ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა

სტუდენტებს ვურჩევ, საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში სწავლის პერიოდი გამოიყენონ მაქსიმალურად: ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მიიღონ მონაწილეობა კონფერენციებში, გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კარიერული განვითარების ცენტრები, სტაჟირების და დასაქმების პროგრამები, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რეზო აბზიანიძე აცხადებს.

ის სტუდენტებს ურჩევს, აუცილებელად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ სამუშაოს პოვნაში დაეხმარებათ.

„აუცილებელად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, ფრილანსინგი და საკუთარი მცირე პროექტები დაეხმარებათ იმაში, რომ უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მარტივად იპოვონ სამუშაო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ უნივესიტეტი მხოლოდ დასაწყისია. ის გვაძლევს საფუძველს, მაგრამ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. სტუდენტებო – არ შეწყვიტოთ სწავლა, განათლება არ სრულდება დიპლომის მიღებით. მუდმივად ეცადეთ განვითარდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, განავითარეთ უნარები და იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის”,- განაცხადა მან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეზო აბზიანიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი დაასრულა 2018 წელს, ხოლო მაგისტრატურა – 2021-ში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს აქვს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამართლის სკოლა, სადაც დანერგილია სწავლების კარგი მეთოდი. აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა, ფაკულტეტმა მომეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად ამეთვისებინა ჩემი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც ყველა დამწყები იურისტისთვის მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ გამიმყარა თეორიული საფუძვლები, რამაც შემაძლებინა შესაბამის სფეროში წარმატებით მუშაობა. პარალელურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სემინარებში, კვლევით პროექტებში, პრაქტიკულ დავალებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობამ გამომიმუშავა უნარები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქსელური ურთიერთობები. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო დარგის წამყვანი პროფესიონალები, ლექტორები და რა თქმა უნდა, თანაკურსელები, რომლებიც შემდეგ ჩემს კარიერულ განვითარებაში გარკვეულწილად დამეხმარნენ. პროფესიული კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომით ბაზარზე, სადაც არა მხოლოდ ცოდნა არამედ სოციალური კავშირიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევამ მომცა თავდაჯერებულება, რაც შემდგომში წარმატებულ კარიერულ ნაბიჯებში დამეხმარა”, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილ სასწავლო წლებს რეზო აბზიანიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, რეზო აბზიანიძე 2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გავავრცელოთ-27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ნოდარ ნაცვლიშვილს 2023 წელს დაუდასტურდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). დიაგნოზის მიღებისთანავე ოჯახმა დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა. საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიების შემდეგ ნოდარ ნაცვლიშვილი გადაიყვანეს სტამბოლის Florence Nightingale Hospital-ში, სადაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.დაავადებამ რეციდივი განიცადა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა.ანალიზებისთვის საჭიროა 20 000 დოლარი, მკურნალობის კურსი კი შეადგენს 200 000 დოლარს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸„საქართველოს ბანკი“: GE09BG0000000100913919მიმღები:  მარიამ ოდიკაძე.🔹„თიბისი“ ბანკი: GE32TB7456545064300016მიმღები: ნინო ნაცვლიშვილი.

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ეს მესამე ავიამზიდია, რომელიც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აშშ-მა გადაიყვანა.ამასთან, გზაშია კიდევ ერთი ავიამზიდი, რომელიც სავარაუდოდ „კარლ ვინსონს“ ჩაანაცვლებს.

ავარია სამეგრელოში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჭალადიდი ფოთის დამაკავშირებელ გზაზე.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის გამო, მოძრაობა დროებით შეფერხებულია.ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.

დღეს, დავით ყიფიანი 74 წლის გახდებოდა.

დღეს, 18 ივნისს, დავით ყიფიანი 74 წლის გახდებოდა. თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ისტორიაში.დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, თბილისის „დინამოში“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო პერიოდი, „დინამოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და დროებით ისევ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.მაგრამ მოთამაშე, რომელზეც თქვეს, რომ „ამისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა“, საბოლოოდ ისტორიაში კახი კავსაძის ცნობილი სიტყვებით შევიდა – „ის იყო ხალხის სიხარული“.ნიჭიერი მოთამაშე ისევ „დინამოში“ მიიწვიეს, პოზიცია შეუცვალეს და 26 წლის ასაკში დაიწყო ისტორია მოთამაშის, რომელმაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი დატოვა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში – 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე – 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.დავით ყიფიანი კარიერის შემდეგ ავარჯიშებდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“, ქუთაისის „ტორპედოს“, იაროსლავლის „შინიკს“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ (1990, 95, 96, 97) და „ტორპედო“ (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო „დინამომ“ (1995, 96, 97) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.ქართული ფეხბურთის ლეგენდა 2001 წლის 17 სექტემბერს, 50 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა. 2011 წლის 17 მაისს, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – დავით ყიფიანს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. დავით ყიფიანის სახელობისაა საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.

დონალდ ტრამპი – ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი – განაგრძე, მას ყოველდღე ვესაუბრები, კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანში კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.„მე ვუთხარი – განაგრძე. მას ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში მოქალაქეები ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან.ტრამპმა „სიენენის“ კითხვაზე, ხომ არ მიუნიშნებია ნეთანიაჰუსთვის, რომ აშშ-მ შესაძლოა, დახმარება გაუწიოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, ტრამპი ამბობს, რომ – არა.

ბოლო სიახლეები