ორშაბათი, აპრილი 7, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ინოვაციური ტრენინგკურსი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროგრამის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 – Learn – Innovate – Sell – Succeed;) ფარგლებში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილი ტრენინგკურსი – „ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, კურსი მოიცავდა ინოვაციური და სამეწარმეო ბიზნესიდეების გენერირების ტექნიკისა და ბიზნესის მოდელირების ძირითად თემებს, მეწარმეობის თეორიულ ჩარჩოებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მეწარმეობის მენეჯმენტის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა ტრენერებმა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარეს სესიები თემებზე: მეწარმეობა გლობალურ გარემოში და თანამედროვე ტენდენციები; წარმატებული ინოვაციური ბიზნესქეისების შესწავლა; ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება; ინოვაციური კომპეტენციები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესზე; კრეატიული იდეების გენერირების ტექნიკები – ბრეინშტორმინგი; სამეწარმეო პროექტების ბიუჯეტირება; პრობლემების გადასაწყვეტი ჯგუფური პროცედურა და დიზაინ აზროვნება; ბიზნესმოდელის შემუშავება და ღირებულების წინადადების დახვეწა; პრეზენტაციის უნარები და კონკურსისთვის მომზადება.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ტრენინგპროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტებმა, კანვას ბიზნესის მოდელზე დაყრდნობით, სხვადასხვა სამეწარმეო პროექტებზე იმუშავეს და ტრენინგების დასკვნით ეტაპზე პროექტის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ასევე, დაგეგმილია მორიგი ტრენინგსემინარი თემაზე – „B2B გაყიდვების მენეჯმენტი“ და, ასევე, ამავე წელს, საქართველოში, პირველად პროექტის ფარგლებში, ჩატარდება “გაყიდვების ჩემპიონატი”, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. პროექტი LISS24-ი მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „გაყიდვების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24-ის ეგიდით, დაგეგმილია სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის – Sales Lab-ის მოწყობა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდება ”, – აცხადებს გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, ტრენინგკურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლო სტუ-ის ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს ინოვაციური სამეწარმეო იდეა და სურს ის რეალურ ბიზნესპროექტებად აქციოს.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე იმართება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რაც სტუდენტთა პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 – Learn – Innovate – Sell – Succeed) დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში და ის 2026 წელს დასრულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს უკვე მას

სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს სალომე ზურაბიშვილს.„დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად, რადგან თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, –    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს.„საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო.ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი საოცარი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო და დღევანდელ დღეს, 2000 წელზე მეტი ხნის წინ, მოესმინა გაბრიელ მთავარანგელოზის განმაცვიფრებელი სიტყვები:„გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის …. აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს…და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა … და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი … და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;“(ლუკა 1; 28,31-32,46-47,49,50);ღვთისმშობელმა განაქარვა ევას შეცოდება და ცრემლი, და ნუგეშად ექცა მთელ კაცობრიობას.ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით და ხარების მადლით უფალმა მშვიდობით აკურთხოს, დალოცოს და გაახაროს საქართველო, თითოეული თქვენგანი და მთელი მსოფლიო.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“, – ნათქვამია ილია მეორის მილოცვაში.

ირაკლი კობახიძე – უკრაინაში არის ომი, მსხვერპლი, ამის საპირწონედ – კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, ჩვენ მოვახერხეთ მეორე ფრონტის არიდება, ამის გამო გაგულისებულია „დიფ სთეითი“

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.პრემიერის თქმით, „საქართველომ მოახერხა ამ სცენარისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“.„„დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები, „დიფ სთეითი“ ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისთვის, მეორე ფრონტისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძე იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი

ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა.„7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში შვიდი წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ  სულხან თამაზაშვილზე.„ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს,  განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამაზაშვილზე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები