საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ტრაგედია ქუთაისში გვიან ღამით დატრიალდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.