ორშაბათი, მარტი 10, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნარჩენების მართვის, ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ამ მიმართულებით კვლევითი თანამშრომლობის თემებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

სამეცნიერო ღონისძიებაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სტუ-ის საპატიო დოქტორი, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილი, ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტის ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი სადჰან კუმარ გოში, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის გარემოს დაცვის მენეჯერი ხათუნა ჩიკვილაძე, ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბიზნესკომპანიების გარემოს დაცვის მენეჯერები, სტუ-ის მეცნიერები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ვიცე-რექტორის განცხადებით, ნარჩენების სწორად მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. მისი თქმით, სამეცნიერო კონფერენცია ყურადღებას ამახვილებს ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებსა და ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე.

„დღევანდელ რეალობაში თითოეული ჩვენგანი ღრმად ვიაზრებთ ნარჩენების სწორად მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. ამავე მიზეზით დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია ფართოდ წარმომადგენლობითია და მონაწილენი ყურადღებას ვამახვილებთ როგორც ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებზე, ასევე, ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე. ნარჩენების მართვა არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა. ის მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის ასპექტებსაც. ნარჩენების სწორად მართვით თავიდან ავიცილებთ გარემოს დაბინძურების საფრთხეებს, რომელიც თავის მხრივ ანგარიშგასაწევ საფრთხეებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ეკოსისტემებს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გავიზიაროთ, შევიმუშაოთ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით შევძლებთ ნარჩენების მინიმიზაციას, მათ სათანადო გადამუშავება-რეციკლირებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებას ცირკულაციური ეკონომიკის განვითარებით შევძლებთ. საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ და დავნერგოთ ცირკულაციური ეკონომიკის უახლესი მოდელები, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას მოემსახურება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს აქვთ ფართო პოტენციალი აქტიურად ჩაერთონ ნარჩენების მართვა-შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვაში. მიგვაჩნია ეს პროცესი მოითხოვს ერთიან ძალისხმევას – სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ასევე, ინდუსტრიების აქტიურ ჩართულობას და ეფექტიან კოლაბორაციას, რათა შევძლოთ ნარჩენების სრულყოფილად მართვა და ცირკულაციური ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ყველა შესაძლო მიმართულებით, საქართველოს მდგრადი მომავლისთვის“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მეცნიერებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მდგრადი განვითარება და რესურსების მდგრადი მოხმარება, გარემოს დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატური ცვლილებების შერბილება.

„ცირკულარული ეკონომიკა ქმნის შესაძლებლობებს, მოვიზიდოთ ახალი ინიციატივები, რომლებიც გარემოს დაცვასთან ერთად ეკონომიკის მოდერნიზებასა და გარდაქმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ისეთი მდგრადი პროდუქტების წარმოება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოყენებული, ამასთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ ცირკულარულ ეკონომიკაში და მიიღონ მისგან გამომდინარე სარგებელი. საგულისხმოა, რომ ცირკულარული ეკონომიკა ბუნებრივ რესურსებს ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და საქონლის წრებრუნვის მეშვეობით ინარჩუნებს მათ ღირებულებას. ცირკულარ ეკონომიკაში პროდუქტები იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მათი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ცირკულარული ეკონომიკა პროდუქტის ხმარებიდან ამოღების შემდეგ ითვალისწინებს მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალების მეორად გამოყენებას, ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. ყოველივე ამცირებს ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების დამატებით მყარ გარანტიებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამეცნიერო კონფერენციაზე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნინო ჩხობაძე, მარიამ ქიმერიძე, ხათუნა ჩიკვილაძე, GGU ჯგუფის გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი, პროფესორი სადჰან კუმარ გოში, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ღონისძიების სხვა მონაწილეები.

სტუ-ის ინფორმაციით, ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორმა სადჰან კუმარ გოში, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორია, კონფერენციის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით – „ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა და კვლევითი თანამშრომლობა“ წარსდგა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ლოზუნგით – “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ბანერით “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “სოლიდარობა სტუდენტებს!”, “გამარჯვება სტუდენტებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “ჩანიშნეთ არჩევნები!”.პარლამენტთან შეკრებილები მსვლელობის მონაწილეებს ანთებული ფანრებით და ოვაციებით შეხვდნენ.პარლამენტთან აქცია 103-დღეა მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

“ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია” – მამა ვიტალის რჩევა

წმინდანებს რომ კურნება შეუძლიათ, ეს ყველა მორწმუნემ იცის. ბოლო დროის მამები ანდერძად იბარებდნენ, მოდით ჩემს საფლავზე, მთხოვეთ და მე სურვილს აგისრულებთო.საქართველოში მოღვაწე რუსი წმინდა მამა, ვიტალი სიდორენკო სნეულებისგან განკურნების საშუალებად ერთ მეთოდს მიიჩნევდა.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტის წერილიდან:"დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს.საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“

მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

მარკო რუბიო – დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა, ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარი შელაპარაკების შესახებ.„ეს არ იყო ისე, როგორც უნდა წასულიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ მოსვლამდე. ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ნამდვილად გვსურდა მოლაპარაკებების დაწყება. გაოგნებული ვიყავი, როცა ეს ხდებოდა, რადგან ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წავიდა იმისგან, რაზეც წინასწარ ვსაუბრობდით. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო“, – თქვა რუბიომ.შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის შემდეგ აშშ-მა უკრაინას შეუჩერა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ასევე, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიმართება.

გია აბაშიძე-საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს

“მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ.ანალიტიკოსის თქმით, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.“საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს. მონიშნულია ის მნიშვნელოვანი სამიზნეები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების და საზოგადოების ვალია, კერძოდ - ბრძოლა ე.წ. ,,ლიბერალურ ნარკოიდეოლოგიასთან” და ნარკოშხამის რომანტიზირებასთან (ყველანი); ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ყველანი); საკანონმდებლო გამკაცრება და მისი სრულყოფილი აღსრულება (სახელმწიფო). სამართლებრივი მიმართულებით იცვლება შემდეგი:ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. 2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 3. 2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.”- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები