ევოპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან გიბრალტარში 1:0 მოიგო.
გოლი 53-ე წუთზე დოლტმურზიევმა გაიტანა.
მატჩის ბოლოს მსაჯმა ფეხბურთელებს ხუთი წითელი ბარათი უჩვენა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გააძევეს დოლტმურზიევი, ძნელაძე და ხუციშვილი, გიბრალტარიდან – ჩარვეტო და გარო.

