ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია – „სახელმწიფო ტერიტორიის აღქმა შუა საუკუნეების ქართულ საზოგადოებაში“ – გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორია არიან.

საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, ესწრებოდნენ სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე და სხვა მიწვეული პირები.

როგორც დოქტორმა ვალერი ვაშაკიძემ აღნიშნა, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორია არ არის განუსაზღვრელი გეოგრაფიული გარემო და მისი ჩამოყალიბების პროცესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. მისი თქმით, კონკრეტული სახელმწიფო ტერიტორია გარკვეული ეთნოსის, ხალხის საკუთრებაა. მკვლევარმა მიმოიხილა ქართული სახელმწიფო ტერიტორიის ფორმირების ისტორია, ისაუბრა სხვადასხვა საუკუნეების ქართული საზოგადოების მხრიდან სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ტერიტორიის აღქმის მნიშვნელობაზე და ამ ჭრილში, ყურადღება გაამახვილა შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების მიერ სახელმწიფო ტერიტორიის აღქმის თავისებურებებზე, შუა საუკუნეების სოციალური ჯგუფების ცნობიერებაზე, ისაუბრა სახელმწიფო ტერიტორიის შესახებ, როგორც მეხსიერების ხატზე და მიმოიხილა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების საკვანძო და გარდამტეხი ეპიზოდები.

მეცნიერმა აუდიტორიას შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა გაუზიარა, რომლებსაც ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, დაინტერესებული სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც საჯარო ლექციის დასასრულს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებასა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში, ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში, აძლევს ამომწურავ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 67 წლის გახდებოდა

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 67 წლის გახდა. სოსო ჯაჭვლიანი  5 ივნისი, 1958 წელა  მესტიაში დაიბადა.1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.1012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

ხაშურში ბავშვის გარდაცვალების შესახებ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ხაშურში ბავშვის გარდაცვალების შესახებ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ოჯახის მეზობლები ამბობენ, ბავშვის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება."საკვებით ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ვერსიით, საკვების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს, სოკოთი მოწამვლის ვერსიაც არის, მაგრამ მე რაც ვნახე სახლში აჯაფსანდალი და ლობიანი ჰქონდათ. დედა რეანიმაციაში რჩება, გული აქვს მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა შვილი რომ ნახა გათიშული, ამან კიდევ უფრო დაამძიმა დედის მდგომარეობა, რადგან ბავშვი კაი ხნის გარდაცვლილი იყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მოზაიკასთან.შეგახსნებთ, რომ ხაშურში ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 9 წლის ბიჭი. არსებული ინფორმაციით, სამსახურში დაბრუნებულ მამას ცოლი უგონო მდგომარეობაში, შვილი კი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზრ გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვინ მოკლა ალბერტ აინშტაინის ნათესავები?

1944 წლის აგვისტოში იტალიაში ალბერტ აინშტაინის ნათესავები მოკლეს. მაგრამ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაული დღემდე გაუხსნელია. ახლახანს ბრიტანელმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა მანამდე უცნობი კინო-კადრები, რომლებიც დამნაშავეების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ფლორენციის მახლობლად მდებარე ვილა ფოკარდო - 80 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, ვერმახტის ჯარისკაცებმა აქ სამი ქალი მოკლეს. ისინი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის ნათესავები იყვნენ. „ამის მიზეზი იყო სიძულვილი, ოჯახის მიმართ სიძულვილი. და კიდევ ის, რომ ებრაული ოჯახი იყო“, - დარწმუნებულია ცოცხალი მოწმე, ფრანკო ჯორჯეტი. ის 13 წლის იყო, როდესაც მკვლელობები მოხდა. ვილაში, დანაშაულის ადგილზე, ის ერთი დღის შემდეგ შევიდა. „ყველაფერი დალეწილი იყო იატაკზე დიდ, სისხლის ლაქაში სისის ქერა თმა დავინახე“. „ისე ახლოს, როგორც არასდროს“ მკვლელებს და დანაშაულის მოწმეებს გამომძიებლები ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ. რამდენიმე წლის წინ ბავარიაში სასამართლო პროცესი გაიმართა, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიყვანა, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა. დღემდე არავინ არის დასჯილი და არც მკვლელები არიან იდენტიფიცირებულები.ბრიტანელი ჟურნალისტი, თომას ჰარდინგი ამ დანაშაულს წლების განმავლობაში იძიებს. მან ამის შესახებ წიგნიც დაწერა. მისი ებრაული ოჯახი ბერლინიდანაა, დიდი ბაბუა კი ალბერტ აინშტაინის ექიმი იყო. „გერმანელები, იტალიელები და ამერიკელები 80 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ეპოვათ პასუხი, თუ ვინ იყვნენ მკვლელები. და ახლა, როგორც არასდროს, ამასთან ახლოს ვართ", - განმარტავს ის პოლიტიკურ ჟურნალ „კონტროვერსთან“ საუბრისას. ალბერტი აშშ-ში მიდის - რობერტი იტალიაში ცხოვრობს ალბერტ აინშტაინი, მრავალი წლის განმავლობაში, მიუნხენში, ადლზრაიტერშტრასეზე ცხოვრობდა. ის იქ თავის ბიძაშვილ რობერტთან ერთად გაიზარდა. ისინი ძმებივით იყვნენ. სანამ გენიოსი ფიზიკოსი 1933 წელს აშშ-ში წავიდოდა, რათა ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფული შეეგროვებინა, რობერტი, წლების განმავლობაში, იტალიაში მშვიდად ცხოვრობდა მეუღლე ნინასთან, ორ ქალიშვილთან და ორ ნაშვილებ ქალიშვილთან ერთად. შურისძიება ცოლსა და ქალიშვილებზე 1944 წლის ზაფხულში მოკავშირეები იტალიის ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. ფრონტის ხაზი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ვილა ფოკარდოდან - სახლიდან, რომელშიც რობერტ აინშტაინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის ებრაელი იყო, მისი ცოლი და შვილები კი - ქრისტიანები. ამიტომ, მას სჯერა, რომ ქალები საფრთხეში არ იყვნენ და მიმდებარე ტყეში მარტო იმალებოდა - იმ იმედით, რომ ომი მალე დასრულდებოდა.მაგრამ 1944 წლის 3 აგვისტოს გერმანელი ჯარისკაცები კარს ამტვრევენ, სახლში ძალადობრივად შედიან და ითხოვენ პასუხს კითხვაზე, სად არის რობერტი. ნინას და მის ორ ქალიშვილს, ლუსი და სისი აინშტაინებს, ადგილზე ხვრეტენ. ვილის კედლებზე არსებული ტყვიების ნაკვალევი ამ დანაშაულის უტყვი მოწმეა. მიგვიყვანს კინო-კადრები მკვლელებამდე? ლონდონში არსებულ საიმპერიო სამხედრო მუზეუმში თომას ჰარდინგმა ახლახანს მანამდე უცნობი კინო-კადრები აღმოაჩინა. „ეს კადრები შეიძლება ამ საშინელი სისასტიკის პირველი მტკიცებულება იყოს“, - ეუბნება ის „კონტროვერსს“. ჰარდინგი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა იყო ალბერტ აინშტაინის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული „ვენდეტა“, ნაციონალ-სოციალისტების შურისძიების აქტი.ისტორიული ფოტოები ასახავს გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც, როგორც სამხედრო ტყვეები, ვილიდან არც თუ ისე შორს, ინკონტროს მონასტერში დააკავეს. არიან თუ არა ეს ჯარისკაცები ალბერტ აინშტაინის ნათესავების მკვლელები ? თომას ჰარდინგი ახალი მტკიცებულებების მოძიებას აპირებს. რობერტ აინშტაინი ნაცისტების სისასტიკეს გადაურჩა. მაგრამ 1945 წლის ივლისში, მისი მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, მან ვილა ფოკარდოში სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა - თავი მოიკლა.

ორი დაკავებული ბრალს აღიარებს! – სასამართლოში მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სასამართლო სხდომას 3 დაკავებული ესწრება.დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ასევე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.გარდა ამისა, მოსამართლემ ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე ჰკითხა, ცნობენ თუ არა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ, რასთან დაკავშირებითაც ორმა ბრალდებულმა - ვერიკო კაპანაძემ და საბა რობაქიძემ მოსამართლეს განუცხადეს, რომ ისინი ბრალს აღიარებდნენ, თუმცა ერთმა ბრალდებულმა ლუკა გვენეტაძემ დუმილის უფლება გამოიყენა.ბრალდების მხარის, პროკურორ ლევან ვეფხვაძის შესავალი სიტყვის დაწყებამდე, მას მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ჰკითხა, ხომ არ მიმდინარეობს რაიმე საპროცესო გარიგება ბრალდებულებთან, რაზეც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ „არ მიმდინარეობს საპროცესო გარიგება და არც წარიმართება“.

დღეს საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა

5 ივნისი საქართველოს სახალხო არტისტის, კახი კავსაძის დაბადების დღეა. „კახი კავსაძე 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე  და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. იგი კინოში შემოქმედებითი მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა 1956 წელს ფილმში „ეთერის სიმღერა“, 1959 წელს კი გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მან თეატრსა და კინოში არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო პერსონაჟი განასახიერა, მათ შორის: ადამი (სპექტაკლი „ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია (სპექტაკლი „გუშინდელნი“), დევდარიანი (სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“), ილიკო (სპექტაკლი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა (სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“), ლორდი ჰასტინგსი (სპექტაკლი „რიჩარდ III“), კენტი (სპექტაკლი „მეფე ლირი“), რასპუტინი (სპექტაკლი „კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი (სპექტაკლი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), კოტე (სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“), მიხეილ კორიშელი (კინოფილმი „მონანიება”), ანარქისტი იორამი (კინოფილმი „ნატვრის ხე”), აბდულა (კინოფილმი ,,უდაბნოს თეთრი მზე”), დონ კიხოტი (კინოფილმი ,,ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”), ელიბო (კინოფილმი „ღვინის ქურდები”), კოლა (კინოფილმი „სიყვარული ყველას უნდა“), ზაური (კინოფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“), სელიმი (კინოფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“), ტიტე ნატუტარი (კინოფილმი „ყვარყვარე“), სულხანი (კინოფილმი „ცხელი ზაფხულის სამი დღე“), ინოჩენცი (კინოფილმი ,,ვერის უბნის მელოდიები“), ივანე მრისხანე (კინოფილმი ,,მეფე ივანე მრისხანე“), შეილოკი (კინოფილმი „შეილოკი“), ბრიგადირი (კინოფილმი „სამოთხის გვრიტები“), სერგო (კინოფილმი „მეოთხე ბრაიტონი”) და სხვა. კახი კავსაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. იგი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი), ქ. დუშანბეში გამართული საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989 წელი), იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის, „იპოს“, მფლობელი (2001 წელი), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო (2009 წელი) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2010 წელი). 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ კახი კავსაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ბოლო სიახლეები