ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ საგასტროლო ტურნე დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრსა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე მიხო მოსულიშვილის დრამის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – „უკანასკნელი თოლია”, წარსდგა, რომელშიც მოქმედება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვითარდება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების გმირულ თავგანწირვაზე მოგვითხრობს.

სპექტაკლის რეჟისორის, „მოდინახეს“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას თქმით, სპექტაკლმა „უკანასკნელი თოლია“, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით ჩაიარა.

„უკანასკნელი თოლია“ არის ჩემი სადებიუტო სპექტაკლი და, შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორი გასტროლზე პირველად წარვდექი მაყურებლის წინაშე. „მოდინახეს“ დასი სამტრედიამ და სენაკმა, უკვე მერამდენედ, დიდი სიყვარულითა და ოვაციით მიგვიღო, რაც ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამტრედიისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერებს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრებს – გულთბილი მიღებისთვის. უღრმესი მადლობა მაყურებელს, რომელთა მხრიდან გამოხატული სიყვარულის სითბო დიდხანს ემახსოვრება ჩვენი დასის მოყვარულ მსახიობებს. აღსანიშნავია, რომ „მოდინახე“ საგასტროლო ტურნეს განაგრძობს“, – აცხადებს გიორგი ჭანტურია.

უნივერსიტეტის განმარტებით, „მოდინახეს” დასთან ერთად, ქალაქ სენაკში იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მრჩეველი დავით ოქიტაშვილი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მათ ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას მემორიალები.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „უკანასკნელი თოლია“ – მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი), ანანო გოგია (კორესპონდენტი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გიორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწეა ზურა ბერუაშვილი, გახმოვანება – ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ 2022 წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რობერტა მეცოლა – აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის...

საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ემანუელ მაკრონი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული

მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მაკრონის თქმით, საფრანგეთი რჩება მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული.„მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით. ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა. საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“, – წერს ემანუელ მაკრონი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

კაია კალასი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებებს, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.„მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინისთვის აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში საჭირო დახმარების განახლებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კალასი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში 178 დღე გაატარა, საუბრობს „დიდ ტყუილზე“, რომელიც მან დედამიწის ნახვის შემდეგ გააცნობიერა

NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა, რონ გარანმა, 178 დღე კოსმოსში  გაატარა და ეს იყო მომენტი, როდესაც ის დედამიწას უყურებდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.კოსმოსში გატარებულმა დღეებმა ასტრონავტში გამოიწვია „მიმოხილვის ეფექტი“.„მიმოხილვის ეფექტი" ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ასტრონავტები მიდიან კოსმოსში და ქვემოდან იყურებიან. ამ დროს პირველად ხედავენ დედამიწას ამ პერსპექტივიდან. გამოცდილება „ცვლის ასტრონავტების შეხედულებას და აზროვნებას ჩვენს პლანეტაზე და თავად სიცოცხლეზე“,- განმარტავს NASA .Big Think-თან ინტერვიუში ასტრონავტმა განმარტა: „ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ტყეების განადგურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, როგორც ცალკეული საკითხები, როდესაც სინამდვილეში ისინი მხოლოდ ძირითადი პრობლემის სიმპტომებია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თავს არ ვთვლით როგორც პლანეტატორებად.როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფანჯრიდან გავიხედე, დავინახე პაპარაცები, როგორც ელვისებური შტორმის ციმციმები, დავინახე ავრორას მოცეკვავე ფარდები, რომლებიც ისე ახლოს ჩანდნენ, თითქოს შეგვეძლო ხელით შევხებოდით. დავინახე დაუჯერებელი რამ - ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს სიმკვრივე“.

კირ სტარმერი – სიხარულით მივესალმები ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შაბათს ლიდერებს შევხვდები

სიხარულით მივესალმები დღეს ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტ ზელენსკის ამ შესანიშნავ გარღვევას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.სტარმერის თქმით, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.„ეს მნიშვნელოვანი მომენტია უკრაინაში მშვიდობისთვის და ახლა ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მდგრად და საიმედო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და საომარი მოქმედებების დასრულებას.შაბათს ლიდერებს შევხვდები შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ომის დასრულებაში სამართლიანი და პერმანენტული გზით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, ისიამოვნოს თავისუფლებით“, – ნატქვამია სტარმერის განცხადებაში.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ბოლო სიახლეები