ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების, საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 56 სექციას მოიცავდა: სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექციაზე ნაშრომი წარადგინა 25-მა სტუდენტმა; ენერგეტიკის ფაკულტეტზე 8 სექციაზე – 63-მა სტუდენტმა; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 2 სექციაზე – 39 სტუდენტმა; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ იმუშავა და 54-მა სტუდენტმა წარადგინა ნაშრომი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე 1 სექციაზე, 22 სტუდენტმა; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 22 სტუდენტმა; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 8 სექციაზე, 84-მა სტუდენტმა; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექციაზე 3-მა სტუდენტმა; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე 5 სექციაზე 47-მა სტუდენტმა; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 4 სექციაზე 24-მა სტუდენტმა; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 7 სექციაზე 24-მა სტუდენტმა; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 1 სექციაზე 21-მა სტუდენტმა.

როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საუკეთესო სტუდენტებმა 500-მდე ნაშრომი წარადგინეს.

“კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაში ფაკულტეტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო 500-ამდე ნაშრომი და კვლევა. კონფერენციის მუშაობა წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა: საინჟინრო მექანიკა; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა; ჰიდროინჟინერია; თბო და ჰიდროენერგეტიკა; ელექტროენერგეტიკა, ელექტრონიკა და ელექტრომექანიკა; საინჟინრო გეოდეზია; სამთო ტექნოლოგია; გეოლოგია; ნავთობის და გაზის ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია; მეტალურგია, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავება; არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა (ურბანისტიკა); კომპიუტერული ინჟინერია; საინჟინრო კიბერნეტიკა; ფიზიკა; მათემატიკა; მანქანათმშენებლობა, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებებით – უცხო ენები და კომუნიკაცია; ეკონომიკა და ბიზნესის მართვა; სამართლი; თეოლოგია და სხვა. ამ მიმართულებებით სტუდენტების წარმოდგენილი მაღალკვალიფიციური თემები და კვლევები განთავსდება ნაშრომთა კრებულში. „სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების, საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დევი ხვედელიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, წარმოდგენილი 500-მდე ნაშრომიდან 120 ნაშრომი საუკეთესოდ მიიჩნია და შესაბამისად, მათი ავტორები სამი საპრიზო ადგილიდან, პირველ ადგილზე გავიდნენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა და მასთან ერთად ბელარუსის უმაღლეს სასწავლებლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ირინა ზუბკო და ტელეკომპანია „ბელარუს 24“-ის ხელმძღვანელი პაველ ლოზოვიკი.როგორც დავით გურგენიძემ და ნიკოლაი როგაშჩუკმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პარტნიორობა ბელარუსის ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებთან გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-კვლევით თანამშრომლობას და მხარეებს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.რექტორის განცხადებით, საინჟინრო ტექნოლოგიების მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერის პოზიციებს იკავებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები და მკვლევართა ჯგუფები ჩართულნი არიან ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში, აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე გლობალურ ექსპერიმენტებში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების მეცნიერები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ჩვენ ვთანამშრომლობთ იულიხის კვლევით ცენტრთან, მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია მრავალმხრივი კოლაბორაცია ბელარუსის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან, ბელარუს კოლეგებთან. ჩვენი უნივერსიტეტი მუდმივად ავითარებს ლაბორატორიულ ბაზებს და აქვს შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები გამოვიყენოთ წარმატებული კოლაბორაციისა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ვფიქრობთ, ორი ქვეყნის საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სამეცნიერო და აკადემიური წრეები ერთობლივად დავნერგავთ ინოვაციებს, ვიმუშავებთ ახალ კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებზე, რომლებშიც ჩვენი ორი ქვეყნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. მოხარული ვიქნებით, თუ თქვენი მხარდაჭერითა და შუამდგომლობით საფუძველი ჩაეყრება ახალ მჭიდრო პარტნიორობას ბელარუსის უნივერსიტეტებთან“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა პარტნიორობის მზაობისთვის რექტორსა და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ბელარუსის უნივერსიტეტების თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაცილებით მრავალმხრივს გახდის. ნიკოლაი როგაშჩუკის თქმით, ბელარუსი დაინტერესებულია პრიორიტეტული საინჟინრო დარგების ერთობლივად განვითარებით, რაც ორივე ქვეყნისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება.შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ – ტელეკომპანია „ბელარუს 24“-ის ხელმძღვანელმა პაველ ლოზოვიკმა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მედიატექნოლოგიებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ტელეკომპანიაში სტაჟირების შესაძლებლობის შექმნისა და ქართველი და ბელარუსი ახალგაზრდების ერთობლივი ჩართულობით ახალი სატელევიზიო პროექტების განხორციელების თაობაზე. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე მედიასტანდარტების გაცნობას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას.როგორც საპასუხოდ რექტორმა აღნიშნა, ერთობლივი მედიაპროექტები გააძლიერებს კულტურულ და პროფესიულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, ხოლო ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას მედიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები შექმნან.რექტორთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსმა სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნსაცავი და სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

„მივმართავ დედებსაც და მამებსაც: გინდათ, რომ კარგი შვილები გყავდეთ? თქვენ თვითონ გახდით საუკეთესო მამები და დედები…“ – შალვა ამონაშვილი

ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ბავშვის სწორ აღზრდაზე საუბრობს და მშობლებს მიმართავს.„ნახევარი ოჯახებისა საქართველოში ინგრევა. მანამდე რა ხდებოდა? - ჩხუბი და ყაყანი ოჯახში. მივმართავ დედებსაც და მამებსაც: გინდათ, რომ კარგი შვილები გყავდეთ? საუკეთესოები? თქვენ თვითონ გახდით საუკეთესო მამები და დედები, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი. მშობელს ეცი პატივი, რომ ბავშვმა დაინახოს ეს. მეზობელს ეცი პატივი, გამვლელს ეცი პატივი. ზრუნვა გამოიჩინე ქვეყანაზე, რომ ბავშვმა გკითხოს: მამა, არავინ არ გიყურებდა და რატომ აკეთებდი ამას? თუ ასეთ საქციელებს ჩავიდენთ და ეს საქციელები ბევრი იქნება, ბავშვი გაგვეზრდება თვალსა და ხელს შუა საუკეთესო“, - ამბობს შალვა ამონაშვილი „სალომე კასრაძის პოდკასტში“.

თბილისში, ლოზუნგით – „არ შევეგუებით ოკუპაციას“ მსვლელობა მიმდინარეობს

ლოზუნგით „არ შევეგუებით ოკუპაციას“ ვერის პარკიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.აქციაზე შეკრებილების განცხადებით, დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანია, 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების გახსენება და იმ გმირებისადმი პატივის მიგება, რომლებმაც დედაქალაქი ბოლო ტყვიამდე დაიცვეს.ვერის პარკში, სადაც მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ, სიმბოლურად მოტანილი ჰქონდათ ტიტები. ამ ფორმით მათ პატივი მიაგეს გმირებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირნენ.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 25 თებერვალს ისინი იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ მებრძოლებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ დაწყებული ბრძოლა გრძელდება.ორგანიზატორების თქმით, ოკუპაციის ხაზი დღესაც გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და მათი მიზანია, ისტორიული ბრძოლა საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულონ.“ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები - ჩვენ 1921 წლის მემკვიდრეები ვართ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.აქციის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტთან დაასრულებენ მსვლელობას.

ვასილ მაღლაფერიძე – როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტივის“ და ტელეკომპანია „იმედს“!!!

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და „პოსტივის“ მხარდაჭერას უცხადებს.ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.„როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რაც შემეძლება, გვერდში დავუდგები და უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტივის“ და ტელეკომპანია „იმედს“!!! სამი ძახილის ნიშანი!P.S. და კიდო ერთი, შინაურსაც ეხება და გარეულსაც – თქვენი მუქარები …. აიკარით, ვინც შეგიშინებიათ, ისინი შეაშინეთ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

უძლიერესი შემადგენლობით – ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში…

6-8 მარტს, ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოს გრანდ პრი გაიმართება.ძიუდოს ფედერაციამ კი ტურნირზე გამსვლელთა უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა:- 66 კილოგრამი -  ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური- 73 კილოგრამი - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი- 81 კილოგრამი - ზაურ დვალაშვილი- 90 კილოგრამი - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი - 100 კილოგრამი - ილია სულამანიძე + 100 კილოგრამი - ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი +78 კილოგრამი - სოფიო სომხიშვილიმოგეხსენებათ, წლის პირველ გრან სლემზე (პარიზში) საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა, როგორც ჩანს, აქცენტი ავსტრიულ და უზბეკურ ტურნეებზე გაკეთდა.

ბოლო სიახლეები