ორშაბათი, ივლისი 7, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის
საელჩოს მხარდაჭერით, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის, ასევე, დანტე
ალეგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის მონაწილეობით, უნივერსიტეტში
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ორსექციანი ღონისძიება
ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიების პირველ სექციაში აგრარული მეცნიერებებისა და
ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პოლეცოს უნივერსიტეტის
პროფესორმა მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკომ საჯარო ლექცია გამართა, ხოლო მეორე
სექციაში დანტე ალეგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის მიერ კონკურსში – „Opere
di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები), გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
სტუ-ში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართული
ღონისძიებები, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე
ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის
ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა სტუ-ის
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი
ხვედელიანმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს უნივერსიტეტის
მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა,
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან
მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კატანიის, რომის ("Tor Vergata"), მილანის
უნივერსიტეტებთან, მილანისა და ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებთან, ფოჯის,
ლ’აქუილის უნივერსიტეტებთან, ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტური ფიზიკის
ინსტიტუტთან, უდინეს, პალერმოს, ტუშის, ვენეციისა და რომის საპიენცის
უნივერსიტეტებთან, ასევე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კვლევით ცენტრთან ნაყოფიერი
თანამშრომლობა აკავშირებს. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ტექნიკურ უნივერსიტეტში
არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო
კვირეულის ფარგლებში – მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია, რომელიც
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის
სტუდენტებისათვის ტარდება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის ელჩს
მხარდაჭერისთვის, ელჩის მოადგილეს სტუმრობისთვის, პროფესორ მიშელ ფილიპო
პონტეფრანჩესკოს, სტუმრებს და წარმატებები ვუსურვო აგრარული მეცნიერებებისა და
ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში
დევი ხვედელიანმა.
საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ, ფაბიოლა ალბანეზემ მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს,
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს,

სტუდენტებსა და დანტე ალეგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს
ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.
სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დანტე ალეგიერის
საზოგადოება – თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, ნინო ცერცვაძის განცხადებით, წელს
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, იტალიის მთავრობის ორგანიზებით,
მერვედ ტარდება, საქართველოში კი – მეხუთედ.
„იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო მიმართულებით აღნიშნავს. დანტე ალეგიერის საზოგადოებამ კი ჩაატარა
კონკურსი – “Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები). ჩვენ გამარჯვებულები
დავაჯილდოვეთ. თუკი გამოფენაზე შეიძლება ნახატების, ნაძერწის წარმოდგენა, რატომ არა
უმი მაკარონის ნაკეთობები?! კონკურსში სხვადასხვა ასაკის 53-მა მოხალისემ მიიღო
მონაწილეობა. როგორც წესი, გამარჯვებული მხოლოდ პირველი სამი ადგილია, მაგრამ ერთ-
ერთმა ნამუშევარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, დავაწესეთ სპეციალური პრიზი.
ასე რომ, წელს ოთხი გამარჯვებული გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში
იტალიის საელჩოს, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის მხარდაჭერით უნივერსიტეტში
იტალიური ენის შემსწავლელი პროგრამა ხორციელდება“, – განაცხადა ნინო ცერცვაძემ.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის
თქმით, ფაკულტეტი თანამშრომლობის არეალს აფართოებს და პოლეცოს უნივერსიტეტის
პროფესორის, მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია ერთ-ერთი პირველი
ღონისძიებაა ფაკულტეტისა და იტალიის წამყვანი უნივერსიტეტების მომავალი
თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
14.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება: დამლოცე უფალო! წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების.. უფალო შემიწყალე! ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული. დიდება უფალს! ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ. დამეხმარე, უფალო! კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ. მადლობა უფალო! გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. როგორც თავდაცვაში, ისე ქვეყნის აღდგენაში. მომდევნო კვირა ძირითადად იქნება მიძღვნილი სწორედ უკრაინის აღდგენისთვის – ახალი შეთანხმებებისთვის პარტნიორებთან, ასევე დიდწილად – სამართლიანობის აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ 10-11 ივლიის რომში ჩატარდება კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხზე, ასევე 10 ივლისს დაგგემილია ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრება რომიდან.

„კაპიტანი ამერიკა“ ლისაბონში – „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა. ის გუნდმა დღეს წარადგინა.„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა-ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%)...

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი…“ – სალი წვერავა გიორგი ჯობავაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან საქართველოში 7 ივლისს დაბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს.„ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოხატეთ მხარდაჭერა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დროს, ადამიანს არ შეუძლია ერთი კეთილი სიტყვის თქმა! ვინც არ დაინანეთ კეთილი სურვილები, ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყველაფერი. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ... ყველაფერი იქნება კარგად“, - წერს სალი წვერავა.როგორ აღმოჩნდა კლინიკაში და ვინ ეხმარება მას ახლა - ამის შესახებ სალი დეტალურად საუბრობს.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები