ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გრაცის ევროპის ახალგაზრდულ თასზე 7 მედალი მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ახალგაზრდულ თასზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მოპოვებული მედლით დაასრულა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ცნობით, ტურნირის ჩემპიონობა თორნიკე გიგაურმა(-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) იზეიმეს, ვერცხლი ნოდარ კობალაძემ (+100 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ გიორგი ჩანქსელიანი (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილი (-100 კგ), გიორგი ბენდელიანი (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ).

თორნიკე გიგაურმა უნგრელ ძიუდოისტს, ლუკა ქარელიშვილმა კი პოლონელ სპორტსმენს სძლია. ნოდარ კობალაძემ ფინალი ფრანგთან დათმო. გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინდოელი, გიორგი ბადუაშვილმა კი სერბი დაამარცხა. ნოდარ ალაფიშვილმა რუმინელს მოუგო, – 100 კგ წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, გამარჯვება გიორგის ერგო.

ტურნირზე ქართველი ძიუდოისტები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია.დაწესებული უკანონო შეზღუდვების მიუხედავად ცოტნე გამსახურდია არ წყვეტდა მცდელობას, დაეცვა მისი და სხვა მსჯავრდებულების უფლებები. ამ მიზნით მან ამავე დაწესებულების კონტროლიორს სთხოვა მისი წერილების დედისთვის გადაცემაში დახმარება. კონტროლიორმა ცოტნე გამსახურდიას თხოვნის შესახებ N18 დაწესებულების დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გააცნო.ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა. კერძოდ: 2010 წლის 7 ივნისს კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე, რაზედაც თავდაპირველად კონტროლიორმა უარი განუცხადა, თუმცა მკურნალიძის მუქარის შემდგომ იგი დათანხმდა წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება დღეს- გარემოს ეროვნული სააგენტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (საფრთხის დონე საშუალო).

ზაზა ფაჩულია – მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის, წარმატებები ჩვენს ქვეყანას

ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.როგორც ფაჩულია აღნიშნავს, საკუთარი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც სპორტსმენებს ქვეყნისთვის შეუძლიათ.„მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის.შემთხვევითი არ არის, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ გვყავს. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ.2007 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დავესწარი, რომელშიც „მილანმა“ „ლივერპული“ დაამარცხა. კახა კალაძემ იმ დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მეორედ მოიგო და მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, ამდენი გახარებული ქართველის ნახვამ, ამ სიამაყემ ჩემზეც დადებითად იმოქმედა. წლების შემდეგ, როცა არჩევანი სხვადასხვა კლუბს შორის „გოლდენ სტეიტ უორიორსზე“ შევაჩერე, ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპორაცია სწორედ ის წარმატება იყო, რომელსაც კახამ მიაღწია. მეც მქონდა ნატვრა, რომ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და ხალხი ისეთივე ამაყი ყოფილიყო, როგორიც მე ვიყავი ათენში, ფინალის შემდეგ. ეს სპორტის და წარმატების ძალაა.მიხარია, რომ წლების შემდეგ იტალიაში საკუთარი თვალით ვნახე, რა გავლენა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე, როგორ იქცა ის ათასობით მოზარდისთვის მთავარი ინსპირაციის წყაროდ და როგორ შემოატრიალა გულშემატკივარი ფეხბურთისკენ. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა ეს წარუშლელ კვალს დატოვებს მოზარდებზე, სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივარზე.სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას და მიღწეული წარმატებები ერთ მუშტად გვკრავს. მადლობა ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც საკუთარი კარიერით, გადაწყვეტილებებით და მიღწევებით ასახელებს ჩვენს სამშობლოს და მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის! წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – წერს ზაზა ფაჩულია.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.

ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვერცხლის, ოქროს და სპილენძ-ნიკელის მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 4 ივნისიდან, ოქროს მონეტის – 5 ივნისიდან, სპილენძ-ნიკელის მონეტის შეძენა კი – 6 ივნისიდან.მონეტების გაყიდვა შესაბამისი თარიღების მიხედვით მოხდება საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში დილის 10:00 საათიდან, ხოლო ელექტრონული პლატფორმა – www.tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ ერთი დღით, დილის 10:00 საათიდან იმავე დღის ბოლომდე.· სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.· www.tkt.ge მეშვეობით მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: [email protected], ტელ: 032 2 19 55 77.· საკასო ცენტრი – მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00(შესვენება 13:00-14:00).· ყვარლის ფულის მუზეუმი – მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: – ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). რეალიზაციის დაწყების დღეს, 4 ივნისს მუზეუმი იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში.ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის 9 ივნისიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მათი რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც – https://moneymuseum.nbg.gov.ge/www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:მიწოდების ღირებულება – თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი; დაზღვევის ღირებულება – მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%; ვებგვერდის მომსახურების საკომისიო – ვერცხლის მონეტისთვის – 8 ლარი, ოქროს მონეტისთვის – 85 ლარი, ხოლო სპილენძ-ნიკელის მონეტისთვის – 1. 80 ლარი.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდება შეზღუდვა – ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს:· 1 ცალი ოქროს მონეტა;· 2 ცალი ვერცხლის მონეტა;· 5 ცალი სპილენძ-ნიკელის მონეტა.თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება შეზღუდულ ოდენობაზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ამ პლატფორმაზე განთავსებული შესაბამის ოდენობაზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.მონეტების დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მათი დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა – ოქროს მონეტა – 1500-იანი, ვერცხლის მონეტა – 5000-იანი და სპილენძ-ნიკელის მონეტა – 20000-იანი ტირაჟით.· ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2 500 ლარი;· ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი;· სპილენძ-ნიკელის მონეტის სარეალიზაციო ფასია 30 ლარი.„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX-ე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო რეფორმებთან ერთად დაიწყო მუშაობა პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შესაქმნელად, რაც 1995 წელს ლარის შემოღებით დაგვირგვინდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე, ძველი ქართული სამონეტო ტერმინია.1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა „ლარის“ ბანკნოტები და მონეტები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს: საქართველოში შესაძლოა ბინადრობის მოწმობითაც არ შეგიშვან

საფრანგეთის საელჩო საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. "2023 წლის 28 ნოემბრიდან თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ყოველდღიურად იმართება ხანდახან მასშტაბური აქციები. ამ აქციების დროს ხშირად ხდება დაკავებები და ძალოვანთა მიერ დემონსტრანტების ძალით დაშლა, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე — თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ასეთ აქციებში მონაწილეობა შესაძლოა დაჯარიმდეს დიდი ოდენობის ჯარიმებით (5,000 ლარი თითო ჯარიმაზე, რაც აღემატება 1,600 ევროს და შესაძლებელია რამდენიმე ჯარიმის დაკისრება ერთდროულად). რეკომენდებულია, რომ საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. მოგზაურებს ურჩევენ, გამგზავრებამდე წინასწარ გადაამოწმონ, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უარის მიღების რისკს ზრდის — მათ შორის შეიძლება იყოს აქციებში მონაწილეობა ან სოციალური ქსელებით გაწეული აქტივობა. საქართველოში ხელმეორედ შესვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსგავსი აქციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მძიმე ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდის აუცილებლობასთან", - წერია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები