საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა ქვემო ქართლის ღია პირველობაზე ცურვაში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლის ღია პირველობა ცურვაში რუსთავში, საცურაო აუზ „თოლიაში“ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა ტონუსის, ბლექსის, ბლექსი 2-ის, ლაგუნას, გლდანის, გორის, თემქის, დიღმის, რუსთავის, რუსთავი არენას, ერთა-ერის გუნდების 125 მოცურავე.
„სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი მორიგ გამარჯვებას ულოცავს „ტონუსის” მოცურავეთა გუნდს და აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა პირობებს ქმნის, რათა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ნორმა გახდეს. მისივე თქმით, ცურვაში ქვემო ქართლის ღია პირველობა ჩატარდა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში – გოგონები: 2013-2014 და 2015-2016, ხოლო ვაჟები: 2011-2012 და 2013-2014 წლებში დაბადებულები.
სტუ-ის ინფორმაციით, „ტონუსის“ გუნდის წევრებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვეს: ანა კვიკვინია – 2 ვერცხლი, ანდრია კაჭეიშვილი – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, გეგა კვანჭიანი – 1 ბრინჯაო, ივან გავრილიჩენკო – 2 ოქრო, ალექსანდრე არუთინოვი – 1 ბრინჯაო, ივან დობრიანსკი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო, სემიონ გავრილიჩენკო – 1 ბრინჯაო, მარკოზი ნებუნიშვილი – 1 ბრინჯაო. 4X100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში ტონუსის გუნდმა, ალექსანდრე არუთინოვის, ნიკა გუგუციძის, ივან დობრიანსკის, ივან გავრილიჩენკოს შემადგენლობით ბრინაჯოს მედალი მოიპოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.