სამშაბათი, იანვარი 27, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE-ის მასშტაბური პროექტი – DIGITECH იწყება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ Erasmus+ CBHE-ის პროექტის DIGITECH-ის ოფიციალურ გახსნასა და პირველ საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა. პროექტი მიმართულია მაღალტექნოლოგიური ცოდნისა და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და დიდ მონაცემთა გამოყენებისა და მათი ინტეგრირებისკენ უმაღლესი ტექნიკური განათლების პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი პილოტირება დაგეგმილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც განხორციელდება ახალი სასწავლო კურსების სასწავლო პროცესში ინტეგრირება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ახალი ლაბორატორიის აღჭურვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ყირგიზეთის, სომხეთის, სლოვენიისა და გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესსექტორის წამრომადგენლები მონაწილეობდნენ, ოშის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (OshTU – ბიშკეკი, ყირგიზეთი) უმასპინძლა.

სტუ-ის კანცლერისა და პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორის თქმით, პირველმა სამუშაო შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა სამწლიან საერთაშორისო ინიციატივას – „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“ (DIGITECH), რომლის მთავარი მიზანია „ინდუსტრია 4.0“-ის მოთხოვნებთან დაკავშირებული უნარების დეფიციტის შემცირება და თანამედროვე სამრეწველო განათლების სისტემის ჩამოყალიბება. პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, პროექტი ორიენტირებულია ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე ტექნოლოგიურ პროცესებსა და საწარმოო სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების პროგრამების მოდერნიზებას, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას. როგორც სტუ-ის კანცლერი აცხადებს, DIGITECH-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამრეწველო განათლების გარდაქმნას, თანამედროვე ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიულ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ფლობენ ინდუსტრია 4.0-ის ძირითად ტექნოლოგიებს, მათ შორის წარმოების დიგიტალიზაციას, ავტომატიზაციას, მონაცემთა ანალიზსა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის კონკურენტუნარიანობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

„საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის სტრუქტურირებული გაცვლის გზით, DIGITECH-ი ქმნის მდგრად საგანმანათლებლო ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების შესაბამისობას სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალს და გააძლიერებს აკადემიური სექტორისა და ინდუსტრიის თანამშრომლობას, რითაც ხელს შეუწყობს ყირგიზეთის, სომხეთისა და საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ამ კონტექსტში, საერთაშორისო პროექტი DIGITECH-ი, მიზნობრივად პასუხობს რეგიონის ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევას – საუნივერსიტეტო პროგრამებსა და შრომის ბაზრის სწრაფად მზარდ მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას“, – აცხადებს პროექტის კოორდინატორი პროფესორი კარლო კოპალიანი.

Erasmus+ CBHE-ის მასშტაბური პროექტ DIGITECH-ის ერთ-ერთ საკვანძო ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს კონსორციუმში შემავალ უნივერსიტეტებში „ციფრული ტყუპების“ (Digital Twins) ტექნოლოგიური ლაბორატორიების დაარსება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო ეკოსისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და აკადემიური ცოდნის ინდუსტრიულ პრაქტიკაში ინტეგრაციის დააჩქარებას. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ERASMUS+ CBHE საერთაშორისო კონკურსის შედეგების მიხედვით, საქართველოდან გამარჯვებული 5 პროექტიდან სამი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილოებით ხორციელდება. მათ შორის ერთმა პროექტმა გაიმარჯვა კოორდინატორის რანგში (პროექტი ERIC-GE), ხოლო დანარჩენმა ორმა – პარტნიორი ორგანიზაციის რანგში.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოდან კონსორციუმის ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე პროფესორი მარიამ რაზმაძე, პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორია სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ხოლო მენეჯერი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი ბორის გითოლენდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ომის ორივე მხარე

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება და აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.„პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება. მას ახლახან შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი, როცა დავოსში, შვეიცარიაში ვიყავით“, – განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ან უკრაინის ლიდერებთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩართულია პროცესში.„პრეზიდენტი კვლავ აქტიურად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ აცნობებენ მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი. მათ გასულ შაბათ-კვირას მრავალმხრივი შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც სათანადოდ არ გაშუქებულა, მაგრამ ეს ისტორიული ხასიათის იყო, სადაც პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ამ ომის ორივე მხარე, რათა პროცესი უფრო ახლოს მივიდეს მშვიდობასთან“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.დოკუმენტის თანახმად, მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ქოჩორაშვილის თაობაზე “სპორტინგი” შეთავაზებას ელოდება

"სპორტინგის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, 6-თვიანი იჯარით "ლევანტეში" დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ღამურებს" "სპორტინგისთვის" ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, გარიგების განსახორციელებლად კი 1 კვირა აქვთ. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პორტუგალიურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მოსალოდნელი ტრანსფერის გამო ქართველი ფეხბურთელი "სპორტინგის" ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა. გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

აშშ-ის საელჩო – საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად

საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში, Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა.ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.„საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს აშშ-ის საელჩო.ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 

ბოლო სიახლეები