საქართველოში, სისტემატურად, გამოკითხულთა 5.2% ვარჯიშობს

Read Time:29 Second

ევროპელებთან შედარებით, ქართველები 6-ჯერ ნაკლებად ვარჯიშობენ – ასეთია IPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.

ორგანიზაციამ 500 ადამიანი გამოკითხა. აღმოჩნდა, გამოკითხულთა მხოლოდ 5,2% ვარჯიშობს სისტემატურად, 80,6% კი საერთოდ არ არის დაკავებული სპორტით.

ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნების მონაცემებისგან.

ევროსტატის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 18 წლისა და ზემოთ ასაკის მოსახლეობის მესამედი (29.9%) აქტიურად ვარჯიშობს.

საქართველოში სპორტის/ვარჯიშის პოპულარულობა სქესის მიხედვით განსხვავებულია – კაცები უფრო მეტად მისდევენ სპორტს, ვიდრე ქალები.

კერძოდ, ქალებთან შედარებით სპორტით ორჯერ მეტი კაცია დაკავებული სპორტით. ასეთივე პროპორციაა აქტიური სპორტით დაკავებულთა შორისაც – ორჯერ მეტი კაცი ვარჯიშობს სისტემატურად (7,7%), ვიდრე ქალი (3,3%).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე დღეს გუბერნატორებს შეხვდება
Next post მოსამართლეების მიმართ დისციპლინური წარმოებისას სანქციები შეიძლება გამკაცრდეს