შაბათი, ოქტომბერი 18, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს, პირველ ნაკადში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტი ეწვია.

ანაკლიის ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გახსნა. მინისტრმა პირველი ნაკადის სტუდენტებს ბანაკში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებზე ესაუბრა და სასიამოვნო დასვენება უსურვა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, პროგრამის მიზანი ახალგაზრდების აქტიური დასვენების, სოციალური ინტეგრაციის და მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის პარალელურად, ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და პატრიოტული ღირებულებების წახალისებაა.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვატო ბააკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთული დასვენება უსურვა და მათ ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, ახალგაზრდულ ბანაკებისთვის შემუშავებულია მრავალფეროვანი აქტივობები იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, შეძლონ დასვენება, გართობა და თვალსაწიერის გაფართოება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ანაკლიის ბანაკში 5 დღის მანძილზე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორც საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ასევე, სპორტული და კულტურული მიმართულებით. სასიხარულოა, რომ ბანაკი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა აღჭურვილი – არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. მადლობას ვუხდით სამინისტროს, პირადად მინისტრ გიორგი ამილახვარს იმ შესაძლებლობის შექმნისთვის, რაც ჩვენი ახალგაზრდების დასვენებას, მათ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთულ დასვენებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ანაკლიის ბანაკის 5-დღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებსა და კულტურულ აქტივობებში, ასევე, თემატურ ტრენინგებში, მათ შორის: ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობის, ნარკოდამოკიდებულების საფრთხეების. ასევე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენის შესახებ; Guest Speaker-ის ფარგლებში კი ახალგაზრდები ცნობილ პოლიტიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვანებს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტისგან შემდგარი პირველი ნაკადი ანაკლიის ბანაკიდან დღეს გამოემგზავრა.

წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ანაკლიის ბანაკი სტუდენტთა 13 ნაკადს მიიღებს და ჯამში 3 120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი კიდევ არ დაგვიბრუნდება ომით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის დონალდ ტრამპის პოზიციას ომის შეწყვეტის შესახებ.„მე ვფიქრობ, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს აშშ-ის მხრიდან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები.„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მხოლოდ აშშ-ს აქვს რუსეთზე რეალური ზეწოლის საშუალება. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ რუსეთი კიდევ არ დაგვიბრუნდება ომით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მანამდე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს“, – დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი: აშშ მძლავრ იარაღს აწვდის უკრაინას, რაც ამერიკის რეზერვებზე გავლენას ახდენს, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვინდა ამ ომის დასრულება, სწორედ ეს არის

“ჩვენ გვჭირდება „ტომაჰავკები“ და ბევრი სხვა იარაღი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში ვაგზავნით”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რა მოხდება თუ შეერთებულ შტატებს დასჭირდება „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები საკუთარი კონფლიქტისთვის.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე მძლავრ იარაღს აწვდის  უკრაინას, რაც ამერიკის რეზერვებზე გავლენას ახდენს.„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვინდა ამ ომის დასრულება, სწორედ ეს არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირი იხდის იარაღის საფასურს.დონალდ ტრამპის თქმით, მან უკვე რვა კონფლიქტი მოაგვარა, თუმცა ნობელის პრემია არ აინტერესებს.„როგორც ვიცი, არასოდეს ყოფილა პრეზიდენტი, რომელმაც ერთი ომი მაინც დაასრულა. ბევრი იწყებს ომებს, მაგრამ არავინ ასრულებს მათ,“ – განაცხადა ტრამპმა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმაც კი, გამოთქვა აღფრთოვანება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გამო.„გუშინ პუტინმა თქვა, რომ გაოცებული იყო, რომ შევძელით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება. მას ეს წარმოუდგენელი ეგონა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“შანსი არ უნდა გქონოდა ციხიდან ცოცხალი გამოსულიყავი… ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა ელჩი იყო გულწრფელი ჩემთან საუბარში, როგორი წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, თუმცა ამბობდნენ, ამაზე აკრძალული...

საქართველოს პარლამენტის წევრი და "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი გადაცემა "ისტორია დეტალებში," უახლოესი წარსულის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს - "ციხის კოშმარს" იხსენებს. სოზარ სუბარი იმ პერიოდში სახალხო დამცველი იყო. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ციხეებში პატიმრების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაზე ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად იგებდა.მისივე თქმით, საპატიმროში არსებული უმძიმესი პირობების შესახებ ყველა უცხოელმა პარტნიორმა და ელჩმა იცოდა, თუმცა ამას მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავდნენ და ოფიციალურად განცხადებას არავინ აკეთებდა."მე, პირადად, კვირა არ გავიდოდა, რომ ციხეში 2-3-ჯერ რომ არ შევსულიყავი, ზოგჯერ, ყოველდღე მიწევდა შესვლა სხვადასხვა დაწესებულებებში და ერთი და იგივე ჯოჯოხეთი ტრიალებდა ყველგან. სულ ვფიქრობ, რა იყო მიზეზი, რატომ აკეთებდნენ ამას, თუმცა ძალიან ძნელია ახსნა. დანტე ალიგიერს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები - "წარწერა ჯოჯოხეთის კარზე: შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!" - ყველა იმედი უნდა დაგეტოვებინა იქ რომ შედიოდი, ბოლომდე გატეხილიყავი. შანსი არ უნდა გქონოდა იქიდან ცოცხალი გამოსულიყავი, უკიდურეს შემთხვევაში ჯანმრთელი გამოსულიყავი, ახსნა იმ სისასტიკეს არ აქვს. მაგრამ ამ მიზანს ვერ შეასრულებს ნორმალური ადამიანი, ამიტომ, ყველა სადისტი და ავადმყოფი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს კარგად ცნობდნენ.ციხე ყველა შემთხვევაში ცუდია და მძიმეა, მაგრამ 40 კვადრატულ-მეტრ საკანში იყო 105-106 ადამიანი, იქვე იყო სველი წერტილიც, გამოყოფილიც კი არ იყო. წარმოიდგინეთ, 105 ადამიანი, რომელიც ერთი სველი წერტილით სარგებლობს, სადაც არ იყო წყალიც. პარალელურად, ეს ადამიანები ყოველდღე გაჰყავდათ და სცემდნენ.ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა ელჩმა, თუმცა არავინ ამაზე ხმას არ იღებდა. იყო რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, Human Rights Watch, Amnesty International, რომლებიც ამაზე წერდნენ, მაგრამ არცერთი ელჩი, არცერთი საელჩო, უცხოელი დიპლომატი თუ ევროპარლამენტარი ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, არანაირ მინიშნებასაც კი არ აკეთებდნენ. ყველა ელჩი იყო ძალიან ღია და გულწრფელი ჩემთან საუბარში, პირდაპირ ჰყვებოდნენ, როგორი წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, თუმცა, როდესაც მე ვეკითხებოდი, რატომ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობთ, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ამაზე აკრძალული გვაქვს ლაპარაკი. ერთადერთი ელჩი, რომელიც არ იმჩნევდა და არ საუბრობდა სხვებივით ღიად, ეს იყო ამერიკის ელჩი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, როგორ აღმოჩნდა, ერთ ლარად, გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, როგორ აღმოჩნდა, ერთ ლარად, გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი.დავით გურგენიძე აცხადებს, რომ საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რაც საგამოძიებო კომისიის ანგარიშშიც გამოიკვეთა. კიდევ ერთი მოთხოვნა გამოძიების პროცესში ქონების დაყადაღება და მისი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დაბრუნებაა."არის იმის ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, იქ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არცერთი კაპიკი არ მიუღია. მან საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადა თუ არა, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი ტერიტორია - ისტორიულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია, ეს დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია. ეს არის სპორტული მოედნები, სტადიონები, ლაბორატორიები, ეს იყო უახლესი აშენებული, სადაც ფაქტობრივად ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იმ წუთში შევიდნენ. ამისთვის, მაშინ უნივერსიტეტს გაუჩერდა ავტორიზაცია, გადადგა რექტორი, აკადემიკოსი ბატონი რამაზ ხუროძე. შემდგომ, ასევე გადადგა მეორე რექტორი არჩილ მოწონელიძე და თან ეს იყო ომის პერიოდი, როდესაც ეს ფართები იყო მიტაცებული.ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა დაუბრუნდეს ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და კვლავ უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება აუცილებლად იყოს დაყადაღებული, ასევე ვითხოვთ, რომ ეს ქონება უნდა იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისათვის. ასევე, ვითხოვთ, რომ ის მიღებული მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიიღო, დაინიშნოს ექსპერტიზა და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს", - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი – „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ ზომებს, რომლებიც შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით, ეს არ დარჩება შეუმჩნეველი, ვმუშაობთ სანქციებზე

ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქართული სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.„„ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს იღებს, ზომებს, რომელიც ცხადად შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. რა თქმა უნდა, რაც იქ ხდება, ეს არ არის შეუმჩნეველი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფული არ წავიდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, ჟურნალისტების და ყველას დასახმარებლად, ვინც მშვიდობიანად მუშაობს უკეთესი მომავლისთვის და უარს არ ამბობენ იმედსა და ღირებულებებზე, რასაც ევროპა განასახიერებს“, – განაცხადა ჰიპერმა.

ბოლო სიახლეები