სამშაბათი, მარტი 3, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მწერალ თამარ გლურჯიძეს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მწერალ თამარ გლურჯიძეს უმასპინძლეს.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

სტუ-ის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც მიმართულია თანამედროვე ქართული ლიტერატურის სფეროში ნიჭიერი და გამორჩეული მწერლებისა და პოეტების მხარდასაჭერად. საუნივერსიტეტო ფორმატის თანახმად, შეხვედრები ღიაა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, ვისაც უყვარს თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

 

სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილეები, პროფესორები – ლილი პეტრიაშვილი და ნონა ოთხოზორია, ასევე, ლიტერატორები და მოწვეული პირები.

 

თამარ გლურჯიძესთან შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ავტორმა, სტუდენტების თხოვნით, წაიკითხა ფრაგმენტები თავისი შემოქმედებიდან, ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი ხედვა და შემოქმედებითი გზის მნიშვნელოვანი დეტალები, მათ შორის ესაუბრა ცხოვრებისეულ ურთულეს პერიოდზე, ღრმა სასოწარკვეთაზე და თვითგადარჩენისთვის იმ უდიდეს ბიძგზე, რაც თამარ გლურჯიძის თქმით, მისთვის მწერლობა აღმოჩნდა. 

 

შეხვედრის მსვლელობისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, თამარ გლურჯიძის ნაწარმოებებიდან თავადაც შეერჩიათ სასურველი ფრაგმენტი ხმამაღლა წასაკითხად. მათ ავტორს არაერთი შეკითხვა დაუსვეს – მათ შორის დაინტერესდნენ შემოქმედებითი პროცესით, ლიტერატურული სტილით, პერსონაჟების პროტოტიპებით და თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების შესახებ ავტორისეული მოსაზრებებით.

 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეხვედრების იმგვარ ფორმატს, რომელიც სტუდენტებს თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი ინსპირაციის შესაძლებლობას უქმნის.

 

„მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ როგორი ძალა აქვს გულწრფელ საუბარს. თამარ გლურჯიძე არა მხოლოდ გამორჩეული ავტორია, არამედ ადამიანია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უდიდესი სითბოთი უზიარებს. თავისი ცხოვრებით თამარ გლურჯიძე ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრების უმძიმეს პერიოდშიც კი ადამიანმა შესაძლებელია საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის უსაზღვრო ენერგია, რომელიც მას ცხოვრების ახალ, ნათელ გზაზე გაიყვანს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და სასიხარულოა, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არ ღალატობს ტრადიციას ნიჭიერი მწერლებისა და პოეტების მხარდასაჭერად. ლიტერატურა, მეცნიერებასთან და ფილოსოფიასთან ერთად, ახალგაზრდებს თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი ინსპირაციის შესაძლებლობას უქმნის, ამავდროულად, ასეთი შეხვედრებით ფორმირდება უშუალო ურთიერთობები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, პუბლიცისტებთან. ასეთ ურთიერთობებში ისმინება არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ იკვეთება ადამიანური გამოცდილება, სითბო და პასუხისმგებლობა, რაც ფასდაუდებელი რესურსია ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, ორმხრივად დიდი პატივია, როცა ქართველი მწერლები უნივერსიტეტს მოიაზრებენ სივრცედ, საიდანაც მათი ხმა გაცილებით მეტ ახალგაზრდამდე აღწევს. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი ფორმატი აძლიერებს კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას შორის დიალოგს“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

 

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, ავტორმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სამახსოვრო ავტოგრაფებით საჩუქრად გადასცა კრებული – „მოფერება ლექსებად“, რომელიც შვილიშვილის, პატარა ანიტას უსაზღვრო მონატრებით შექმნილ 100 ლექსს აერთიანებს და მინიატურული პროზის კრებული – „სიცოცხლის ჟინი“, რომელიც თამარ გლურჯიძის მეორე საავტორო წიგნია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ში ირანის ელჩი – ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების სარგებლიანობაში ეჭვი ძალიან გვეპარება

გაერო-ში ირანის ელჩი ალი ბაჰრეინი აშშ-თან მოლაპარაკებების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს.„ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი მოლაპარაკებების სარგებლიანობაში“, – განუცხადა ალი ბაჰრეინიმ ჟენევაში ჟურნალისტებს.მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს თავის დაცვას აგრესიის დასრულებამდე.ამასთან, ბაჰრეინიმ აღნიშნა, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში არსებული რომელიმე ბაზა თუ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის ან შეჭრისთვის, თეირანი მას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მიიჩნევს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“.„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: „ძალიან გვიანია““, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ამასთან, ტრამპი აზიარებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას სახელწოდებით: „ჩვენ ტრამპის დოქტრინის დაბადების მოწმენი ვართ“.„რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტმაც იპოვა გზა, რომ შეეცვალა მსოფლიო სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე“, – აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ პოსტში.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟან-ნოელ ბარომ ჩინელ კოლეგასთან ირანში მიმდინარე ომზე ისაუბრა, მხარეები დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბარი გამართა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან, ირანში მიმდინარე ომის საკითხზე.საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები შეთანხმდნენ პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებაზე, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას და გაითვალისწინებს ირანელი ხალხის მისწრაფებებს.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიმდინარე ესკალაციაზე, მას შემდეგ, რაც „თეირანმა რეგიონში რამდენიმე ქვეყანას უსამართლოდ შეუტია“.ბარომ ასევე გააკრიტიკა ირანი იმის გამო, რომ თეირანმა არ დაიცვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. კერძოდ, ბირთვულ პროგრამასთან, ბალისტიკურ აქტივობებთან და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ასევე კეთილსინდისიერი მრავალმხრივი მოლაპარაკებების უარყოფისთვის.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ იყო ჩართული შეერთებული შტატებისა და ისრაელის ქმედებებში და მათ შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია.მისივე თქმით, ქვეყნებმა „პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ საერთაშორისო ინსტიტუტებს დავების მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენების დროსაც“.ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დიალოგს გააგრძელებენ.

„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია” – ანრი ჯოხაძის ემოციური მიმართვა

რუსთაველის თეატრის სცენაზე ანრი ჯოხაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ანრი ჯოხაძემ „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. შესრულებამდე მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა.„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია… ეს მისი ადგილი იყო. მე მინდა შევასრულო სიმღერა, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს. როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა და სახლში 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, დედა გამოვიდა და მას „ყვავილების ქვეყანა“ უმღერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში სიყვარულის ასეთი ახსნა დავინახე და გავიგე. დღეს ამ გენიალურ სიმღერას კონკრეტულად დედას ვუძღვნი," - თქვა ანრიმ.

ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელმა საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურა ირანის მთავარი პოლიტიკური შენობა, სადაც „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრები იკრიბებოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.„ექსპერტთა ასამბლეა“ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.მედიის ცნობით, თავდასხმას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტროც.ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება. უცხოური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში დარტყმის დროს.

ბოლო სიახლეები