ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი „სტუ-ტონუსს“ წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, წყალბურთელთა გუნდს – „სტუ-ტონუსი“ (თბილისი) წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებასა და „ქუთაისის თასის“ მოპოვებას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა – „სტუ-ტონუსი“ ღირსეულად იასპარეზა, ფინალურ შეხვედრაში კი ქუთაისის გუნდს სძლია და „ქუთაისის თასს“ დაეუფლა. გარდა ამისა, ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ-ტონუსის“ წყალბურთელები – ივა ჭუბაბრია და სანდრო ბაბიაშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და მეკარედ აღიარეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, წყალბურთის საუნივერსიტეტო გუნდმა მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. რექტორის განცხადებით, წყალბურთელთა გამარჯვება ინტენსიური წვრთნებისა და საუკეთესო საწვრთნელი ბაზის არსებობითაც არის განპირობებული.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას. ვცდილობთ, სწავლის პარალელურად, ისინი აქტიურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მონაწილეობა მიიღონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებში. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდული სპორტული აქტივობები მუდამ მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისისა და რეგიონების მუნიციპალიტეტების მერიების და სპორტის ეროვნული ფედერაციების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ “სტუ-ტონუსის” წყალბურთელები საუკეთესო საწვრთნელი ბაზით არიან უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, პირადად კახა კალაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივას, წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საცურაო აუზი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაბრუნებოდა. ჩვენი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ვულოცავთ საუნივერსიტეტო გუნდს – „სტუ-ტონუსს“ წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ”, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისაათვის, საერთაშორისო ტურნირს წყალბურთში – „ქუთაისის თასი“ – 18-20 ოქტომბერს ქუთაისმა უმასპინძლა. ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები: „სტუ-ტონუსი“ (თბილისი), ქუთაისის „ქუთაისი“, სომხეთის „არმენია“, თურქეთის „გირესუნი“, ბათუმის „ბათუმი“ და კვიპროსის „ლარნაკა“, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები