პარასკევი, იანვარი 30, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაფართოებული სხდომა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

სტუ-ს ცნობით, შეკრებილებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების ინიციატივას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო გაერთიანების შესახებ, შეხვდა სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, არსებული ვითარებისა და ამ მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულად განხილვის მიზნით, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გაფართოებული სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც აკადემიურმა წრეებმა ერთიან სამოქმედო გეგმასა და ოფიციალურ პოზიციაზე იმსჯელეს.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედრები ჩატარდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულში და მოხდეს შექმნილი ვითარების განხილვა საუნივერსიტეტო სივრცეში. გამართული დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბებული პოზიციები და რეკომენდაციები შემდგომ ეტაპზე აკადემიურ საბჭოსა და სენატს წარედგინება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები, ევროპას ვეღარ იცნობ, დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა თავს ინადგურებს.მისივე თქმით, „ვიდრე გვიანი არ არის, დროა, ევროპამ ჭკუა ისწავლოს, ევროპის მიგრაციასა და ენერგეტიკას პოლიტიკა მას ანადგურებს.„ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები. ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს – ევროპას ვეღარ იცნობ. დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

„როიტერი“ – აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.

აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას „სტრატეგიულ შეცდომას” უწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას ეხმაურება და მას „სტრატეგიულ შეცდომას” უწოდებს.მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის დავალებით ევროკავშირი კვლავ ირანისთვის რეგულაციების დაწესებას დაუბრუნდა. არაღჩი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირს შერჩევითი სამართალი აქვს და რეაგირებას არ ახდენს ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.„ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, თავიდან აიცილოს ჩვენს რეგიონში ტოტალური ომის აფეთქება. არცერთი მათგანი არ არის ევროპული. სამაგიეროდ, ევროპა ცეცხლის გაღვივებით არის დაკავებული. აშშ-ს დავალებით „უკან დაბრუნების“ (სანქციების თავიდან დაწესების) მცდელობის შემდეგ, ის ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, როდესაც ჩვენს ეროვნულ სამხედრო ძალებს „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს. გვერდზე გადავდოთ მისი შერჩევითი აღშფოთების აშკარა თვალთმაქცობა – ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი გენოციდის საპასუხოდ ნულოვანი ზომების მიღება და მაინც ირანში „ადამიანის უფლებების დაცვა“ – ევროპის „პიარ ხრიკი“ ძირითადად ცდილობს, შენიღბოს ის ფაქტი, რომ ის სერიოზული დაცემის პროცესში მყოფი მოთამაშეა. უფრო მეტიც, რადგან კონტინენტზე ჩვენს რეგიონში ტოტალური ომი, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდის შედეგად, უდავოა, მას მასიური გავლენა ექნება – ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიცია ღრმად აზიანებს მის ინტერესებს. ევროპელები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე მათ მთავრობებს შეუძლიათ შესთავაზონ“,- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.ცნობისთვის, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას. 

„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ოტა ხნის წინ, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა  გაავრცელა.„ნიუკასლთან“ მატჩის დროს მიღებული  მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან  10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. წეერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა, მეტ-ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.ბოლო ინფორმაციებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალს) გამართავს. შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალს) დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა კვარამ რამდენიმე წუთი ითამაშოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.

შალვა პაპუაშვილი – გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ

გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაი „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს, როგორ ხდება დაფინანსებების აღრიცხვა.„როდესაც სხვა ქვეყანაზე მისი ხალხის სახელით საუბრობ, ეს დემოკრატია არ არის. ასეთი ევროპა 100 წლის წინ არსებობდა, როდესაც სხვა ხალხებზე გავლენა ჰქონდა. არ ვიტყვი რა ერქვა იმ პროცესს, როდესაც სხვა ხალხები დამორჩილებული ჰყავდა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ხალხების მიმართ. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, მილიონ ორასი ათასმა მოქალაქემ მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს. ეს არის სწორედ საერთაშორისო წესრიგის რღვევა.ძალის წესებით მოქმედებენ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ძლიერები და პატარა საქართველო შეგვიძლია დავჩაგროთო. ეს არის ერთი სქემა, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც სცოდნია. გაგვცეს ახლა პასუხი ევროკავშირმა, ეს ფულები რომ მოძრაობს და აქეთ-იქით ირიცხება, რანაირად ხდება ამის აღრიცხვა?! გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელოდება, როდის გადაიდგმება ნაბიჯები მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს. ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა, მარტა კოსმა და განაცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას“.უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები