პარასკევი, თებერვალი 27, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოხსენებით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი სერგო შავგულიძე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების მიზნით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Munich – TUM) იმყოფებოდა. ვიზიტი, რომელიც 19 დღის განმავლობაში გაგრძელდა, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის სისტემების მიმართულებით მიმდინარე კვლევების ინტეგრირების ფარგლებში განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვიზიტის პროგრამის შესაბამისად, პროფესორმა სერგო შავგულიძემ TUM-ის სამეცნიერო სემინარზე წარადგინა მოხსენება თემაზე – „კოდირებული მოდულაციის სისტემები და მათი გამოყენება მრავალანტენიან კომუნიკაციებში“. ინფორმაცია პრეზენტაციისა და პროფესორის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ განთავსდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეცნიერის საერთაშორისო აკადემიურ აღიარებას.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აღნიშნავს, მოხსენება მოიცავდა ავტორის მიერ ბოლო წლებში, ინფორმაციის თეორიისა და კოდირებული მოდულაციის სისტემების სფეროში მიღებული ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო შედეგებს. პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, სტუ-ის პროფესორის ვიზიტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპული აკადემიური სივრცის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც ხელს უწყობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციას და საქართველოს პოზიციონირებას გლობალური საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევის რუკაზე.

„მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ სერგო შავგულიძის სამუშაო ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო შედეგების ინტერნაციონალიზაციის, ისე ერთობლივი კვლევითი პლატფორმების გაძლიერების თვალსაზრისით. პროფესორ შავგულიძის მიერ წარმოდგენილი კვლევები კოდირებული მოდულაციის სისტემებისა და მრავალანტენიანი კომუნიკაციების მიმართულებით პასუხობს თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების აქტუალურ გამოწვევებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიღებული შედეგები თანხვედრაშია უახლესი თაობის მობილური საკომუნიკაციო ქსელების – 5G-ისა და 6G-ის, ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან და შეესაბამება საერთაშოპრისო ტელეკომუნიკაციების კავშირის – ITU-ს რეკომენდაციებს. დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ინიცირებას, საერთაშორისო საგრანტო აქტივობებში ჩართულობის ზრდას და ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენას ევროპულ და გლობალურ სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში. მსგავსი ვიზიტები ქმნის მყარ საფუძველს ცოდნის ტრანსფერის, ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების და ინოვაციური კვლევების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის პროფესორის თქმით, მოხსენებაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაუსის, ლიპშიცისა და ჰურვიცის მთელ რიცხვებზე დაფუძნებულ ალგებრულ-რიცხვით მიდგომებზე, რაც ახალი სიგნალებისა და სიგნალურ-კოდური კონსტრუქციების ასაგებად გამოიყენება. როგორც სერგო შავგულიძე აღნიშნავს, მან განიხილა ჰიბრიდულ ფაზურ (ამპლიტუდურ-ფაზურ) და სიხშირულ მოდულაციებზე დაფუძნებული ორ- და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ფორმირების პრინციპები, რაც თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო სისტემების განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა.

„ამ თეორიული საფუძვლის გამოყენებით შემუშავებულია მრავალანტენიანი სივრცითი მოდულაციისა და განზოგადებული მრავალნაკადიანი სივრცითი მოდულაციის ახალი სქემები. განხორციელებულია მათი სინთეზი შეცდომების მაკონტროლებელ კოდებთან, რაც უზრუნველყოფს სისტემის საიმედოობისა და გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას. წარმოდგენილმა ანალიტიკურმა შეფასებებმა და კომპიუტერულმა სიმულაციებმა დაადასტურა, რომ შეთავაზებული სისტემები გამოირჩევა გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით, საკომუნიკაციო არხში შეცდომების კორექციის მაღალი უნარით, მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარით, ენერგეტიკული და სპექტრული ეფექტიანობის გაუმჯობესებით, აგრეთვე რეალიზაციის ოპტიმალური სირთულით. ეს უპირატესობები მათ კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო ანალოგებთან შედარებით. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი სისტემების ინტეგრირების შესაძლებლობებს მოქმედ 5G და პერსპექტიულ 6G მობილურ საკომუნიკაციო ქსელებში. საგულისხმოა მიღებული შედეგების შესაბამისობა ITU-ს რეკომენდაციებთან, რაც მათ პრაქტიკულ დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“, – აცხადებს სერგო შავგულიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სერგო შავგულიძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი – ავტომატური ელექტროკავშირის სპეციალობით. 1984 წელს მან მოსკოვში, Institute for Control Problems-ში (სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია) დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1991 წელს – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი Institute for Information Transmission Problems-ში. 1993 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ინფორმაციის თეორია, შეცდომათა მაკონტროლებელი კოდირების თეორია და კოდირებული მოდულაციის სისტემები; არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორი სერგო შავგულიძე მონაწილეობდა არაერთ მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონფერენციასა და სიმპოზიუმში. გარდა ამისა, ერთობლივი კვლევების ჩატარებისა და სალექციო კურსების წაკითხვის მიზნით, 1992–2024 წლებში ის არაერთხელ მიიწვიეს პროფესორად გერმანიაში – დარმშტადტის, ულმის, კონსტანცისა და ესენის უნივერსიტეტებში, ასევე, შვედეთის ლინჩეპინგისა და ლუნდის უნივერსიტეტებში, დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Denmark, ლინგბი, დანია) და გაერთიანებული სამეფოს ლანკასტერის უნივერსიტეტში (Lancaster University – UK); 2006-2025 წლებში მონაწილეობდა International Telecommunication Union-ის (ITU) ეგიდით ორგანიზებულ მრავალ კონფერენციასა და სემინარში; 2015, 2019 და 2023 წლების რადიოკომუნიკაციის ასამბლეებზე (RA-2015, RA-2019, RA-2023) კი პროფესორი სერგო შავგულიძე ITU-R-ის სასწავლო ჯგუფების ვიცე-თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და...

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს რაღაც სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების მცველები არიან, დღეს გაკრინტული აქვთ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს.„ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან საქართველოში უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები. ხმას არ იღებენ, რადგან ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს მეხუთე კოლონა, რომლებიც როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველოს პარლამენტს და პოლიციელებს. როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება – დღემდე არცერთმა მედიაუფლებების დამცველმა, კოალიციამ, ორგანიზაციამ, თუ ლეგიონია მათი სახელი, არცერთმა ხმა არ ამოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც მედიის სფეროში ან „ენჯეო“ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც ამ ქვეყნის შვილებისთვის, როდესაც ისინი დადგნენ ლონდონის და არა საქართველოს მხარეს. ფაქტია, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყაზახეთის ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ შჩუჩინსკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა.უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული, 19 პირი კი დაშავებული.დაშავებულთა შორის 16 წლის მოზარდია, 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის რეზერვუარიდან გაჟონვამ განაპირობა.

შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, საქართველოზე როდესაც ლაპარაკობენ, ყოველ ჯერზე ეს ფაქტი უნდა ავაფაროთ

უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი, ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს როდესაც ელაპარაკებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე ეს ციფრები უნდა ავაფაროთ.„ეს არის ყველაფრის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ეს ქმედებებიც არის გამოწვეული იმ გამწარებული მდგომარეობიდან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავი ჩაიყენა. თითქმის ერთი წელია, აშშ-ის ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და მთლიანად უკრაინის ომი არის აკიდებული ევროპის მხრებზე, მათი ფინანსური ტვირთი არის, მათი გადასახდელია ყველაფერი. ყიდულობენ ამერიკულ იარაღს თუ სხვა იარაღს და იღებენ სესხებს, აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას და ჩაიგდეს საკუთარი თავი აი ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩს, მისი თქმით, ეს დამიანი არ იშლის, დადის კაბინეტებში, არ იყიდოთ საწვავი რუსეთიდანო.„რომ ეკითხებიან, როგორო? თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი, იქ მიდის ბიზნესი. მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები ხომ? არა, ნუ დააწესებთ, ისე უთხარით ბიზნესსო. ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესზეო და ნუ დააწესებთო. ანუ, აბსოლუტურად სისულელეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი. ფაქტია, ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს ძაან გულწრფელად წამოცდა, რომ ჩვენ ვზიანდებითო, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა ამ ყველაფრითო, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდისო და ეს როგორ გამოდისო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.მისი თქმით, დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის შედეგები.„ნელ-ნელა ამ შედეგის დამალვა უნდა დავიწყოთ, თორემ ყოველ დილით კითხულობენ, საქართველოს ეკონომიკა იზრდებაო, ამას მერე მოყვება კითხვა, როგორ? ევროკავშირის, მშვიდობის პროექტის ელჩმა თქვა, ჩვენთან რუს ტურისტებს არ ვუშვებთო და თქვენ უშვებთო, ამის გამოა, რომ ეკონომიკა იზრდება. ჩვენ ფრენები ჩავკეტეთო, თქვენთან არის და ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენ ვაჭრობას ვზღუდავთო და თქვენ ვაჭრობთო და ეკონომიკა იზრდებაო. მართლა ხომ სამარცხვინოა, ვიზე საუბრობენ საერთოდ, ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპაციის გამოწვევები აქვს, რომელსაც ჯერ კიდევ ათწლეულები აქვს წინ, იმ დონეზე მივიდეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებია. თავი უნდა დავიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩს არ სიამოვნებს, რომ მისი ქვეყნების ეკონომიკური უკუსვლა საკუთარი სისულელის გამო ხება? ახლა უნდათ საქართველო ჩაყვეს ამ უფსკრულს. როგორც ცივილიზაციურ, ასევე ეკონომიკურ უფსკრულისკენ მიაქანებს დღეს ევროკავშირს ბრიუსელი და უნდა, ჩაგვითრიონ ამ უფსკრულშიც ეკონომიკური სტაგნაციის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა

ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ჯო უილსონის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტებიდან მხოლოდ ერთია მიღებული, არადა, დაინიცირებული აქვს ასობით კანონპროექტი.„გავიგეთ, რომ რაღაც ახალი თემა იქნება. შეგვიძლია, მოვემზადოთ, რომ ორ კვირაში ერთხელ ვიხილავთ, ამ საკითხს მიიღებენ თუ არა. ეს ყველაფერი ნაკლებად საინტერესოა. სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯო უილსონის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტებიდან მხოლოდ ერთია მიღებული, არადა, დაინიცირებული აქვს ასობით კანონპროექტი. როგორც ჩანს, ეს მისი გარკვეული ჰობია. რაც შეეხება ჩინეთს, ჯო უილსონმა ტელევიზორი ჩართოს და გერმანიის კანცლერს ნახავს, რომელიც ახლა ჩინეთშია, გახარებულია და კარგი შეხვედრები აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს – „იმედის ბანკს“ ქმნის

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.„ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“. აქ იმედია!“- ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება "კოლიზია" სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“,

ბოლო სიახლეები