საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მესამე კურსის
სტუდენტის, საბა მეტრეველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს
ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა.
ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ახალგაზრდა, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და
საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა
საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი – გულისხმიერი, ნიჭიერი,
გამორჩეულად კომუნიკაბელური და სიკეთით აღსავსე საბა მეტრეველი – ქარელის
მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
სამძიმარს ვუცხადებთ საბა მეტრეველის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს,
თანავუგრძნობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენი სტუდენტის სახელს მოუშუშებელ
იარად ვიტოვებთ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაღუპული სტუდენტის – საბა მეტრეველის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

