პარასკევი, მაისი 9, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სიტემების ინსტიტუტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის
სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღინიშნა. ინსტიტუტს დაარსებიდან 67
წელი შეუსრულდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნად არჩილ ელიაშვილის მართვის
სისტემების ინსტიტუტს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის
ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ბაზაზე მოქმედი
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და
სტუდენტები ეწვივნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა და ინსტიტუტის
ხელმძღვანელს, პროფესორ ნუგზარ ყავლაშვილსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის
დაარსების დღე მიულოცა.
დავით გურგენიძის განცხადებით, მართვის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,
რომელიც ცნობილი მეცნიერის, ელექტროტექნიკოსისა და ინჟინრის, არჩილ ელიაშვილის
სახელს ატარებს, 1956 წელს დაარსდა და მას შემდეგ დაკავებულია სხვადასხვა დარგისთვის
მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით აქტუალური საკითხების შესწავლა-
დამუშავებით.
„ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მართვის სისტემების ინსტიტუტის შექმნის
ინიციატორი და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ცნობილი მეცნიერი არჩილ ელიაშვილი,
რომლის ინიციატივითა და თაოსნობით, საქართველოში პირველად, ფართოდ გაიშალა
მუშაობა მათემატიკური ლინგვისტიკისა და ავტომატიკის დარგში, ასევე, პირველად, ახალი
ტექნიკის გამოყენებით, განხორციელდა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის
ავტომატიზაცია, შეიქმნა უნივერსალური გამომთვლელი მანქანა, გამოიცა ავტომატიკისა და
გამოთვლითი ტექნიკის პირველი ქართული ლექსიკონი. სწორედ ამ ნაშრომისთვის არჩილ
ელიაშვილს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ნიკოლაძის
სახელობის პრემია მიენიჭა. მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები
წარმატებით აგრძელებენ სამეცნიერო საქმიანობას, კვლევის შედეგები კი ვრცელდება და
ინერგება სხვადასხვა დარგებში. ამჟამად, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები კვლევებს
სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ – მართვის თეორია, მართვის სისტემები და
მოწყობილობები, რაც, ასევე, მოიცავს მართვის პროცესებს ენერგეტიკულ სისტემებში და
ინფორმატიკას. ყველა კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ისე
პრაქტიკული თვალსაზრისითაც. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მზად არის, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ინსტიტუტს ახალგაზრდა, ნიჭიერი მკვლევრების
მოზიდვაში, რომლებიც არჩილ ელიაშვილის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებენ და
ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივცეში ინტეგრაციას
წარმატებით შეძლებენ. ვულოცავ ინსტიტუტსა და მის მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან თარიღს
და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
აჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუგზარ
ყავლაშვილმა, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის
რექტორს და დამსწრე საზოგადოებას ინსტიტუტში მიმდინარე კვლევები გააცნო.
„მადლობა ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პირადად
რექტორს, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ინსტიტუტის დაარსების დღის აღნიშვნა

სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენი მკვლევრებისთვის. დღეს ფართო აუდიტორიას
ვუზიარებთ სამეცნიერო მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. ინსტიტუტში
ხორციელდება სამეცნიერო კვლევების პროგრამა – „მართვის თეორია, ტექნიკური სისტემებისა
და მოწყობილობების იდენტიფიკაცია, ოპტიმიზაცია და აგება და ინტელექტუალური
პროცესების მოდელირება“. პროგრამა, თავის მხრივ, ექვს მოცულობით პროექტს მოიცავს და
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რთული ფიზიკური და ეკონომიკური
სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და ოპტიმიზაციის ამოცანების კვლევას,
გარდაქმნის სისტემებისა და დიალოგური სისტემების ქართულენოვანი ინტერფეისის
დამუშავებას, ასევე, იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ამოცანების
გადასაწყვეტად სამკურნალო დიაგნოსტიკის მხარდამჭერი სისტემის შექმნასაც გულისხმობს.
ვიმედოვნებთ, დასახულ ამოცანებს ღირსეულად გავართმევთ თავს. ვულოცავ თითოეულ
ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს“, – აღნიშნა ნუგზარ ყავლაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და უნივერსიტეტის
წარმომადგენლებმა არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო-
კვლევითი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
30.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები