ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტურ ჯგუფ „მარეს“ სოლო კონცერტი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური საუნივერსიტეტო შემოქმედებითი გაერთიანება „MUSIC ART HOUSE“-ის მუსიკალური ჯგუფის – „მარე“ – სოლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონცერტი, ცოცხალი შესრულებით, „სტუდფესტი 2025“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილე სტუდენტების მხარდასაჭერად, პირველი სასწავლო კორპუსის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში მოეწყო.

კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტმა – DJ ლაშა სულთანიშვილმა გახსნა.

ჯგუფ „მარემ“ – დავით კიკნაძის, ლევან ზუზაძის, საბა ბასიაშვილის, ალექსანდრე თურმანიძის, ნინო ქიბროწაშვილის, გიორგი დობაძიშვილისა და ელენე ფარტენაძის შემადგენლობით – ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა და ჯგუფის საავტორო კომპოზიციები შეასრულა.

საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის – „MUSIC ART HOUSE“ მუსიკალურმა პროდიუსერმა გიორგი ქურასბედიანმა სტუდენტური შემოქმედების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კონცერტმა, რომელიც „სტუდფესტი 2025”-ის მონაწილეთა გასამხნევებლად და შემოქმედებითი მუხტის ასამაღლებლად გაიმართა, უნივერსიტეტის სტუდენტების, მათი მეგობრების და პროფესორ-მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც „მარეს“ წევრებს მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტად დახვეწონ და გაამრავალფეროვნონ თავიანთი რეპერტუარი.

„ტექნიკური უნივერსიტეტი შემოქმედებითი ჯგუფების – ფოლკლორული და საესტრადო მომღერლების, ჯაზისა და როკის ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კერაა საქართველოში. ის ფაქტი, რომ ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციები დღესაც ღირსეულად გრძელდება, მრავალ გარემოებაზე მეტყველებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის, სტუდენტური შემოქმედების პოპულარიზაციისა და საუნივერსიტეტო სივრცეში კომფორტული გარემოს შექმნისთვის. ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად, სწორედ ეს ფაქტორებიც გვიქმნის მოტივაციას, შემოქმედებითი აქტივობები პროფესიონალურ დონეზე ჩავატაროთ, მეტი ნიჭიერი სტუდენტი მოვიზიდოთ, ახალი ჯგუფები ჩამოვაყალიბოთ და ორიგინალურ რეპერტუარებზე ვიმუშაო“, – აღნიშნა გიორგი ქურასბედიანმა.

ჯგუფი „მარეს“ სოლისტის, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტ დავით კიკნაძის შეფასებით, საღამო დაუვიწყარი იქნება როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ასევე, მაყურებლისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი სოლო კონცერტი, თავისი ემოციებით და განწყობით, დაუვიწყარი იქნება მაყურებლისთვის. მრავალი კომპლიმენტი მივიღეთ სტუდენტებისგან, ჩვენი მეგობრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან. ვფიქრობთ, კონცერტი უნივერსიტეტის რექტორსაც და კანცლერსაც ძალიან მოეწონათ. მადლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, როცა ახალგაზრდულ კონცერტს რექტორიც ესწრება და მეტიც, ბოლომდე რჩება ამ კონცერტზე. მთავარია, მთლიანად ვართ გაჯერებული იმ ძლიერი მუხტით, რაც მაყურებლისგან მივიღეთ. მადლობას ვუხდით ყველას!“, – აღნიშნა კონცერტის დასრულების შემდეგ დავით კიკნაძემ.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტში შემოქმედებითი ჯგუფებისა და კოლექტივების საანგარიშო კონცერტები მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვაშაძე 50 000 ლარიან გირაოს გადაიხდის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდას აპირებს.ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თბილისის პროკურატურამ პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე კომისიის მიმართვის საფუძველზე აღძრა.

საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.ვოლსკის განმარტებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც.„2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი საქართველოს არ გადაუდგამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მყარ პოზიციაზე, როდესაც საქმე ეხებოდა საერთო ინტერესს, გეგმას და იმ პერიოდშიც კი, როდესაც აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება უპირისპირდებოდა საქართველოს, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ვიყავით საკმაოდ მყარ პოზიციაზე, რომელიც არასოდეს არ შეგვიცვლია. არასოდეს, არც ერთი ქვეყნისათვის, არც ოკუპანტი რუსეთისათვის, არც ჩინეთისათვის, მით უმეტეს, არც ირანისათვის არ მიგვიცია საშუალება, რომ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ვაპირებთ იგივე პოზიციაზე დგომას და კიდევ ერთხელ იმის გამეორებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ისაუბრა. ტრამპის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკული მთავრობა უწოდა.კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.“ სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.

დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ არის ჩვენი ინტერესი, ანტიამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოს ამ ნაწილში? – მარკო რუბიო საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ანტიამერიკულ მთავრობაზე“ საუბრობს. ახლახან, - 2025 წლის 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, - აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.კონგრესმენმა უილსონმა ჯერ ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, ასევე, ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების „კრიმინალიზაციაზე“, მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა:„200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?სახელმწიფო მდივანი რუბიოს პასუხი ასეთი იყო:„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება“.წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის - „ERASMUS+” - ეგიდითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, „ERASMUS+”-ის კვირეულში, რომელიც ტრენინგების კურსს მოიცავს, მონაწილეობენ „ERASMUS+ Credit Mobility”-ის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი - ტულუზის უნივერსიტეტი, რუმინეთი - კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი - ვარმია და მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში, ვროცლავის, ჟეშუვის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები, თურქეთი - სივასის რესპუბლიკის, გაზის, კასტამონუს, სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტები, ჩეხეთის რესპუბლიკა - მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.Erasmus+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესა და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მოეწყო, რომელზეც კვირეულის საკვანძო საკითხები განიხილეს. შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტი „ERASMUS+ Credit Mobility” და „ERASMUS+ თანამშრომელთა კვირეული მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.„სასიხარულოა, რომ „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მაღალი რანგის კოლეგები გვსტუმრობენ. მინდა მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ერთობლივი ინიციატივების გზით, ერთობლივად ვაყალიბებთ გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძვლებს, რაც მხოლოდ თუ გააძლიერებს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. ცოდნისა და ახალი გამოცდილების გაზიარება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს. დარწმუნებული ვართ, კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის გარანტი გახდება“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.Erasmus+ კვირეულის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, ასევე, ERASMUS+ მობილობის კონკურსში მონაწილე აპლიკანტებთან შეხვედრებს მართავენ, პრეზენტაციის სახით, მათ წარუდგენენ თავიანთ უნივერსიტეტებს, ეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტების ლაბორატორიულ ბაზებს, მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს.სტუ-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 მაისამდე გაგრძელდება.

„სასწრაფოა, გთხოვთ გაავრცელეთ…“ – 21 წლის ბიჭი „ბოლო ზარზე“, სკოლასთან ქალს შეეჯახა | დაშავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლასთან "ბოლო ზარის" ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.დაშავებული ქალის შვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:„159 სკოლასთან დედაჩემს დაეჯახნენ. ახლა მორჩა ოპერაცია. კერავენ, ყველა მყესი გაწყვეტილი ჰქონდა, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ფეხი მართლა არ მეგონა თუ გადაურჩენდნენ.საჭესთან იჯდა 21 წლის ბიჭი და უბრალოდ მობუქსავებას ცდილობდა” და დამთავრდა ამ შედეგით. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო! დედაჩემს 5 შვილი ჰყავს, გვღუპავდა ყველს. მერე სად მიდიოდა იმდენი პატარა ბავშვი იყო იქ, ჩემი მანქანა რომ არ მდგარიყო 10 ადამიანს დაიხვევდა კიდევ.სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი დიდი რაოდენობით. მე-4 დადებითი აქვს დედას, მაგრამ გადავცვლითო, ვისაც შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ. "მედისონში" სისხლის ბანკში ბარდება ალეკო გობრონიძის 27-ში, თეა გიორგაძის სახელზე", - წერს დაშავებულის შვილი".ვისაც დახმარება შეგიძლიათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 592006077.

ბოლო სიახლეები