შაბათი, ივნისი 7, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა. სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, მიუნხენში მოქმედი „ბერდელეს ფონდის“ („Berdelle Stiftung“) ხელმძღვანელები, დოქტორები – შტეფან ლანგი და გოტჰარდ შტაინერი.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონფერენციის მხარდაჭერისთვის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს – ღონისძიების ორგანიზებისთვის, ქართველ და უცხოელ მკვლევრებს – მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ გლობალიზაცია ბიზნესის ტრადიციული სტრუქტურების გარდაქმნის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია, რომელიც ახალ და რთულ გამოწვევებს წარმოშობს, რაც თავის მხრივ, მოითხოვს ღრმა ანალიზს, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და ინოვაციურ მიდგომებს.

„გლობალიზაცია აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური პროცესი. ის კომპლექსური მოვლენაა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, ეკონომიკას, კულტურას, ტექნოლოგიებსა და კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელ სხვადასხვა სფეროს. გლობალიზაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს, თუმცა, ასევე, იწვევს მნიშვნელოვან სირთულეებს, რაც გვაიძულებს საფუძვლიანად დავფიქრდეთ მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

კონფერენციის თემატიკა, მეცნიერებს შორის დიალოგი, აზრთა გაცვლა, საერთაშორისო ვაჭრობის სწრაფად ცვალებადი ტენდენციების ანალიზი, იმ მიზეზებისა და შედეგების კვლევა, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ინტეგრაციის პროცესთან, გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის რღვევა, გეოპოლიტიკური რისკები, კლიმატის ცვლილება, ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიებში ეთიკური მმართველობა.

ჩვენი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის კონფერენცია საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში ჩართვის, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო კოლაბორაციის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩვენი სტუდენტებისთვის კი – უნიკალური სივრცეა, სადაც ისინი ეცნობიან გლობალურ ტენდენციებს, არსებულ ბიზნეს გამოწვევებსა და სამეცნიერო აზროვნებას, რაც მათ მომავალი პროფესიული გზის განსაზღვრაში დაეხმარება. კონფერენციაზე განსახილველად წარმოდგენილი თემები განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. საერთაშორისო კონტაქტები, უცხოური ინვესტიციები, რეგიონული კონფლიქტები თუ კლიმატის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებს რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ინდუსტრიები, განათლების სისტემა და სხვა ინსტიტუციები მომზადებული შეხვდნენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. სიტყვის დასასრულს, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გუგული ყურაშვილის თქმით, კონფერენცია ხელს უწყობს როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას, ასევე სტუდენტთა, მომავალ მეცნიერთა და მკვლევართა ჩართულობით, სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას და ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მუშაობა ხუთ სექციად წარიმართა. კერძოდ: ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ანალიზის აქტუალური პრობლემები – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ცაავა; ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები – სექციის ხელმძღვანელები: პროფესორები – ლევან გრიგალაშვილი და მერაბ მიქელაშვილი; ტურიზმისა და მარკეტინგის გამოწვევები და პერსპექტივები – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა კოჭლამაზაშვილი; საჯარო მმართველობა და სამართალი – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი შოთა დოღონაძე და სოციალური მეცნიერებები და მულტიდისციპლინარული კვლევები – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი რამაზ ოთინაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები