პარასკევი, მაისი 9, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე
საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა სტუ-ის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს
წარუდგინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ვიდას კავალიაუსკასის
სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი
ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე.
საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,
ანდრიუს კალინდრასამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს,
უნივერსიტეტს, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც ელჩმა
შეხვედრისას აღნიშნა, მარია სულაბერიძემ ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და
სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ლიეტუვის
რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მხოლოდ ამ კონკურსის შედეგების
შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიდას კავალიაუსკასის
სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის
პოზიციაზე სტუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციისთვის მარია სულაბერიძის წარდგენა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ლიეტუვის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა
თანამშრომლობისთვის და გამოხატა ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
ცენტრის ახალი ხელმძღვანელისადმი სრული მხარდაჭერა.
სტუ-ის ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა
არაერთი ღონისძიება, რომელიც ახალი, 2023/2024 სასწავლო წლის მანძილზე
გაიმართება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში.
ინფორმაციისთვის: ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც
ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების,
მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ლიეტუვური
ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის,
ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის
პროფესორის, ვიდას კავალიაუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8
ივნისს მიენიჭა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები