სამშაბათი, მარტი 4, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად – დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რათა ერთად ვცეთ პატივი ქალების ფასდაუდებელ ღვაწლს და დედების უპირობო სიყვარულს. უპირველეს ყოვლისა, გაზაფხულის დღესასწაულები მინდა მივულოცო ღონისძიების მონაწილე დედებს. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების გული და სული. თქვენი ძალა, გამძლეობა და უსაზღვრო სიყვარული აყალიბებს გარშემომყოფთა ცხოვრებას. დღეს აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მოდი, მივიღოთ ერთიანობისა და მხარდაჭერის ეს მომენტი, ვაღიაროთ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ქალი და ბავშვი იგრძნობს თავს დაცულად, დაფასებულად, იგრძნობს სიყვარულს. გმადლობთ ყველას, რომ დღეს აქ ხართ“, – ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების – „გაზაფხულის დღესასწაულები“, ციკლი დაიწყო.

„გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, პირველი ღონისძიება სტუ-ის ქალთა ასოციაციამ საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“ გამართა. სტუდენტი, მოყვარული მსახიობები დამსწრე საზოგადოების წინაშე სპექტაკლით – „ექვსი კი და ერთი არა“ წარდგნენ.

სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება. როგორც პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიება მიმართულია უნივერსიტეტის მეცნიერ, პედაგოგ და სტუდენტ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალთა მხარდაჭერისკენ, რაც მათთვის დასამახსოვრებელი და თბილად მოსაგონარია წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს.

„ღონისძიებათა ციკლი – გაზაფხულის დღესასწაულები, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დღეებს, როგორიცაა დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მას. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომლითაც პატივს მივაგებთ ქალთა მიღწევებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ვიფიქროთ იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ეს დღეები გვახსენებს გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის. მინდა მივმართო საქართველოს მომავალს, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ – ხვალინდელი დღის იმედი და ოცნებები. თქვენი წარმატება და ახალგაზრდული ხალისი უსაზღვროდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც აღვნიშნავთ დედის დღეს, ასევე, აღვნიშნავთ თქვენი მომავალი ბედნიერების დღეებს, წლებს, იმ პოტენციალს, რომელიც თითოეულ თქვენგანშია. გილოცავთ დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს! წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ნაზი კუციავამ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, გაზაფხულის დღესასწაულების ფარგლებში, რექტორის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი…“ – იაგო ხვიჩია

„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი...“-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ამერიკისთვის, პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. ევროპა გახდა სოციალისტური, შინაარსობრივად, ევროპა გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლებები წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი, რეგულირებები, ბიუროკრატია, გადასახადები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით... ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს კომუნისტები, ყველაზე ჩათლ*** კომუნისტები, რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ, რომ კომუნისტები ვართო, როგორც ჩვენთან არიან ჩათლ*** კომუნისტები ოპოზიციაში, 4, 5, 9, 25 და ენჯეოს სექტორი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან. ტრამპისთვის ეს ხალხი, მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში, არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ესენი არიან ვირუსი, რომლებიც შეძვრნენ ამერიკაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე-იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ “მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.“ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი. კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ,“ თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა  3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.3 მიწისძვრა 3 მაგნიტუდა და მეტი8 მიწისძვრა 2-დან 3 ქულამდე სიმძლავრის69 მიწისძვრა 2-ზე ნაკლები მაგნიტუდით

გია აბაშიძე: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია

სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის უკრაინის მიერ “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევას.მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმავალი ზელენსკის უბადრუკმა აქტორებმა მიიღეს. “სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია. როგორ ძალიან აჟრიალებთ წარმავალი ზელენსკის რეჟიმის უბადრუკ აქტორებს. კალაძე ერთ-ერთი დიდსულოვანი ადამიანია "ქართულ ოცნებაში" და ანდრეი შევჩენკოს მსგავს სულმდაბალ არსებათა ზემინიმანლურ პარაზიტობას როგორმე გადაიტანს.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ბოლო სიახლეები