ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში განხორციელებული ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სტრატეგიული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დიალოგი სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია, – ამის შესახებ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) პროფესორმა ნიკა შავიშვილმა RIBA-ში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორი ნიკა შავიშვილი ლონდონში ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა შავიშვილი შეხვდა RIBA-ს წარმომადგენლებს, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

როგორც პროფესორი შავიშვილი აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გაეცნო ინსტიტუტის აკრედიტაციისა და ვალიდაციის პროცედურებს. განხილვის მთავარი მიზანი იყო საჭირო მოთხოვნების გაანალიზება, რათა IDS-მა უზრუნველყოს არქიტექტურული განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RIBA-სგან უშუალოდ მივიღოთ რეკომენდაციები. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განვითარებაში გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის შესაძლებლობები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ GTU-ის საერთაშორისო დიზაინის სკოლა რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება. მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა RIBA, თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს IDS-ის ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას და ცნობადობას მსოფლიო არქიტექტურული განათლების სივრცეში. თანამშრომლობა ასევე შეუწყობს ხელს სტუდენტთა მობილობის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას“, – აცხადებს ნიკა შავიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები. დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა...

იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. იგი ამგვარად გამოეხმაურა „დიფ სთეითის“ თემაზე შეერთებულ შტატებში გაკეთებულ განცხადებებს, ასევე ქართული ოპოზიციის შეფასებებს, რომ „დიფ სთეითი“ გამოგონილია.„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობები სწორედ იმ დღის წესრიგზე იქნება აგებული, რომელიც არ ითვალისწინებს „დიფ სთეითის“ იდეებს და რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმ დღის წესრიგისა, რომელსაც ომი ჰქვია. „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები. დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის განცხადებით კი, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.

Amnesty International – დაუსჯელობა იმარჯვებს, მზია ამაღლობელს მიესაჯა პატიმრობა არასათანადო მოპყრობისა და უსამართლო სასამართლოს შემდეგ

მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს, – ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებაშია ნათქვამი.მისი თქმით, მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან მთელი რიგი ძალადობის მსხვერპლი გახდა.„სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვირილი, დაშავება და შემდგომში სამედიცინო დახმარებაზე უარი – ყველაფერი ეს დადასტურებულია სასამართლოზე თავად პოლიციის თანამშრომლების მიერ, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ იმარჯვებს. სასამართლო პროცესს თან სდევდა სერიოზული პროცედურული დარღვევები და მიკერძოება. სასამართლომ არ მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებების უმეტესობა და უარი თქვა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სანდო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

შალვა პაპუაშვილი – გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან

გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა.„გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში.მაგრამ, ისევე როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ არცერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ, ბოდიში არ მოიხადეს.სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 24 დიპლომატიური წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი მყინვარის დნობის შედეგად იპოვეს – ცხედარი დაუზიანებელი იყო

პაკისტანის შორეულ, მთიან, კოჰისტანის რეგიონში, მყინვარის დნობის შედეგად, 28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.ქვეყნის აღმოსავლეთით, ე.წ. ლედი ველიში, მწყემსმა შემთხვევით იპოვა კარგად შემონახული, ხელუხლებელი ცხედარი, რომელსაც ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა დაზიანებული.ცხედარს თან პირადობის მოწმობაც აღმოაჩნდა. პოლიციამ მისი იდენტიფიცირება შეძლო, რადგან ის ამ ტერიტორიაზე 1997 წლის ივნისში დაიკარგა, როდესაც, ქარბუქის დროს, მყინვარის ნაპრალში ჩავარდა.როგორც BBC იუწყება,  რეგიონში ბოლო წლებში თოვლის რაოდენობა შემცირდა, რის გამოც მყინვარები მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და დნობის პროცესი დაჩქარდა. ექსპერტების თქმით, ცხედრის აღმოჩენა აჩვენებს, თუ როგორ დააჩქარა კლიმატის ცვლილებამ მყინვარების დნობა.

ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ბოლო სიახლეები