7 ივლისს თურქეთში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე წყალბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს, მოლდოვის გუნდი 17:11 დაამარცხა.
ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს (4:3, 4:1, 4:3, 5:4) და ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოლდოვასთან მატჩში:
ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე), ნიკოლოზ გელაშვილი (მეკარე); დავით ინიანი, იოანე კაბოსანიძე, ივა ჭუბაბრია (1), ლადო რამიშვილი (1), გიორგი სურმავა (4), საბა აზარაშვილი (1), დავთ ლანდია (4), ლუკა ხურცილავა (4), ანდრია ცირდავა (1), საბა აბულაძე, დავით რამიშვილი (1), ნიაზ ჯინჭარაძე.
მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი
პირველ შეხვედრაში დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მალტის ნაკრებს 11:8 სძლია.
ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ივლისს ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი 13 ივლისს დასრულდება.