ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.

დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.დაცვის მხარე ითხოვდა, გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული. ადვოკატ ბერდია სიჭინავას განცხადებით, გახარიას მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, „ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით“.საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ და აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.„გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში 12 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.როგორც ცნობილია, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არსებულ კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას მერე, რაც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს „ღირსებით ევროპისკენ“ სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ჯობავამ განაცხადა.როგორც ჯობავამ აღნიშნა, განცხადება წაიკითხა სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით.„ერთი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების მძევლად აყვანას, არაერთ მათგანის ღირსების შემლახავ მოპყრობას და წამებას უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.ჩვენი ბრძოლა ამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი – შეეჩერებინა წინააღმდეგობა. ვიდრე ჩვენ ვიბრძვით, ვმოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში: გვინდა, იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ იქამდე, ვიდრე ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე.28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, – განაცხადა ლევან ჯობავამ.

გია ვოლსკი: შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას

გახარიას ჩორჩანასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯზე შეთანხმება არავისთან ჰქონია. ეჭვი ჩნდება, რომ ეს განზრახ იყო ჩადენილი, რათა შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას.„გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი. შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო მის ექსტრადიციას. ვითარებას თუ შევხედავთ, საქართველოს საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრობდნენ. საოცრება ის არის, რომ გახარიას ამ ნაბიჯზე შეთანხმება არავისთან ჰქონია. არგუმენტირებული ეჭვი ჩნდება, რომ ეს განზრახ იყო ჩადენილი, რათა შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი, ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა. ფაქტია, რომ საქართველომ დიდი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა. თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში, გახარიამ? რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ გააფთრებული შტურმის წინაშე, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა. შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ. საგანგებოდ საინტერესოა, რა მოხდა ჩვენს თავს, ვინ არის მოღალატე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იბრძვიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იციან, სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს, კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო, არა მხოლოდ საქართველოს მსოფლიო პოლიტიკას...

„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კარგად იციან, რომ სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს, საჯაროდ ვხედავდით, კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო, არა მხოლოდ საქართველოს მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გადაყვანის გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო.„ანი წითლიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთი საპყრობილიდან მეორე საპყრობილეში გადაყვანა მოხდა ანუ, არაფერი არ შეცლილაო. მათაც კარგად იციან, რომ სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. საჯაროდ ვხედავდით, რომ კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო. მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა და არა მხოლოდ საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო, მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი. ის იმ განაჩენით მიკუთვნებული მსჯავრის მოხდას გააგრძელებს, რაც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. აქამდე რატომ არ გადაიყვანეს? ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და ჩვენც გვქონდა. როგორც ჩანს, შესაბამისმა დაწესებულებამ, რომელიც კონსულტაციებს გადიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასე მიიჩნიეს საჭიროდ. ასე ჩაითვალა საჭიროდ სამედიცინო სფეროს კონსულტაციების საფუძველზე და მოხდა ის, რაც წესით, აქამდეც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცოტნე ანანიძე: ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ 6.5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, სოციალურ ქსელში პასუხობს.მისი თქმით, ვინც ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების დაცვას უწუნებს, უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა მკაცრად შეეზღუდათ.„ინვესტიციასთან მიმართებით ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, უნდა გახსოვდეთ „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა და დღეს მოქმედმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა!“, - წერს ანანიძე Facebook-ზე.

ბოლო სიახლეები