუგუნი გვეტყვის, როდის მოვაო, ეს პრობლემაა დედა...

ორ ბანაკად გაყოფილი „ნაცმოძრაობის“ ფილიალები ვერ თანხმდებიან, რევოლუციის გზით უნდა წავიდნენ ბოლომდე, თუ თან რევოლუციის და თან არჩევნების, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ აქვს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც ვერ თანხმდებიან.„რევოლუციის გზით თუ მიდიხარ, მაშინ არჩევნებში როგორ იღებ  მონაწილეობას. არჩევნებში თუ იღებ მონაწილეობას, რაც თავისთავად კარგია, რადგან ეს არის გზა, თუ გინდა, საზოგადოებაში ნდობა მოიპოვო, მაშინ იმ რევოლუციურ კომიტეტს როგორ უერთდები? დედა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი იმაზე ვერ თანხმდებიან, რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიონ. უკვე იმდენად არიან შოკში, ზოგი ამბობს, მშვიდობიანი რევოლუცია, ზოგი ამბობს, ძალადობრივი რევოლუციაო გვინდაო. წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადებოდა, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან და რევოლუციური მიზნები აქვთ, რაზეც ხან ამბობდნენ, ეს იყო სუს-ის მოგონილი, ხან ხელისუფლების მოგონილი და დღეს აღიარებენ, რომ დიახ, უნდათ რევოლუცია. წიგნს თუ გადაშლიან, ან წიგნის გადაშლა თუ დაეზარებათ, ინტერნეტში შევიდნენ და ნახავენ, რომ მშვიდობიანი რევოლუციის განმარტება არ არსებობს. ეს იგივეა, რაც დაახლოებით კეთილი ტერორისტი. რევოლუციის განმარტება მარტივად არის ჩამოყალიბებული, ეს არის ძალადობრივი გზით, ხელისუფლების დამხობის მეშვეობით არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, შემდეგ შეიძლება, მეთოდები იყოს განსხვავებული. თუ ცდილობენ, „დააბოლონ“ თავისი ან სხვისი ამომრჩეველი, ეს იქნება შეუძლებელი. უბრალოდ, აქ საუბარია თარიღებზე, რაზეც ვერ თანხმდებიან. ნაწილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს იქნება რევოლუცია, ნაწილი ამბობს, მოდი, ყური დავადოთ მიწაზე და რევოლუციის გუგუნი თვითონ გვეტყვის, როდის მოვა რევოლუციაო. ეს პრობლემა უდგათ ახლა დედა ნაცმოძრაობაში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე

4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ.„ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

იუსტიციის სამინისტრო – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.„ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები; პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი; მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას; მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა; „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითიც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სინოპტიკოსები რამდენიმე ქალაქში დღეს წვიმას პროგნოზირებენ

31 ივლისს, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +30 - წვიმასოხუმი +31 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +31 - წვიმამესტია +28 - უმეტესად მზიანიფოთი +30 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +29 - წვიმაოზურგეთი +31 - წვიმაქუთაისი +34 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +34 - უმეტესად მზიანიახალციხე +34 - წვიმაბორჯომი +29 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +27 - წვიმაგორი +37 - უმეტესად მზიანიცხინვალი +33 - მზიანისტეფანწმინდა +27 - უმეტესად მზიანიგუდაური +22 - უმეტესად მზიანითელავი +35 - მზიანირუსთავი +39 - მზიანითბილისი +37 - მზიანი

დონალდ ტრამპმა ბრაზილიისთვის დამატებით 40%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრაზილიისთვის დამატებით 40%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.თეთრი სახლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრაზილიისთვის დაწესებული ტარიფების საერთო რაოდენობას 50%-მდე ზრდის.„დამატებითი 40%-იანი ტარიფი მიმართული იქნება ბრაზილიის მთავრობის უჩვეულო და არაორდინარული პოლიტიკისა და ქმედებების წინააღმდეგ, რაც ზიანს აყენებს ამერიკულ კომპანიებს, აშშ-ის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებას, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.როგორც განცხადებიდან ირკვევა, ცვლილება დაკავშირებულია ბრაზილიის მთავრობის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნასთან.ცნობისთვის, ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა, ასევე აუკრძალა სოციალური ქსელების გამოყენება, შვილთან კომუნიკაცია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლსონარუს საქმის მოსამართლეს, მის ოჯახის წევრებს, მოკავშირეებს ბრაზილიის სასამართლო სისტემაში და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამასთან, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ბოლსონარუსადმი ბრაზილიის ხელისუფლების მოპყრობა და ქვეყანას ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

ბოლო სიახლეები