შაბათი, მარტი 14, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მიმართვაში რექტორი საუბრობს სტუდენტების გადამწყვეტ როლზე ქვეყნის აღმშენებლობაში, ასევე ეხება იმ მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენებს, რასაც სტუდენტი-ახალგაზრდობა სამომავლოდ კაცობრიობის განვითარებაზე იქონიებს.

„ძვირფასო სტუდენტებო, 79-ე წელია მსოფლიო საზოგადოება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ერთდროულად მოიცავს ახალგაზრდულ შეუპოვრობას, იმედსა და პროგრესის დაუოკებელ სურვილს.

სტუდენტობა განსაკუთრებული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე აქტიური და ქმედითი პერიოდი, როდესაც ახალი ცოდნის დაგროვებასთან ერთად, ფორმირდება მომავალზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა, პროფესიული ხედვა, პრინციპები და მიზნები, მეორე მხრივ კი, ყალიბდება სამოქალაქო ცნობიერება და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მდგრადობას, სამართლიანობას და განვითარების პრიორიტეტებს.

სტუდენტი-ახალგაზრდობა ხართ ის ძლევამოსილი ენერგია და ინტელექტუალური ძალა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის პროგრესი, მომავლის მდგრადი პერსპექტივა და ზოგადად, კაცობრიობის განუხრელი სვლა უკეთესი მომავლისკენ.

სწორედ ამიტომ, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ახალგაზრდული ძალისხმევითა და ინოვაციური აზროვნებით შეძლებთ შექმნათ ახალი, სამართლიანი წესრიგი, ხოლო საზოგადოების ენერგია განთლებისა და მეცნიერებისკენ, პროგრესისა და აღმშენებლობისკენ მიმართოთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ქმედითი მხარდაჭერით, საქართველოს გაანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო თანადგომით – მუდამ მზად არის მხარში დაგიდგეთ ამ გამოწვევებით აღსავსე გზაზე: თქვენთვის უზრუნველყოს აქტიური სტუდენტური ცხოვრება, შეგიქმნათ საუკეთესო აკადემიური გარემო, კვლევითი შესაძლებლობები, თანამედროვე სტუდენტური სივრცეები, რა პირობებშიც შეძლებთ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი, ნიჭი, უნარები, რაც ასე აუცილებელია კარიერული განვითარებისა და სამომავლო სრულფასოვანი რეალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და შრომისმოყვარეობას, გაბედულ ნაბიჯებსა და წარმატებას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზნებზე ორიენტირებულობას. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა და დღევანდელი თქვენი მონდომება კი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი უდიდესი წარმატებაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!“ – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.

ცნობისათვის, 79 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი ძალების უხილავი თამაში კავკასიაში -რატომ გაიზარდა მოულოდნელად საქართველოს მნიშვნელობა

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის ერთი კითხვა: რატომ გაიზარდა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა გლობალურ პოლიტიკაში?ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონი დღეს ერთგვარ „გეოპოლიტიკურ გადაკვეთის წერტილად“ იქცა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა დიდი სახელმწიფოს ინტერესები ხვდება.საქართველო, თავისი მდებარეობის გამო, ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და მასზე გადის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს.საერთაშორისო ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა ხდის საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ.გლობალური პოლიტიკის პირობებში, როდესაც მსოფლიო ძალთა ბალანსი იცვლება, მსგავსი რეგიონები ხშირად იქცევა ყურადღების ცენტრად.ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საუბარი ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის უფრო სწრაფ კავშირს უზრუნველყოფს. ამ პროცესში სამხრეთ კავკასია ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად განიხილება.ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს წლებში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.საქართველოსთვის ეს შეიძლება გახდეს როგორც შესაძლებლობა, ასევე სერიოზული გამოწვევა. ქვეყნის სტაბილურობა და გონივრული საგარეო პოლიტიკა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო მომავალ გეოპოლიტიკურ პროცესებში.

ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს – „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მესამე პრეზიდენტის წერილს პასუხობს.ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოსადმი საპასუხო წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„გთხოვთ, გააფრთხილოთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას. გთხოვთ, დაარწმუნოთ თქვენი პრეზიდენტი, არ აშანტაჟოს და არც დაემუქროს ჩემს ქვეყანას და მის ლიდერებს. უნგრელები თავისუფალი ხალხი არიან. თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ. გთხოვთ, გააგებინოთ თქვენს პრეზიდენტს, სახელმწიფო ტერორიზმი, რომლის მეშვეობითაც მან გერმანული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი“ ააფეთქა, უნგრეთის წინააღმდეგ არ გამოდგება“, – აღნიშნავს ორბანი.მისი თქმით, უნგრეთმა მიიღო უკრაინელი ლტოლვილები და ბავშვებისთვის გახსნა უკრაინულენოვანი სკოლები.„მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანა, რომელთანაც თქვენ ამჟამად ომში ხართ, დღეს არ არის არც უნგრეთის და არც უნგრელების მტერი და ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეცვლას. ჩვენ კვლავ გვსურს, ვიყოთ თქვენი მეგობრები, მაგრამ თქვენს ომში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვისურვებ, ეს ძმათამკვლელი ომი არ დასრულდეს უკრაინის სახელმწიფოს ფატალური დასუსტებით და რომ ჩვენ შევძლოთ, დავუბრუნდეთ უკრაინულ-უნგრული მეგობრობის ძველ სულს“, – განაცხადა ორბანმა.წერილის ბოლოს უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მზად არის, შესთავაზოს იუშჩენკოს ან მის ოჯახს უსაფრთხო ადგილი, ოდესმე რომელიმე უცხო სახელმწიფო თუ დაემუქრება.შეგახსენებთ, რომ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანს ღია წერილით მიმართა და ის დრო შეახსენა, როდესაც მომავალს ერთნაირად უყურებდნენ.„დღეს, როცა შენს ქმედებებს ვუყურებ, საკუთარ თავს ვეკითხები: სად გაქრა ის ვიქტორი? როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელმაც თავისუფალი უნგრეთის აღმასვლა ნახა, ახლა თამაშობს იმ ძალების ხელში, რომლებსაც მეზობელი ქვეყნის თავისუფლების განადგურება სურთ?“, – წერს იუშჩენკო.

„ეს ამერიკული ძალაა თუ უკან დახევა?“ – ირანის ელჩი საქართველოში ტრამპის განცხადებებს ეხმაურება

,,გასულ თვეში ტრამპს ირანის შესახებ უნდოდა: დაე ხალხი აჯანყდეს, მთავრობა უნდა შეიცვალოს, დაე განადგურდეს რაკეტის ძალა. რეგიონალური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს; ახლა ომის მეორე კვირაში იმედი აქვს, რომ ჰურმოზის სრუტეს ღია დარჩება სხვების დახმარებით. ეს ამერიკული ძალაა თუ უკან დახევა?''- ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში  ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.„ საბჭომ დღეს სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტა კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.სანქციების მოქმედება გაგრძელდება 2,600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ დასანქცირდნენ. სანქციები მოიცავს მოგზაურობაზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას, და დასანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდებას.

გიგი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე – თუ „ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში მოთხოვნებთან,...

ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.მისი თქმით, ეს დასკვნა ნებისმიერი ქვეყნისთვის მძიმე იქნებოდა.„ეს დასკვნა, ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა მძიმედ აღსაქმელი. ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ესმის, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და ეს ვითარება არის გაუსაძლისი, საქართველო თმობდეს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში და მიდიოდეს იმ გზაზე, რომელსაც რუსეთის ან არადემოკრატიული ქვეყნების მცირე ჯგუფში მივყავართ, ეს კატასტროფული პერსპექტივაა.ყველას კარგად ესმის, რომ ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით და საქართველო სწორედ, ამ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. ყველა ის მცდელობა, რომ დასკვნის ნიველირება მოხდეს, ან იმის თქმა, რომ მიკერძოებულია და მხოლოდ 24 ქვეყანას უთქვამს თანხმობა ამ მექანიზმის ამუშავებისთვის, ეს სრულ თანხვედრაშია არადემოკრატიული ქვეყნების პასუხთან როგორიც ბელორუსში ან რუსეთში იყო. ასევე, ასეთი დამოკიდებულება არის კონტრპროდუქტიული და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყნისთვის, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ცალკეული ქვეყნების მერ დაწესებული სანქციები.თუ „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს, შედეგი იქნება ნეგატიური და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება.რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ამას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ დიდი საფუძველი შექმნა „მოსკოვის მექანიზმის" ამ დასკვნამ. ყველა მოქალაქე განიცდის იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შეფასებები აქვს. სომხეთს დღეს დიდი წარმატება აქვს და მის პრემიერ-მინისტრს ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავენ და ამავე დარბაზში, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, ამგვარი ეპითეტებია, ეს მტკივნეულია. ამას კი გადაწყვეტა სჭირდება და სწორედ ამისთვის არის საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებებისთვის განწყობილი და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილება იქნება, საქართველოს განვითარების საფუძველი",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ბოლო სიახლეები