ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელ გატეხილი ხალხი, სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს – ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ „ენჯეოშნიკობა“ ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს – იაგო ხვიჩია

„საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია youtube გადაცემაში საუბრობს.

იაგო ხვიჩია საუბრობს, რას გულისხმობს ენჯეო, საიდან მოდის ის და რეალურად რა საქმიანობას ეწევა.

„ენჯეო იგულისხმება, როგორც ამერიკელების, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების, რომელსაც ჩვენ რაღაც დახმარება ვთხოვეთ, გავლენის ინსტრუმენტები ქვეყანაში, რომ მათ რაღაც მათთვის სწორი იდეოლოგია გაავრცელონ საქართველოში. პოლიტიკურ-საქველმოქმედო, რომელსაც შენ ავრცელებ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია და ცივილიზაციის შეტანა გინდა. ზოგადად, იდეა შეიძლება კეთილშობილურია, მაგრამ საქართველოს რეალობაში, რაც ფიზიკურად მოხდა, საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს.

შეიძლება თავიდან უკეთესი სელექცია იყო, მერე ვიღაცა პირობითად მიშამ წაიყვანა თავის დროზე ბიუროკრატიაში და.ა.შ. მიშამ დედა უტირა ენჯეოებს, თუ ვინმემ საბოლოო ჯამში საქართველოში დედა უტირა, ეგ იყო მიშა და მერე უკვე ქოცებმა ბოლომდე დედა უტირეს… ენჯეოში არასდროს არ ხდებოდა სწორი განახლება. საბოლოო ჯამში, გააერთიანა იმან, რომ დასავლეთიდან დონორები აფინანსებენ და ინგლისური იციან. ასეთი ტიპის სელექცია იყო. მაგრამ, ამას დაემატა ვიღაცა ლგბტ უფლებების დამცველი, საერთო შეხვედრები, საერთო კონფერენციები ა.შ. და უცბად „გაიჩითა“, რომ სხვა საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის ნაწილი აღმოჩნდა ტელევიზიებში, ნაწილი პოლიტიკურ პარტიებში, ნაწილი სადღაც და აღმოჩნდა, რომ ესენი სარგებლობენ დასავლეთის მხარდაჭერით და დასავლეთი საკუთარი მძლავრი მხარდაჭერით, აცოცხლებს ხალხს, რომელიც არ არის შესაბამისი ქართული მენტალობისთვის და არც ამერიკულ მორალზე აქვთ მაღალი წარმოდგენა. ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ ენჯეოშნიკობა ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს. სადღაც იტყუებიან, ან ანგარიშის შევსების დროს, გრანტებს რომ ავსებენ, ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში იტყუებიან. რაღაც თვალსაზრისით, შენ ხარ ტიპი, რომელსაც ვიღაცასთან დალაგებულია, რაღაცნაირად ფინანსდება და სულ იტყუება,“- ამბობს იაგო ხვიჩია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია – ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ

ან დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „მოკლედ, ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება…მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა“ – „მოამბის“ პროდიუსერი მაია...

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება“, - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა. მან ასევე განმარტა,  რომ თავისივე გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, უარი თქვა გამოშვების პროდიუსერბზე: „მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი "მოამბის" პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. რა არის ამის მიზეზი - ძალიან ბევრი საუბარია სხდომებზე იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. თუკი ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე მითხოვია ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთ ადამიანს „მოამბის“ საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ. შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან - იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად გესხებათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა და არაფერი,"- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

„43 მილიონი დაუხარჯავთ და რანაირად მოახერხეს, რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ“ – იაგო ხვიჩია USAID-ის შესახებ

„43 მილიონი დაუხარჯიათ და რანაირად მოახერხეს, რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ“, - ეს განცხადება „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ USAID-ის შესახებ საუბრისას გააკეთა. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც ცნობილია, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორის ბიუჯეტი დაახლოებით 43-მ მილიარდ დოლარს შეადგენს. „43 მილიონი დაუხარჯიათ და რანაირად მოახერხეს რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ. მართლა ერთადერთი პრო ამერიკული პარტია ვიყავით, ბოლოს და ბოლოს წინასაარჩევნოდ ტრამპის ერთადერთი ღია მხარდამჭერები. ასეთი რა "იჩალიჩეს", რომ 43 მილიონი ისე დახარჯეს, კაპიკიც არ მოვიდა ჩვენამდე. რა კრიტერიუმებით ხდება ეს," - ამბობს იაგო ხვიჩია.

შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა გარდაცვლილი შენობაში აღმოაჩინეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მამაკაცი მარტო მოქმედებდა და, სავარაუდოდ, ისიც მსხვერპლთა შორისაა. პოლიცია ამჟამად დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს. ამ დროისთვის გამოძიება ტერორისტულ მოტივს გამორიცხავს. შემთხვევა სტოკჰოლიმიდან 200 კმ-ის დაშორებით, ორებროს დასახლებაში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საშემოდგომო საწარმოო პრაქტიკა მეღვინეობის ქართულ, მსხვილ საწარმოებში გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა საშემოდგომო საწარმოო პრაქტიკა, რომლის მიზანს რთველის დაგეგმვა-ორგანიზება, ღვინის წარმოების მეთოდების, მათ შორის, ქართული ტრადიციული მეთოდის, მოწყობილობათა ოპერირების, ღვინის საწარმოში მიმდინარე პროცესების, წარმოებაში არსებული გამოყენებული ენოლოგიური მასალების გაცნობა და პრაქტიკული სწავლება წარმოადგენს, მეღვინეობის ქართულ, მსხვილ საწარმოებში გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სასწავლო კურსების განხორციელების მიზნით, მომავალი მევენახე- მეღვინეები გადანაწილებულები იყვნენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში განთავსებულ ღვინის საწარმოებში, როგორიცაა: „თელიანი ველი“ „სევსამორა“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების მარანი“, „ღვინის კომპანია შუმი“, „მტევინო“, „შილდა“, „ალექსანდროული“, „კონჭოს მარანი“, „ქიმძმარაულის მარანი“, ბოლნისელ საოჯახო მეღვინეთა გაერთიანება - „ღვინო ბოლნისი“ შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია. სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის ნინო ჩხარტიშვილის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული წვლილი შექავთ პროფესიონალი კადრის მომზადების მიმართულებით. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს, კომპანიებს: „თელიანი ველი“ „სევსამორა“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების მარანი“, „ღვინის კომპანია შუმი“, „მტევინო“, „შილდა“, „ალექსანდროული“, „კონჭოს მარანი“, „ქიმძმარაულის მარანი“, ბოლნისელ საოჯახო მეღვინეთა გაერთიანებას - „ღვინო ბოლნისი“, შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიას, რომლებსაც ყოვეწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მომავალი მევენახე-მეღვინეების პრაქტიკული უნარ-ჩვენების განვითარების, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამტკიცების საქმეში. მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო პროგრამების განხორციელების პროცესში საწარმოო პრაქტიკებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. ამ პერიოდში, გაზაფხული- შემოდგომის სემესტრებში, სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მევენახეობა- მეღვინეობის უმნიშვნელოვანეს ოპერაციებში როგორიცაა, საგაზაფხულო სამუშაოები ვენახში, რთველის დროის განსაზღვრა და დაგეგმვა, საწარმოში ყურძნის მიღება - გადამუშავება და სხვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის საშემოდგომო სემესტრი, რომელიც წარმოადგენს სამაგისტრო თემის ექსპერიმენტულ ნაწილის განხორციელების პერიოდს. საერთაშორისო ინტერნშიფების განხორციელებისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებთან, რომელიც, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას ისახავს მიზნად. მსგავსი პრაქტიკა გვქოდა. ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 5 სტუდენტი ეწვია და საწარმოო პრაქტიკა კახეთისა და ქართლის რეგიონებში გაიარა “, - განაცხადა პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა. სტუ-ის ინფორმაციით, მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტები ყოვეწლიურად პროგრამის შესაბამისად საველე და საწარმოო პრაქტიკებს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გადიან.

ბოლო სიახლეები