ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს მზია სურგულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სურგულაძის საჯარო ლექცია – „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შუა საუკუნეების საქართველოში“, გაიმართა.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.

საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას მღვდელი ზაქარია გათენაძე უწევდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა.

როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებაში დიდ დახმარებას უწევს. ჩვენი სტუდენტები იღებენ ვრცელ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ, ეს კი მათ ეროვნულ თვითშეგნებას ამაღლებს, პატრიოტიზმს ასაზრდოებს. დარწმუნებული ვართ, რომ დოქტორ მზია სურგულაძის ლექცია შუა საუკუნეებში ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ფართო ჭრილში გაიაზრონ სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები და თითოეული მათგანის ფუნქცია და როლი საერთო ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

როგორც დოქტორმა მზია სურგულაძემ აღნიშნა, ეკლესია განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი სუბიექტია ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესწავლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხანა შუა საუკუნეებია.

მკვლევარმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის საძირკველი და აღმსარებლობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი და დიდი პოლიტიკური მისია ეკისრებოდა. მან აუდიტორიას საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაუზიარა, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების და მათგან მომდინარე შედეგების თვალსაჩინო მაგალითია.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ისტორიკოსმა მზია სურგულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მიაწოდა და მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე – საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებსა და დაშავებულებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს.„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ.ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები – ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის – მიხეილ ყაველაშვილი

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილის მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.ეს ჩვენ რას გვაძლევს? - რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხდა პრეზიდენტმა.

როგორ გამოუტანა ძმის მკვლელს განაჩენი დამ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ისტორია, რომელსაც ჟურნალი „თბილისელები“ მოგითხრობთ, გასული საუკუნის 70-90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა. მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია1979 წლის 13 თებერვალს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე 22 წლის მილიციის ზემდეგი ვახტანგ ჩხეიძე მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა. ის პირველი მაისის (დიდუბის) რაიონის მილიციის განყოფილებაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა.ვახო ჩხეიძე სადგურის ქუჩაზე ცხოვრობდა და სამსახურიდან სახლში ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. 24-ე სკოლას რომ გასცდა, ბაქოს ქუჩის მხრიდან ურთიერთსროლის ხმა შემოესმა და იქით გაემართა. ჩხეიძე უიარაღო იყო და მხოლოდ მილიციელის ფორმა ეცვა. უცებ ერთ-ერთი სახლის სახურავიდან შეიარაღებული მამაკაცი ჩამოხტა. მას პისტოლეტმომარჯვებული მილიციელები მისდევდნენ. მამაკაცი სკოლაში მიმავალ, ცხრა წლის ბავშვს დასწვდა, სხეულზე აიფარა და მილიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, თან უღრიალა: ნუ მომდევთ, თორემ ბავშვს მოვკლავო. მილიციელები გაჩერდნენ. ატირებული ბავშვი კი მამაკაცს დაუსხლტა და სკოლისკენ გაიქცა. მამაკაცმა იარაღი მისკენ მიმართა. ათიოდე მეტრში ვახტანგ ჩხეიძე იდგა და ის ბავშვს დასწვდა და მას მთელი სხეულით აეფარა. მამაკაცმა რომ ფორმიანი მილიციელი დაინახა, მისი მიმართულებით გაისროლა და ის მკერდში დაჭრა. მდევარმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს.მძიმედ დაჭრილი ვახტანგ ჩხეიძე კი რკინიგზის საავადმყოფოში წაიყვანეს. დაპატიმრებული მამაკაცი, 36 წლის რეციდივისტი სამჯერ ნასამართლევი ბოგდან შენგელია იყო. მას მილიცია ეძებდა. ოპერჯგუფმა ის ბაქოს ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ალყაში მოიქცია და ამის მერე მოხდა ურთიერთსროლა თბილისის ცენტრში. ასეთი რამ, იმ წლებში უიშვიათესი შემთხვევა იყო.უმცროსი და22 წლის ვახტანგ ჩხეიძე სამი დღის შემდეგ, 1979 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვახო თავის უმცროს დას, 18 წლის გვანცას ჩააკვდა ხელში, რომელსაც სამი დღე-ღამე თვალი არ მოუხუჭავს და უგონოდ მყოფი ძმის სასთუმალს წამითაც არ მოშორებია. გვანცა სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა, თან საავადმყოფოშიც მუშაობდა. ვახტანგი მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა გონზე. უმცროსი დის ხელი ჩაბღუჯა და მას დაუბარა:– ვკვდები, დაიკო, მაგრამ არ შეგეშინდეს. ცხოვრება გააგრძელე. მაგარი გოგო ხარ და შეძლებ. თემურს ძალიან უყვარხარ. ვიცი, შენც გიყვარს და ლამაზი ოჯახი შექმენით.25 წლის თემურ კობახიძე ჩხეიძეების უბნელი იყო. გვანცა ბავშვობიდან უყვარდა და ვახოს დის ხელი სთხოვა, რაზედაც ძმამ მიუგო: მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გვანცაც თანახმააო. გვანცა თანახმა იყო. წყვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, შემოდგომაზე შეუღლებულიყვნენ, მაგრამ ვახოს დაღუპვამ ეს ამბავი შეაფერხა. გვანცამ ძმის სიკვდილი მძიმედ განიცადა, ძაძები სამი წელი არ გაუხდია. ამასობაში სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და ექთნის დიპლომი აიღო. 1982 წელს კი თემურ კობახიძეზე იქორწინა და ქმრის გვარზე გადავიდა.ბოგდან შენგელიას კი სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ ვახტანგს მორიგეობა დასრულებული ჰქონდა და მოვალეობის შესრულების მომენტში არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, შენგელიებმა (სანათესაომ) პროკურატურა და სასამართლო მოქრთამეს. მილიციელის მკვლელი რეციდივისტი თბილისის „კრიტში“ (მკაცრი რეჟიმის საპყრობილე) იხდიდა სასჯელს და 1983 წელს მისჯილი თხუთმეტიდან უკვე მეოთხე წელს ასრულებდა.დიპლომის აღების შემდეგ გვანცა კვლავ რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. 1983 წელს კი ის, როგორც გვანცა კობახიძე, თბილისის ციხის საავადმყოფოში („რეზბალნიცა“) გადავიდა სამუშაოდ. 22 წლის გოგონა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც კოლეგებში, ასევე პატიმრებში და აბა, ვინ წარმოიდგენდა თუ რა ედო მას გულში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო ქმრის გვარი, რომ საიმედოდ შენიღბულიყო.1983 წლის 16 თებერვალს გვანცა სამსახურში იმყოფებოდა. დილის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც „კრიტიდან“ „რეზბალნიცაზე“ სამი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოგდან შენგელია იყო. პალატებში განთავსებამდე მათ სამედიცინო დათვალიერება უნდა გაევლოთ, რომელსაც გვანცა ატარებდა. პირველი კაბინეტში შენგელია შევიდა. გვანცამ მას ტახტზე დაწოლა სთხოვა. შემდეგ მიუახლოვდა. მისკენ დაიხარა და ალესილი დანა ჩაასო, რომელიც სამედიცინო ჩანთაში ჰქონდა დამალული. შენგელია ჯერ კიდევ აზრზე იყო და გვანცამ მას სწრაფად მიახალა: მე გვანცა ჩხეიძე ვარ. შენ მიერ მოკლულ მილიციელის, ვახტანგ ჩხეიძის უმცროსი და. დღეს მისი დაღუპვის ოთხი წლისთავია და ჩაძაღლდი!შენგელიამ საშინლად დაიყმუვლა, შემდგომ კი სულიც დალია.P.S. გვანცა ჩხეიძე-კობახიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ის 1989 წელს გამოუშვეს. დღესაც ცოცხალია და თავის დიდ ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.„იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

ბოლო სიახლეები