შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
spot_imgspot_img

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზ „ტონუსის“ მოცურავეებმა ლიეტუვას ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საცურაო აუზ „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის წევრებმა, საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაში, 2008 წლის ჩათვლით დაბადებულ სპორტსმენთა შორის ასაკობრივ ჯგუფებში, ლიეტუვას ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს.

„ტონუსის“ მოცურავეებმა: 2009 წელს დაბადებულმა აკაკი მღებრიშვილმა 200-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სალი შარბაევამ თავისუფალი სტილით ცურვაში 200 და 400-მეტრიან დისტანციებზე – ორი ვერცხლის მედალი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეები საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრზე წარმატებებს აღწევენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბოლო სიახლეები