ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ევროპის უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში – EAIE 2025, მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა შვედეთში, ქალაქ გოთენბურგში ევროპის უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში – EAIE 2025 Conference and Exhibition, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ორგანიზაციების და განათლების სფეროს ექსპერტები იყვნენ შეკრებილნი, მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ქსელების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, ერთობლივი პროექტებისა და სტუდენტთა მობილობის პროგრამების განხორციელება.

როგორც სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, EAIE კონფერენცია წარმოადგენს ევროპაში უმსხვილეს პლატფორმას უმაღლესი განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ ახალი აკადემიური პარტნიორობები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ თანამედროვე ტენდენციები განათლების სფეროში. თეა მურვანიძის თქმით, EAIE 2025 Conference and Exhibition კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მის მიზანმიმართულობას საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

„EAIE 2025-ში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად ინტეგრირდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, განავითაროს პარტნიორობა ევროპისა და მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და კოლეგებს გაუზიაროს გამოცდილება. ამის გარდა, კონფერენცია უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. გამოფენის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შედეგად, მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებებს, დავამყარეთ ახალი საერთაშორისო კონტაქტები, ხოლო არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავეთ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერნაციონალიზაციის პროცესების განვითარებასა და Erasmus+ და Horizon Europe პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებას”, – აცხადებს თეა მურვანიძე.

სტუ-ის გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის თქმით, EAIE 2025 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ერთობლივი სტენდი, სადაც ქვეყნის წამყვანმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარმოადგინეს თავიანთი საერთაშორისო აქტივობები და პარტნიორული შესაძლებლობები.

„გამოფენაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის აქტიურ როლს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს, რომლის მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში და საქართველოს სტენდი ღირსეულად წარგვედგინა”, – აცხადებს გიორგი მიქიაშვილი. სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასა და ევროპული პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„ვფიქრობ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. იმედია, მძევლები გათავისუფლდებიან – ყველა მძევალი. კარგი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის გაუქმება უწევს, რათა შეძლოს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, მძევლები „თითქმის დაუყოვნებლივ“ გათავისუფლდებიან.„ჩვენ გვსურს, რომ ისინი 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდნენ, როგორც ეს შეთანხმების მონახაზშია გათვალისწინებული“, – აღნიშნა რუბიომ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ არჩევნების დღეს გიღალატა, მილიონები დახარჯე და საკრებულოში ჩვენც...

ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, –  ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მგონი, ახლა ამომრჩეველი დაინახავს მალე, რომ უბრალოდ, სხვა პარტიები აღარ არსებობენ, თუ რამე მათგანი იყო. თუ ხაზარაძეს რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. წარმოიდგინეთ, მილიარდერმა ადამიანმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და შენ წინააღმდეგ პროპაგანდა ჩაგირთო, მილიონები დახარჯე და თბილისის საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, არადა, ჩვენ რეკლამაში რამდენიმე ათეული ათასი დავხარჯეთ. უბრალოდ, არასერიოზულია მასშტაბი რესურსების და შედეგის. თან, პირიქით უნდა მომხდარიყო, ორი დიდი ოპოზიციური პარტია არ გავიდა არჩევნებზე და ნორმალურ სიტუაციაში ყველას უნდა ჰქონოდა ორჯერ, სამჯერ მაღალი შედეგი. მარტო ჩვენ გავაუმჯობესეთ შედეგები სინამდვილეში და რეალურად, თუ შევხედავთ პრაგმატულად, ჩვენ გავძლიერდით კიდევ ამ არჩევნებში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი – იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში 4 ოქტომბრის გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული...

რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ ამ გეგმის შესახებ, მისი დეტალები, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა იცოდა, როდესაც 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციაზე მივიდა, რა გეგმა არსებობდა და რა გეგმით უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა.„ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და დღესაც ვსაუბრობდით, რომ იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში ეს გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებისთვის. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი დეტალი გავიგოთ. რაც შეეხება ჩვენი მისვლის მიზეზს, რა მიზეზითაც მოვიდა საქართველოს ასი ათასი მოქალაქე, ის მიზეზი გვქონდა ჩვენც, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, რაც გამოჩნდა, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა ამ ე.წ არჩევნებზე და გამოვიდა ქუჩაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სიხარულიძის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისი თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად."რადიო სივრცე" აკაკი სიხარულიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ერთმანეთში არკვიონ ვინ რა ფული „შეჭამა“, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა იმიტომ,...

„ერთმანეთში არკვიონ ვინ რა ფული „შეჭამა“, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ მთავარი მახასიათებელი რევოლუციონერისა, ტვინი და სამართლებრივი განათლება...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბოლო სიახლეები