პარასკევი, ივლისი 4, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

დავით გურგენიძე თავის მიმართვაში ხაზს უსვამს იმ გზის მნიშვნელობას, რომელსაც ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე გაივლიან.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია. რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც მომავალ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემა აძლევს და რაც მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე, პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას აძლევს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

21-ე საუკუნე ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომები აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის.

ახალგაზრდებო, სწორი საგანმანათლებლო სივრცის არჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე ჩვენი საზოგადოების წინსვლაში. განათლება არის საძირკველი, რომელზეც შენდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამეთუ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ცოდნის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეთიკა, კოლეგიალობა და უკეთესი მომავლის რწმენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უმაღლესი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების სფეროში და წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. უნივერსიტეტი არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, არამედ უწყვეტად ნერგავს კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომებს, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის ინჟინრები, მეცნიერები, ლიდერები ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.

გისურვებთ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! გქონდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და მიზანდასახულობის რწმენა“, – აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა.დემოკრატიული პარტიის ყველა წევრმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.ახლა კანონპროექტი დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.შეგახსენებთ, ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას.კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხი ტრილიონი დოლარით გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა აღიარა

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა დაადასტურა.ცნობისთვის, 2021 წელს ავღანეთში ომის შედეგად ხელისუფლების მოპოვების შემდეგ “თალიბანმა” სახელმწიფოს სახელი შეუცვალა და ის “ავღანეთის ისლამური ემირატი” გახდა.მოსკოვში მდებარე ავღანეთის საელჩოდან “ისლამური საემიროს” დროშა გადმოფინეს.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს განაპირობა მათი მხრიდან მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რობინ დანიგანის გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მტრობის თანამონაწილე იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ეს უნდა გაითვალისწინოს ყოფილმა ელჩმა ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას.„ოთხი წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და როდესაც ბატონი ჯეი დი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებზე, მისი ადრესატი იყო სწორედ ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ოთხ რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში – ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეი დი ვენსის სიტყვები მიმართული იყო სწორედ ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ეს, მგონი, ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა, მან სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეი დი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი მანიპულაცია“,- აღნიშნა პრემიერმა.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივლისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი და წვიმა იქნება.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +22 - მოღრუბლულიზუგდიდი +20 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +19 - წვიმაქუთაისი +19 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +18 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +18 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 -წვიმასტეფანწმინდა +13 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +23 - მოღრუბლულირუსთავი +25 - მოღრუბლულითბილისი +23 - წვიმა

ირაკლი კობახიძე – კარგი ნაბიჯი იყო, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე, ეს გვაძლევს...

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მზად არის, სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.„ჩვენ მოთმინებით ველოდებით ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი არის გადადგმული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ ერთი რამ, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მეტიც, მზად ვართ, დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი ამ სტრატეგიული პარტნიორობისათვის, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, როგორც აშშ-სთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მკაფიო შეთავაზება, რაც კი ჩვენგან შეიძლებოდა, გაკეთებულიყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და იმედია, ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული. თავისთავად, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ. თუ ასე განვითარდება პროცესები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აუცილებლად გადაიტვირთება“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები