ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი მოიცვა, რითაც საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება მისცა უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ფიზიკისა და ბირთვული ინჟინერიის ძირითად პრინციპებს.

სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მასტერკლასი ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, რამაც მონაწილეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე ემუშავათ და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის აქტუალურ კვლევებს გაცნობოდნენ. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების სერიამ მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია. პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინჟინერიის პოპულარიზაციაში, ხელი შეუწყო მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსგავსი ინიციატივების აუცილებლობა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.

„პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ერთვებოდნენ ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ სესიებში, სადაც სწავლობდნენ, თუ როგორ ხდება დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) მონაცემების ანალიზი და ახალი ნაწილაკების აღმოჩენა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მომავალი თაობის მოტივირება კვლევების მიმართულებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“, – აცხადებს ბესიკ კეკელია.

 

სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ: ქუთაისში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ბათუმში – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თელავში – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გორში – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თბილისში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო დასკვნითი მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, IPPOG საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს CERN-ის მეცნიერებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს. მისი მთავარი მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ სფეროებში მოტივაციის გაზრდა. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იყო ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ თანამედროვე მეცნიერების რეალურ გარემოს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას ადრეული ასაკიდანვე გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების უახლეს მიღწევებს. CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი სწორედ ასეთი უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს უქმნის საუკეთესო გარემოს რეალურ მონაცემებთან მუშაობისა და თანამედროვე კვლევითი პროცესების აღქმისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად ემუშავათ რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე – ვგულისხმობთ ATLAS ან CMS ექსპერიმენტების ფარგლებში დეტექტორებიდან მიღებულ მონაცემებს – გაეკეთებინათ საკუთარი ანალიზი და დასკვნები. თითოეული დღის ბოლოს ისინი ერთვებოდნენ საერთაშორისო ონლაინ დისკუსიაში, სადაც მათი შედეგები განიხილებოდა CERN-ის ექსპერტებთან ერთად. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას. აღნიშნულმა მასტერკლასებმა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში. წლევანდელი მასტერკლასები 180 მონაწილეზე იყო გათვლილი, თუმცა შემეცნებით ღონისძიებებში, ფაქტობრივად, 253 მოსწავლე ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მიმართ მაღალ ინტერესსა და მის აქტუალობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია და განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მონაწილეებმა გაიარეს ერთდღიანი „მეცნიერის გამოცდილება“, რომლის ფარგლებშიც მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის კვლევების მიზნებს, ექსპერიმენტულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში "იმედის დილა" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:- დღეს, დღის განმავლობაში, ქარი გაგრძელდება. ხვალ ჩადგება, შესუსტდება და აღარ იქნება. თუმცა, 8, 9 აპრილს ისევ ქარია მოსალოდნელი. 10-ში ცოტა შესუსტდება, 11-ში ისევ ქარი გვექნება. 12-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და აღარც ქარი იქნება.ძირითადად შიდა ქართლში, გორი-სურამის მონაკვეთზე, თბილისშიც, გარეუბნებში უფრო ძლიერი ქარი იქნება. 20-22 მეტრ წამამდე მიაღწევს ქარის სიჩქარე და მთიან-მაღალმთიან რაიონებშიც, დაახლოებით, 15-17 მეტრ წამამდე იქნება, ეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიაში გადის.აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 8-ში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 9-დან 11-მდე დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.მაღალ მთაში თოვლის სახით იქნება ნალექი. 12-ში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.12-შიც და 13-შიც (აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარიც არ გვექნება. ტემპერატურაც ცოტა მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე, აღმოსავლეთში - 20-21 გრადუსამდე.11-ში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც საღამომდე გაგრძელდება, თუმცა გვიან ღამით უკვე შეწყდება. ზოგან თუ დარჩება მცირე ნალექი, უფრო მეტად ჩრდილოეთ მთიან რაიონებში.დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მცირე წვიმა იქნება. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მაინც 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. ამ დღეებში ტემპერატურა 15, 16, 17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, დაახლოებით, ასეთი ტემპერატურა გვექნება. კვირას და ორშაბათს, 12-ში და 13-ში, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ​ამ კვირაში თოვლი მაღალმთიან რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში იქნება. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ალბათ, უფრო ღამის საათებში თოვლჭყაპი თუ იქნება. ძირითადად ნალექი მაღალმთიან რეგიონებში იქნება. 

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი – არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია“ იმ განცხადებით, რომელიც მიანიშნებს, რომ მთელი ხალხი ან ცივილიზაცია შეიძლება, „პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგების“ წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.მედიის ცნობით, გუტერეშის პრესსპიკერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი არ უხსენებია.„არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას“, – განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა.როგორც სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ლიდერებს კვლავ შეუძლიათ, „განადგურების ნაცვლად, დიალოგი აირჩიონ“. მისივე თქმით, მოლაპარაკებების სასარგებლოდ არჩევანი ახლავე უნდა გაკეთდეს.გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებაა მშვიდობისკენ მიმავალი გზის მოსაძებნად დიპლომატიის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.

ტროპარი და კონდაკი, რომელიც დიდ ოთხშაბათს იკითხება

დღეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქნოდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს ვასრულებთ. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.დღეს იკითხება:ტროპარი:აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.კონდაკი:ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.

რომის პაპი – იყო მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად მიუღებელია

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმა საერთაშორისო სამართალს არღვევს.„როგორც ყველამ ვიცით, იყო ასეთი მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა რომის პაპმა.ამასთან, ლეო XIV-მ „ამერიკელებს და სხვა კეთილი ნების მქონე ადამიანებს“ მოუწოდა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა მოსთხოვონ ომის უარყოფა და მშვიდობისთვის მუშაობა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება“.

მიხეილ სააკაშვილი – მეკითხებიან, როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე, შემხვდა ჟვანიას ძველი გუნდი, მომთხოვეს თანამდებობაზე მისი დანიშვნა და დავთანხმდი – ეგ გიენა გუშინ ჩემზე...

მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე - შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ითვალისწინებდა თანაგუნდელების აზრს.„მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე.გპასუხობთ - ეგ იყო პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი და ზურამ თავის ფინანსთა მინისტრად დანიშნა (მე არ ვერეოდი ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხებში), ჩვენ პრაქტიკულად კოალიციური ხელისუფლება ვიყავით და კოლექტიურად ვმართავდით.ზურას გარდაცვალების შემდეგ, მე ვაპირებდი პრემიერად, რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნას. ის ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და წარვუდგინე ჩვენს გუნდს, მინისტრების და პარლამენტარების ჩათვლით.თუმცა ამის შემდეგ ცალკე შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა და მე დავთანხმდი, ვინაიდან, მიუხედავად ვიღაც იდიოტების აზრისა დღეს, მე თითქმის ყოველთვის ვუსმენდი და ვითვალისწინებდი სხვების აზრს, ეგაა და ეგ.ისე ეგ გიენა გუშინ ჩემზე რომ იწევდა, რამ შეუშალა ნეტა ხელი, ათი ბადრაგი რომ მაკავებდა იმ პირობებში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები