საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებულია

Read Time:1 Minute, 12 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, სტუდენტების – პეტრე ლობჟანიძისა და ზურაბ მუკბანიანის შემადგენლობით, ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის გამარჯვებული და ოქროს თასის მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფრენბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ. ფრენბურთის სახეობაში საუნივერსიტეტო გუნდების მწვრთნელი სულხან ახვლედიანია.

მათივე ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ოქროს თასი მოიპოვა და ტურნირის უპირობო გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთელებს ოქროს თასის მოპოვებას ულოცავს და სასპორტო კარიერასა და სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ – მადლობას ვუხდით მათ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერას კვლავაც ვპირდებით“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ვაჟ ფრენბურთელთა საუნივერსიტეტო გუნდს გამარჯვებას ულოცავს სტუ-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი.

როგორც ის აღნიშნავს, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ ქვიშის ფეხბურთის ტურნირით დასრულდება. მისი ინფორმაციით, ტურნირი ქვიშის ფეხბურთში სტარტს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიღებს და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ჩაერთვება, რომელიც ასევე გაამართლებს უნივერსიტეტის იმედს და საპრიზო ადგილს მოიპოვებს.

სტუ-ის ინფორმაციით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების მიზანია საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
Next post პრემიერი: დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს – საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასება