პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო კონფერენციით იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ
სასწავლო წელს საერთაშორისო საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით –
„მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი გამოწვევები და შესაძლებლობები“, იწყებს. ამის
შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუ-
ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ასევე მთის მდგრადი განვითარების
ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის, რომელსაც
რამდენიმე ევროპული ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები დაესწრებიან,
მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) და გორის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სტუ-ის ბიზნერსტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საერთაშორისო
კონფერენციასტუდენტებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ უნარები. პროფესორ
რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის მხარდამჭერები არიან:
გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism); მთის პარტნიორობა
(MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO); გრასრუტ ინსტიტუტი – THE GRASSROOTS INSTITUTE (კანადა);
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო- საქართველოს ოფისი (JICA,
იაპონია); ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; დაცული ტერიტორიების სააგენტო;
კურორტების განვითარების სააგენტო; გარემოს ეროვნული სააგენტო; მილანის
უნივერსიტეტი (იტალია); სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers ; ტურისტული კომპანია
Magic Roads; გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის
ორგანიზაცია); კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია; კონსალტინგისა
და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი; სტუ-ის ინსტიტუტი ტექინფორმი.

“2024-2025 სასწავლო წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ბიზნესტექნოლოგიების
ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად შეივსო
მისაღები კონტიგენტი. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე
ჩაირიცხა 250 აბიტურიენტი, მაგისტრატურის – 110, ხოლო დოქტორანტურის – 20.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს გააჩნია
მაღალი რეიტინგი და ერთ-ერთი მოთხოვნადია ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.
ხორციელდება სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც
ორიენტირებული არიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულ სასწავლო
მეთოდოლოგიის დანერგვაზე, სამეცნიერო კვლევებზე და იძლევიან პროფესიული
კვალიფიკაციის თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით
ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება/გადამზადება.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო კონფერენციები,
ვორქშოფები, ტრენინგები. განხორციელდა საერთაშორისო და შიდა საფაკულტეტო
პროექტები პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობით; ტრადიციად
იქცა უცხო ქვეყნის პროფესორთა მიერ საჯარო ლექციების ჩატარება; ფაკულტეტის
პროფესორ-მასწავლებლების მიერ გამოიცა მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და
დამხმარე სახელმძღვანელო; ისინი მონაწილეობენ ადგილობრივ/საერთაშორისო
კონფერენციებში საქართველოსა და უცხოეთში, კითხულობენ ლექციებს ევროკავშირის
ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, არიან სხვადასხვა დარგობრივი აკადემიის
აკადემიკოსები, ნიუ-იორკის აკადემიის წევრები, საერთაშორისო იმფაქტ-ფაქტორიანი
ინდექსაციის მქონე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები, ტრენერები,
აკრედიტაციის ექსპერტები, ღირსების ორდენის მფლობელები, პარლამენტის ყოფილი
წევრები; ფაკულტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას და
პრაქტიკას; ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მრავალჯერ იქნა მოპოვებული შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამების გრანტი. ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ERASMUS+
გაცვლით პროგრამებში, 50-მდე სტუდენტი და პროფესორი იმყოფებოდა უცხოეთის
სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 60-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო
სტიპენდიანტია, 50-მდე სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტი.
ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ და არიან სპორტის სხვადასხვა
სახეობაში საქართველოს/ევროპის ჩემპიონები, ახალგაზრდული ნაკრების წევრები. ჩვენი
ფაკულტეტის წარმატება უკავშირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორის ინიციატივას სტუდენტებისთვის შექმნას ევროპული სტანდარტის
საგანმანათლებლო სივრცე. მადლობას მოვახსენებ აკადემიკოს დავით გურგენიძეს
მხარდაჭერისთვის”, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების
ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის
დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, აკაკი ხოშტარიას და
დავით სარაჯიშვილის. ფაკულტეტი სხვა ფაკულტეტებთან ერთად აქტიურადაა
ჩართული ქვეყნის ინოვაციური განვითარების პროცესში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ხდება ხვალ სამების საკათედრო ტაძარში?!

დღეს, 18 ოქტომბერს დღის 3 საათზე დიდ სამებაში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი" - ინფორმაციას რელიგიური ტიპის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას გვიდასტურებს სამების მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მჭედლიშვილი, პარაკლისს მამა ილია ატარებსო. "მისულ მრევლს საჩუქრად დაურიგდებათ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატები. გააგებინეთ ყველას," - წერს გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო".

„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბოლო სიახლეები