პარასკევი, აპრილი 10, 2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეროვნული თვითშეგნება და მზადყოფნა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ქვეყნის თავისუფლების იდეა, რჩება უმაღლესი სამოქალაქო ღირსების მაგალითად. 9 აპრილი არის ისტორიული ერთობის დღე, სადაც ტრაგედია და გამარჯვება, მსხვერპლი და თავისუფლება ეროვნულ მეხსიერებაში ილექება. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ერთ დღეში გაერთიანებული საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის კვლევა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფენომენი“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე აღნიშნეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სტუ-ის რექტორის თქმით, 9 აპრილი აერთიანებს ეროვნული ტრაგედიის სიმძიმესა და სახელმწიფოებრივი აღორძინების იდეალს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, ერთ თარიღში კონცენტრირებულია სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა და გამარჯვება, უდიდესი ტკივილი და იმედი. 9 აპრილი წარსულის შეფასების შესაძლებლობა და ვალდებულებაა, რომ ისტორიული გამოცდილება განვითარების საფუძვლად გარდაიქმნას.

„9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური თარიღია, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც ეროვნული ტრაგედიის უმძიმეს გამოცდილებას, ისე სახელმწიფოებრივი აღორძინების უმნიშვნელოვანეს აქტს. 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი განხორციელდა, წარმოადგენს იმ მორალურ ზღვარს, რომლის გადალახვამაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ერი გააერთიანა. 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვამ შექმნა საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების ვექტორი.

უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, აგრეთვე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, რომლის სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმალიზება განხორციელდა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. აღნიშნული აქტი წარმოადგენდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის გაგრძელებას თანამედროვე ეპოქაში.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო – ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით – აგრძელებს დემოკრატიული განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების გზას, 9 აპრილი შეგვახსენებს იმ საზღაურს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა; ამავდროულად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას, განვავითაროთ სახელმწიფო და შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის: საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 9 აპრილს დაღუპულთაგან ხუთი გმირი: აზა ადამია, ნატო გიორგაძე, ნინო თოიძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის – სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა

კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.„საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც უფლება გლობალურ კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს ჰქონდა ასეთი როლი მინიჭებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ საქართველოს ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, მისი მასშტაბიდან, მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს არც რესურსი და არც უფლება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კონფლიქტებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა – ბერძნული მედია

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომელთა მიხედვით, იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება.მედიის ინფორმაციით, მომლოცველებისთვის გაიღება, როგორც მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ისე ტაძრის მთა და გოდების კედელი.პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეულობით პოლიციელი იერუსალიმში განლაგდება, რათა ძირითადი გზები და ძველი ქალაქი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა – „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.ტრამპის თქმით, ცეცხლის მყიფე შეწყვეტის ფონზე ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.ამასთან, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ. მისი თქმით, ირანის ლიდერები კერძო საუბრებში უფრო მოქნილები ჩანან.„ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან. თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც უნდა დათანხმდნენ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან, მათ სამხედრო ძალა აღარ ჰყავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები