საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 41:10 დაამარცხა.
ბულგარეთის ძლევა ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე პირველი დიდი ნაბიჯი იყო, რადგან ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.
ბულგარელებთან მატჩის ბომბარდირი მაგრაქველიძე გახდა – 6 გოლი; 5-5 გოლი გაიტანეს ვაშიჩმა, პიეშივაჩმა და ჩიქოვანმა; ოთხ-ოთხი გოლი ჰქონდათ ახვლედიანსა და შუშიაშვილს.
ქართველი წყალბურთელები 10 ივნისს შვეიცარიას შეხვდებიან, ხოლო 11-ში – ისრაელს. სამივე შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.