სამშაბათი, მარტი 17, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცესკო-მ საინფორმაციო შეხვედრა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კიმისიის
წარმომადგენლებმა პროექტის – „არჩევნების მოდერნიზება – მოემზადე არჩევნებისთვის,
გაიგე როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები“ – ფარგლებში, სტუ-ის
ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ამის
შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის
კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატო
ქათამაძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან
ერთად, საარჩევნო პროცესში, არაერთმა სახელმწიფომ ელექტრონული ტექნოლოგიები
დანერგა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა
აღიქმება, როგორც დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესისადმი ნდობის
განმტკიცების, არჩევნების შედეგების სამართლიანი ასახვის, კონფიდენციალურობის
დაცვისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების
გამართვა. ცესკო-სთან კომუნიკაციით გადავწყვიტეთ, რომ მასშტაბური კამპანია,
რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს ელექტრონულ
ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
ჩაგვეტარებინა. 2024 წელს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა
თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით მიიღებს. ამდენად, სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი 2024 წელს
პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღონ.
მადლობას მოვახსენებ ცესკოს წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის“, –
განაცხადა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას 2024 წელს ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის ჩატარების შესახებ დეტალური
ინფორმაცია, ცესკო-ს წარმომადგენელმა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
პროფესორმა გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო.
უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გაიმართა, რომელშიც
მონაწილეობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა
მიიღეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები