შაბათი, აპრილი 4, 2026

საქართველოში 10 222 წყვილი განქორწინდა

საქართველოში 2017 წელს ქორწინების რაოდენობა 5,6 პროცენტით შემცირდა, განქორწინებების მაჩვენებელი კი –  7,2 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით,  5.6 პროცენტით იკლო და 23 684-ია. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი დაფიქსირდა.

რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებულთა რაოდენობა 10 222 -ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.

ქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა  – 6 984 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები  – 1 514 კი, შიდა ქართლში. თბილისი განქორწინებების სტატისტიკითაც ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლში – 651.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა…“ – მამა შალვა კეკელია

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.„ადამიანები წითელ კვერცხს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პასკის გამოცხობას, ვიდრე მსახურებაზე დასწრებას, ჯვარცმის მსახურებას. ეს არ არის სწორი. ეშმაკს უნდა, რომ ეს სიხარული, რაც აღდგომაა, სხვანაირად შეცვალოს. შენს ეკლესიაში მისვლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც იქ შენ მორიდებით და მოწიწებით დადგები და მსახურებას მთელი გულით მოუსმენ. მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა, იმისთვის არ წამოვიდნენ ტაძარში რომ ილაპარაკონ“,- ამბობს მამა შალვა კეკელია.

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან.მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, ჩატარდეს გაფართოებული კრება.„მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი.ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, პროცედურა როგორი იქნება. დღევანდელი სინოდის შემდეგ კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს. ვფიქრობ, ესეც დიდხანს გაგრძელდება. სათითაოდ განვიხილავთ, ვინც შეიძლება, რომ იყოს კანდიდატი. კენჭისყრა იქნება სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის. ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს, ის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კითხვაზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „საერთოდ 60 დღე გვაქვს. ალბათ ეს იქნება პატრიარქის ორმოცამდე ან ორმოცის შემდეგ მალევე, რადგან კრებაც უნდა მოესწროს“.რაც შეეხება გაფართოებულ კრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული კრება პროცედურული საკითხებით არ არის დატვირთული და შესაძლებელია, ერთ დღეში დასრულდეს.„იმედია, ერთ დღეში დასრულდება, რადგან გაფართოებული კრება იმდენად პროცედურული არ არის, რამდენადაც არის საჯაროობისათვის. ყველა ეპარქიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ოღონდ არა ხმის უფლებით, არამედ სათათბირო ხმის უფლებით. აქ მოხდება სამი კანდიდატიდან ერთის გამორჩევა.  ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ შემდეგ სინოდზე. პროცედურებზე ვსაუბრობდით და არა კანდიდატებზე. კანდიდატებზე, ასაკზე, განათლებაზე – ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. შესაბამისი პროცედურებით დავადგენთ, ვინ შეიძლება საერთოდ იყოს კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.ამასთან, როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია.„დებულების შეცვლა ამ ეტაპზე არის გამორიცხული, რადგან დებულება დაადგინა გაფართოებულმა კრებამ. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს. არსებობს გაფართოებული კრება, ოღონდ ის არა, რომელიც ახლა იქნება. შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი თუ მოიწვევს და ალბათ მოიწვევს, ალბათ ბევრი საკითხი იქნება გასაახლებელი, რადგან რამდენიმე ხანი გავიდა 1995 წლიდან. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კიდევ ერთ კითხვაზე, მრევლის წევრები როგორ მოხვდებიან გაფართოებულ კრებაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ და ხომ არ იღებს ეს ფორმალურ ხასიათს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა:„მეც ეგ ვკითხე ყველას, ყველა მაგას კითხულობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს გაფართოებულ კრებას, მაგრამ უფრო საჯაროობისთვის არის ეს. შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის ისეთი მოხსენება, რომელმაც შემდეგ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენ ყველას ვუსმენთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გავიგოთ ამ კანდიდატებზე, რაც მანამდე არ ვიცოდით –  კარგი ან ცუდი. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი“.

მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინის და არც ევროკავშირისთვის

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.როგორც კოსმა აღნიშნა, მსგავსი გამონაკლისი შეასუსტებდა ნდობას როგორც გაწევრიანების პროცესის, ისე მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.კოსის თქმით, მთავარი მიზანია, რომ უკრაინა სრულად იყოს მზად ევროკავშირში თანაცხოვრებისა და ფუნქციონირებისთვის.„ვფიქრობ, თქვენი ქვეყნისთვის გამონაკლისები არ დაეხმარება მას, არ გააძლიერებს, რადგან ეს შეარყევს ნდობას მთელი პროცესისა და თქვენი მომავალი წევრობის მიმართ. საქმე ეხება თქვენი მზადყოფნის უზრუნველყოფას, თქვენი ნამდვილი მზადყოფნის უზრუნველყოფას თანაარსებობისთვის, ევროკავშირში ერთად ცხოვრებისთვის. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა გაგვაძლიეროს და არა – დაგვასუსტოს. კანდიდატ ქვეყანასთან როცა ვმუშაობთ, თქვენ, როგორც კანდიდატს, ტრანსფორმაციის პროცესის მეშვეობით გამზადებთ. ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მარტა კოსმა.მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევაში ევროკომისია პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს, თუმცა მთავარი მაინც რეფორმების ტემპზეა დამოკიდებული.„ყოველი განხორციელებული რეფორმა უკრაინას ევროკავშირთან აახლოებს. რეფორმები როცა ჩქარდება, წევრობაც ახლოვდება, ხოლო მათი შენელების შემთხვევაში გაწევრიანების თარიღიც შესაბამისად გადაიწევს“, – განაცხადა კოსმა.

მოქალაქეები მივიდნენ, ხელისუფლება- არა…სამძიმრის წიგნი ირანის საელჩოში

,,ფერეიდუნშაჰრის გამგებლის თხოვნის საფუძველზე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმირების შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელი მოწამეებისა და ასობით უდანაშაულო მოქალაქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გაიხსნა სამძიმრის წიგნი. ამ დღეს საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოხატა გულწრფელი სამძიმარი. ხალხი მოდიოდა, მოწამეთა ხსოვნას პატივს მიაგებდა, გულწრფელად ტიროდა და მსჯელობდა ირანის შესახებ. ეს თავისთავად მორალური და ჰუმანური ნაბიჯი დაფასების ღირსია. მიუხედავად მოლოდინისა, რომ საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოცხადდებოდნენ თავიანთი ირანელი კოლეგის თხოვნის საპასუხოდ და ამ წიგნში ოფიციალურ პოზიციას დააფიქსირებდნენ, რომელიც შემდგომ გადაეცემა ფერეიდუნშაჰრის ეთნოგრაფიულ მუზეუმს — წარმოშობით ქართველ ირანელთა საცხოვრებელ და ყოფით სივრცეს — როგორც ჩანს, დატვირთულმა სამუშაო დღემ მათ ამაში ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღირსეული ადამიანების მიერ მოგონებების, მოსაზრებებისა და ემოციების დაფიქსირება. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი მოქალაქეები არიან, მოვიდნენ იმისათვის, რათა ნუგეში ეცათ წარმოშობით ქართველ მსხვერპლთა და სხვა უდანაშაულოთა ტკივილისთვის და ეთქვათ: მიუხედავად სიშორისა მაინც ჩვენთან ხართ. ისინი მოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ ამ თანამედროვე სამყაროშიც არსებობს ზნეობა და სინდისი''-ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ელჩი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩიეს

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყნის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.„რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, რამაც ცაში სიჩუმე სააღდგომო ესკალაციად აქცია“, – აცხადებს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი დათანხმდება და ეს შეტყობინება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, სატელეფონო საუბრისას გადაეცათ.ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია „სტაბილურია” და რუსეთის მხრიდან დიდი წინსვლის საფრთხე შეჩერებულია.

ბოლო სიახლეები