ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასოცირებული პროფესორის ქეთევან როყვას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზას ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისათვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, თანამედროვე აგროტექნოლოგიური მეთოდების გაცნობა და აგრონომიული კვლევითი საქმიანობის პროცესის ადგილზე ნახვა.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიებს, მევენახეობისა და მებაღეობის თანამედროვე მიდგომებს, აგრეთვე სხვადასხვა კვლევით ინოვაციას, რომელიც ცენტრში ხორციელდება.

ქეთევან როყვას თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თეორიული ცოდნა პრაქტიკასთან დააკავშირონ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა ამისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მსგავსი ვიზიტები აძლიერებს სტუდენტების მოტივაციას, აღვივებს მათში პროფესიულ ინტერესს და ამზადებს მომავალ სპეციალისტებს თანამედროვე აგრონომიული გამოწვევებისთვის. გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში“, – განაცხადა ქეთევან როყვამ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ქსოვილის კულტურის (In Vitro) ლაბორატორია.

ლაბორატორიის უფროსმა, ახალგაზრდა მეცნიერმა თეკლე ზაკალშვილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებისა და მცენარეთა უჯრედულ დონეზე გამრავლების შესახებ. ისინი გაეცნენ ინ ვიტრო მეთოდის მნიშვნელობას ჯანსაღი და გენეტიკურად სტაბილური ნერგების მიღების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია სერტიფიცირებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისთვის. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს ნიადაგის სრულყოფილ ქიმიურ-ფიზიკურ ანალიზს.

„სტუდენტებმა უშუალოდ იხილეს ის პროცესები რომლებიც აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერების, შემცველობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დასადგენად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლიანობისა და გარემოს მდგრადობის შეფასების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნენ თესლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას და დააკვირდნენ თესლის სერტიფიცირების პროცესს. მათ შორის იყო ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა თესლის სიწმინდის, ტენიანობისა და აღმოცენების მაჩვენებლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ლაბორატორიული შემოწმება. სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე ჰიდროპონიკის სათბური. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და რესურსეფექტურ ტექნოლოგიას სოფლის მეურნეობის სექტორში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურსათის უსაფრთხოებისა და ინოვაციური მიწათმოქმედების ხელშეწყობაში“, – განაცხადა ქეთევან როყვამ.

სტუ-ის ინფორმაციით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ვიზიტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან, სისტემატურ თანამშრომლობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

2008 წლის 8 აგვისტო-411 დაღუპული,130 000-მდე დევნილად ქცეული ადამიანი

ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. 411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა. ომიდან 17 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებით და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილების და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნია და ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

ირაკლი კობახიძე – სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით

გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრასა და ქალაქის განვითარებაში.„თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლო ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქისა და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.„სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს ორი კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გვეყოლება ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები შეაჯამა და განაცხადა, რომ ისინი თანხმდებიან შემდეგზე: „სწორედ რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ დიპლომატიას, რომელსაც შეუძლია მშვიდობის გარანტირება“.ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის „ომი ევროპის წინააღმდეგ“.მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა ლიდერების დონეზე შეხვედრების პოტენციური ფორმატები.

კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება, ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E კატეგორიები/ქვეკატეგორიები.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

„30.07.2025 წლის ჩანაწერებიდან“,- წერს გოგა მანია და ვიდეოს აქვეყნებს.ის ამ წინასწარმეტყველებაში საუბრობდა, რომ მოსალოდნელი იყო ვირუსი, რომელიც მწერებისგან გავრცელდებოდა.ნახეთ, ვიდეო:

ბოლო სიახლეები