შაბათი, იანვარი 24, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ჰელიგარდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანია უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა R&D პროგრამის ფორმატში, რაც მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნას, მათი ტესტირებისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მრავალდისციპლინურ კვლევებს აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს, მონაცემთა დაცვასა და საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტების შესაბამისობას.

ვიცე-რექტორის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აქტიური ჩართულობა კვლევით და საინჟინრო პროცესებში, პროტოტიპების შექმნა და ინოვაციური სტარტაპინიციატივების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მსგავსი თანამშრომლობა აძლიერებს უნივერსიტეტის როლს როგორც სამოქალაქო და თავდაცვითი უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიმართულებით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას „ჰელიგარდთან“, იმ მიზნით, რომ შეიქმნას, დაიტესტოს და წარმოებაში ჩაეშვას ქართული უპილოტო საფრენი აპარატები – R&D პროგრამის ფარგლებში – დრონები „Made in Georgia“. ეს მემორანდუმი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას კვლევისა და განვითარების პროექტის ფორმატში, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული მოდელია. აღნიშნული პროცესი მოიცავს მრავალდისციპლინურ კვლევებს, როგორიცაა აეროდინამიკის, მასალათმცოდნეობის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებს, რაც თავის მხრივ, უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის პროცესში ჩართოს. მნიშვნელოვანია, რომ „ჰელიგარდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრენის უსაფრთხოებას, სისტემების სანდოობასა და სტაბილურობას, სენსორული და ნავიგაციური მოდულების გაუმჯობესებას, ასევე მართვისა და კომუნიკაციის უსაფრთხო არხების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევითი პროცესები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკულ გამოყენებადობასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.

კომპანიასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, აკადემიური კვლევები გარდავქმნათ გამოყენებით ინოვაციებად, ხოლო სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები ჩაერთონ რეალურ საინჟინრო ამოცანებში, პროტოტიპების შექმნიდან მათი ტესტირებისა და სრულყოფის ეტაპამდე. გარდა ამისა, მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერება. ამ პროცესში უნივერსიტეტი იზრუნებს იდეების გენერირებაზე, ჩვენი ხოლო ინდუსტრიული პარტნიორი კი მათ კომერციალიზაციასა და ტექნოლოგიურ ტრანსფერში აღმოგვიჩენს მხარდაჭერას“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

პროექტი განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი ავიაციის ინჟინერიის პროგრამის ბაზაზე. კომპანია „ჰელიგარდი“ უზრუნველყოფს დრონების პროტოტიპირებისთვის საჭირო მასალებს, კომპონენტებსა და აღჭურვილობას, ასევე ლაბორატორიული კვლევებისა და საველე ტესტირებების დაფინანსებას. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველტოფს დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩართვას სასწავლო პროცესში, ვორქშოფებსა და ტრენინგებში.

სტუ-ის ინფორმაციით, R&D პარტნიორობა ქმნის საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტების, ისე საერთაშორისო გრანტებისა და აკადემიურ-სამრეწველო კონსორციუმებში მონაწილეობის თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ჰელიგარდთან“ თანამშრომლობით კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ როლს ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, ინოვაციური განვითარების და უსაფრთხოების სფეროში მდგრადი პროგრესის უზრუნველყოფაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი: ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით – ერთ სივრცეში რამდენიმე ალტერნატიული გზის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი...

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ზანგეზურის დერეფანზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და რადიკალური ოპოზიციის პოზიციებზე საუბრობს.ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება - ვგულისხმობ უახლოეს რამდენიმე წელიწადში გამორიცხულია, თუნდაც იქ არსებული რთული რელიეფის გამო. შესაბამისად, ეს დერეფანი ახლო პერსპექტივაში ვერ იქნება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზის კონკურენტი, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა რეგიონში რამდენიმე ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესებას, შესაბამისად მოხდება მეტი ტვირთების მოზიდვა და საქართველოსთვისაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.„უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველას ინტერესში შედიოდა, ხოლო სომხურმა საზოგადოებამ იქ ჩატარებულ არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჰქონდა.მართალია, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი - დაწყებული საზღვრების დელიმიტაციით, გაგრძელებული ყარაბაღში მოსახლეობის დაბრუნების საკითხით და სხვა მრავალი პრობლემით - მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ნაწილში აღდგა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და დამყარდა მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც - არა ომით, არამედ მშვიდობით - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.რაც შეეხება ზანგეზურს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებას — რომ დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთები საქართველოს გავლით გადაადგილდება, თუმცა დადგება დღე, როდესაც ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში შევა. როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია და მათ საერთო საზღვარი აქვთ, სრულიად ბუნებრივია, რომ ტვირთი პირდაპირი გზით შევიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში და არა მესამე ქვეყნის გავლით. შესაძლოა, საქართველომ ამით მცირე შემოსავალი დაკარგოს, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, არც ეკონომიკურად არის დიდი მოცულობა და მეორე, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, ამას მოითხოვს გეოგრაფია და ელემენტარული საღი აზრი.რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, რომელიც, პირველ რიგში, ცენტრალურ აზერბაიჯანის თავისსავე ნაწილთან - ნახიჩევანის ავტონომიასთან დააკავშირებს - ეს არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, ამ გზაზე ტვირთების მოძრაობა სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია. მეორე - ზანგეზურის დერეფნის გაგრძელება ნახიჩევანიდან თურქეთამდე და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნა, რასაც დღეს „ტრამპის დერეფანს“ უწოდებენ (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ტვირთების ნაწილის დაკარგვას? მე პირიქით, აქ პერსპექტივას უფრო ვხედავ: კავკასია პატარა რეგიონია და ის უნდა აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური სივრცე, რის საშუალებასაც დღემდე ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტი არ იძლეოდა. როდესაც აქ იქნება კარგად დაცული დერეფანი, რომლის მიმართაც არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მისი ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას ამ დერეფნის ყველა განშტოებაზე, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება.საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის მორიგ მავნებლურ ნარატივს ამხელს. როდესაც აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მომავალში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ რუსეთიდან სომხეთისკენ ან თურქეთისკენ მიმავალმა ტვირთებიც შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით გაიაროს, აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ქვეშეთი-კობის ახალი გზის და რეგიონში უდიდესი გვირაბის წინააღმდეგ, რომელმაც გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლის უნდა დააკავშიროს ისტორიული ხევი, ანუ სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დანარჩენ საქართველოს.მე პირადად ვარ ამ იდეის იდეის ავტორი: 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო ამ იდეის ჯერ განხილვა, შემდეგ პროექტის დამუშავება და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ გვირაბი დამთავრებულია და მომავალ წელს ეს გზაც უნდა გაიხსნას.რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?ჯერ ერთი, ყოველწლიურად, ზამთრის განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2-3 თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ამავე დროით, ბუნებრივია, შეწყვეტილია ტრანზიტული მოძრაობა, ხალხი წვალობს, ტვირთები არ მოძრაობს. არადა, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც სომხეთს, თურქეთს და სამხრეთის სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს. ბუნებრივია, არავის მოსწონს დერეფანი, რომელიც ყოველწლიურად 2-3 თვით დაკეტილია. შესაბამისად, რადგან ჩნდება ალტერნატივა სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტის სახით, ბუნებრივია, რომ მომავალში მთელი ტვირთბრუნვა იქით გადაინაცვლებდა.არადა, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დარიალის გზა არის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო მაგისტრალი როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისა თუ სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანის ტრანზიტი ვერაფრით ჩაანაცვლებს. ქვეშეთი-კობის გვირაბისა და გზის დამთავრების შემდეგ სტეფანწმინდა-დარიალისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მოკლდება, ფართოვდება და, რაც მთავარია, წლის ნებისმიერ დროს იქნება უსაფრთხო და ფუნქციური. სწორედ ეს არ მოსწონს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომ ებრძოდნენ ამ გზის მშენებლობას, მიზეზად კი იმას აცხადებდნენ, თითქოს ამ გვირაბით რუსული ტანკები თბილისში უფრო ადვილად შემოვლენო. ლაპარაკია იმ ტანკებზე, რომლებიც, მათი მოღალატური პოლიტიკის გამო, თბილისიდან 30 კილომეტრში, ახალგორში არიან განლაგებული და არაფერში სჭირდებათ დარიალიდან შემოჭრა,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალგაზრდა მოცურავის  ცხედარი, რომელიც 5 თვის წინ, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა იპოვეს

რუსი მოცურავის ცხედარი, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ბოსფორის სრუტეში, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა, იპოვეს.მამაკაცის ცხედარი ბეშიქთაშის რაიონში იპოვეს. ის ბოსფორის სრუტეში, ცურვის ფინიშის ხაზთან ახლოს აღმოაჩინეს.მედიის ცნობით, ყველა იურიდიული პროცესების დასრულების შემდეგ, ოჯახი ცხედრის სამშობლოსი გადასვენებას შეძლებს.სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დნმ-ის ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბოსფორში ნაპოვნი ცხედარი ნიკოლაი სვეჩნიკოვს ეკუთვნის.29 წლის სპორტსმენმა, ნიკოლაი სვეჩნიკოვმა, 24 აგვისტოს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე ცურვაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მამაკაცი ფინიშთან არ მისულა. მისი გაუჩინარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შენიშნეს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებს უმკაცრებს.როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების ფონზე ზრდის ზეწოლას „ჩრდილოვან ფლოტზე“.„დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევებისა და ინტერნეტის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაფარონ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ირანის რეჟიმის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლას ზრდის. OFAC-ის სამიზნეა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემი და მათი მფლობელები, მმართველი ფირმები, რომლებსაც უცხოურ ბაზრებზე კოლექტიურად გადააქვთ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. 

სალომე სამადაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე – არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე მათ მიერ მოგონილ რაღაც მორიგ ხრიკს

დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს.„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ, რაღაც მორიგ ხრიკს იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არის უკიდურეს იზოლაციაში და წინ ელოდება საერთაშორისო წნეხის მხოლოდ და მხოლოდ დამძიმება, დღეს აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ მოძებნოს რაღაც ხრიკი, რომლითაც შეეცდება, რომ შექმნას რაღაც ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ჩვენი ქვეყნის რაიმე ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს, ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე და მეტიც, მათ შეწყვიტეს სიარული ყველანაირ ტელევიზიაში. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც რამე სისულელეს წამოროშავს კობახიძე, ჩვენ წამოვეგოთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა იმის ფონზე, რომ ოპოზიციური რვიანისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა წარმოუდგენელია, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, თუ რა ნულოვანი შედეგი აქვს არჩევნების ბოიკოტს.„ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული.მე არ ვიცი, სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიქტორ ორბანი – ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს

ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს, ხოლო უკრაინა ერთადერთ გზად ხედავს, რომ უნგრეთის სახით წინაღობა მოიშოროს, უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის არსებობით.„უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რადგან მათ ფუნდამენტურ ინტერესებშია უნგრეთში მთავრობის შეცვლა. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბოლო სიახლეები