სამშაბათი, ოქტომბერი 22, 2024

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფესტივალის ფარგლებში წარმატებით მიიღო მონაწილეობა გორსა და ქუთაისში გამოფენებზე.

„სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ჩატარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას. ფესტივალმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდების მეცნიერებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსგავსი ღონისძიებები არის ერთგვარი მოტივაცია მომავალი თაობისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფესტივალზე აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის”, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მეცნიერების ფესტივალზე – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ის გახსნის შემდეგ, საერთო ჯამში, რვა კილომეტრით მცირდება გადაადგილების მანძილი და სულ მცირე, ნახევრდება მგზავრობის დრო

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად იქნება გახსნილი სამი მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა- შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. რიკოთის ყველა ახალი მონაკვეთი აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. ქარსელაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის პროექტის ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთია, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ისე მშენებლობის ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არსებული გზის მიმდებარედ ხორციელდება. „დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი

ონლაინ სივრცეში შოპინგმა ბევრი ახალი კარი გახსნა მომხმარებლისთვის. დროის დაზოგვის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა და ნივთი თქვენს კართანაა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული მინუსები. როგორ მიხვდეთ ასეთ დროს რამდენად ღირს ნივთის შეძენა, მისი ხარისხიდან გამომდინარე? გთავაზობთ 5 რჩევას, პროცესის მეტად გასამარტივებლად: მოძებნეთ და შეამოწმეთ მიმოხილვები მაშინ, როდესაც ნივთის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, მნიშვნელოვანია მოძებნოთ მიმოხილვები. სხვადასხვა ადამიანის მიერ დაწერილი რევიუები, რომლებმაც იგივე ნივთი იყიდეს. მაშინაც კი თუ გვერდს არ აქვს ეს ჩანართი, თქვენ შეგიძლიათ ისინი Google-ით მოიძიოთ. სწორედ აქედან შეძლებთ გაიგოთ, რას ამბობენ მომხმარებლები ნივთზე, მის ხარისხსა და მიწოდებაზე. ამართლებს თუ არა ხარისხი მათ მოლოდინებს. მიაქციეთ ყურადღება ნივთის აღწერლობას პროდუქტის აღწერილობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი ონლაინ შოპინგის დროს. სელერი ვალდებულია შემადგენლობა დაიტანოს ეტიკეტზე. ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რისგანაა დამზადებული ტანსაცმელი და ეს იყოს ნივთის ხარისხის კარგი გარანტი.   შეამოწმეთ ფასები მაშინ როდესაც თქვენ შეამოწმეთ მატერია, ფასი კი მასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ჯობს თავი აარიდოთ მსგავს პროდუქციას, რადგან თავიდან აიცილოთ არასანდო სელერები. იყავით სკეპტიკურები, იხელმძღვანელეთ ფრაზით - ,,ზედმეტად კარგია დაბალი ფასისთვის“. გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საიტები, რომელსაც ენდობითმაშინ როდესაც საქმე ონლაინ შოპინგს ეხება, უმჯობესია ისეთი საიტების გამოყენება რომელსაც ენდობით და აქამდეც გისარგებლიათ. აღარ დაკარგოთ დრო მიმოხილვების ძიებაში, ენდეთ იმ საიტებს რომლებიც უკვე იცით, რომ კარგია, ან წარსული გამოცდილებით ხარისხიანია.

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლო უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც დეზინფორმაცია ამხილა, ამჯერად მხილება ეხებათ ტერმინ „რუსული კანონის“ მომგონებლებს

უკვე მერამდენედ ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა. ამჯერად ეს მხილება ტერმინის, „რუსული კანონი“ მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რა იყო რუსეთში მოქმედ კანონში ის შეზღუდვები, რომლის გამოც მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა: „1. ყველა გამოცემის ბრენდირება, როგორც „უცხოელი აგენტის“ წარმოებულის; 2. ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხვა; 3. პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა; 4. ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა; 5. კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შემოსავლის მიღების აკრძალვა; 6. არაპროპორციული სანქციები (დისკრეციული ჯარიმები, ორგანიზაციის გაუქმება)“. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ არცერთი ეს საკითხი, არცერთი ეს შეზღუდვა ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის. „ყველაფერ ამაზე ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დროს ისაუბრეს პარლამენტის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება მოსარჩელე პოლიტიკოსებს და „ენჯეოებს“, მათ მთელი პროცესის დროს ვერ დაასახელეს ვერცერთი არგუმენტი, რა ჰქონდა ქართულ კანონს საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან. ამიტომაც იყო საუკუნის აფერა, როდესაც ქართულ კანონს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან, „რუსული კანონი“ უწოდეს. რა თქმა უნდა, როგორც მანამდე – „რუსთავი 2“-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის და ა.შ. საქმეებზე – ალბათ არც ახლა მოიხდის ვინმე ბოდიშს საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის, მაგრამ ქართველი ხალხი თავის დასკვნებს ხომ გამოიტანს და ეს დასკვნები ყველაზე ცხადად და ხმამაღლა 26 ოქტომბერს გაჟღერდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ახალი შეთავაზება მზადაა…“ – ბოლო ცნობები კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებას გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს. „ნაპოლიმ უკვე მოამზადა ახალი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით წელიწადში ხელზე 5-6 მილიონ ევროზე მეტს აიღებს. უახლოეს კვირებში ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება“, - წერს რომანო სოციალურ ქსელში. განაგრძეთ კითხვა

ბოლო სიახლეები