პარასკევი, მაისი 9, 2025

საქართველოს ცოცხალი ლეგენდა თენგიზ არჩვაძე დღეს იუბილარია

თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა“ – კარლ ლინეკი, ქართველების ამერიკელი სიძე, თენგიზ არჩვაძის საიუბილეო საღამოზე წარმოთქმული სიტყვიდან.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა. ის მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 60-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა.

გამორჩეული სილამაზით დასამახსოვრებელი მომავალი მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. წარმოშობით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდანაა. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ რაჭაში, ბაბუასთან ცხოვრობდა.

კინოსა და თეატრის ორი გრანდი - თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე
კინოსა და თეატრის ორი გრანდი – თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე

წყნარ, მეოცნებე და გულჩათხრობილ ბავშვს ხატვა ყველაფერს ერჩივნა: „ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელში, სადაც მომიწევდა — ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს“. თუმცა, მოგვიანებით მან მხატვრობას მსახიობობა არჩია და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩაირიცხა.

თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.

55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. არჩვაძე ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის გმირებს. ამიტომაც მის მიერ განსახიერებული უარყოფითი პერსონაჟებიც კი უყვარდათ. მართლაც, ვერავინ გაბედავს და იტყვის, რომ თენგიზ არჩვაძე სადმე, რომელიმე ეპიზოდში არის ყალბი.

თენგიზ არჩვაძე

თენგიზ არჩვაძის პოლარობის ხანა იწყება 60-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად, 1961 წელს, როცა ეკრანებზე ერთდროულად გამოდის ლანა ღოღობერიძის ფილმი “ერთი ცის ქვეშ” და შოთა მანაგაძის „კეთილი ადამიანები“. არჩვაძემ ამ ფილმებში ნათამაშები როლებით ქართულ კინოში დაამკვიდრა კეთილი, ლამაზი, ვაჟკაცური ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველწლიურად იწვევდნენ გადაღებაზე.

არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).

მანანა გოშაძე და  თენგიზ არჩვაძე

70-იანი წლების მიწურულს, როცა გიგა ლორთქიფანიძემ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაცია გადაწყვიტა, თენგიზ არჩვაძე მიიწვია და მუშნი ზარანდიას როლზე დაამტკიცა. არჩვაძემ აქ პირველად თქვა უარი საკუთარ იმიჯზე – სიარულის მანერაც კი შეიცვალა. ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის მან 1981 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო.

2010 წელს თბილისს კიდევ ერთი, თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი შეემატა. სწორედ ვარსკვლავის გახსნას უკავშირდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ მისი სცენაზე დაბრუნება. თენგიზ არჩვაძემ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლში „მგზავრის წერილები“ ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა. მას პარტნიორობას გივი ბერიკაშვილი უწევდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები